imedi /  14 მაისი 2019, 17:18 / სანდო წყარო

იერუსალიმში აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

იერუსალიმი

იერუსალიმში მდებარე აშშ-ის საელჩო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს და მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. როგორც საელჩო განცხადებაში წერს, 14 მაისს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც აშშ-მა საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა, რასაც პალესტინელების პროტესტი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. 

საელჩოს განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ ამ დღეს ტერაქტები მოხდეს. გარდა ამისა, თარიღი ასევე ემთხვევა ისრაელში დაგეგმილ ევროვიზიას, რომელიც 14-18 მაისს გაიმართება. საელჩოს თქმით, 15 მაისს აღინიშნება ისრაელში ნაკბას დღეც. 

გასულ წელს, ნაკბას დღეს ღაზაში ისრაელის მხრიდან სროლების შედეგად 60 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 50 ადამიანი ჰამასის წევრი იყო. მაშინ პროტესტი აშშ-ის მიერ საელჩოს იერუსალიმში გადატანამ გამოიწვია.

2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებდა. 14 მაისს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებს.

ყველა სიახლე

22 ივლისი 2019, 21:37

საქართველო

პარლამენტთან აქცია ახალი ფორმატით განახლდა

სიახლეა ის, რომ რუსთაველზე არსებული ვითარების ე.წ. ლაივ სტრიმის საშუალებით გადაცემა იგეგმება. უფრო კონკრეტულად, აქციიდან ყოველდღე, 20:20 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ერთსაათიანი გადაცემა გავა, რომელშიც მონაწილეობას აქციაზე მისული მოქალაქეები მიიღებენ.

რუნი მარა 
ჯოაკინ ფენიქსი

22 ივლისი 2019, 21:37

ტაბლოიდი

რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაქორწინდნენ

ამერიკელი მსახიობები რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი დაქორწინდნენ. გამოცემა Us Weekly-ის ცნობით, მარა ნიშნობის ბეჭდით საზოგადოებაში პირველად ორი თვის წინ გამოჩნდა. ვარსკვლავური წყვილის სასიყვარულო ისტორია 3 წლის წინ დაიწყო. წყვილი ერთად პირველად კანის ფესტივალზე ნახეს.

22 ივლისი 2019, 21:26

საქართველო

ვაშლიჯვარში მდებარე შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

ვაშლიჯვარში მდებარე ერთ-ერთ შენობაში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. უმეტესობა სოციალურად დაუცველია, ნაწილი დევნილია და რამდენიმე ოჯახი კი, ეკომიგრანტი.158-ე სკოლასთან მდებარე ნაგებობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დღის განმავლობაში ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფებოდა, თუმცა შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.

22 ივლისი 2019, 20:58

ეკონომიკა

როგორ აისახა თბილისის საპროტესტო აქციები ტურიზმზე

რუსთაველზე მომხდარმა და ამ დრომდე მიმდინარე პროცესებმა, ტურიზმზე ცალსახად უარყოფითად იმოქმედა. სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ ტურისტებმა ჯავშნები გააუქმეს. როგორც ირკვევა, საქართველოში ჩამოსვლისგან, არამხოლოდ რუსი, ევროპელი მოგზაურებიც თავს იკავებენ. პრობლემას საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაშიც ადასტურებენ.

პიტერ მაკნამარა

22 ივლისი 2019, 20:58

სპორტი

ჩოგბურთელი პიტერ მაკნამარა გარდაიცვალა

მსოფლიოს ყოფილი მეშვიდე ჩოგანი, ვეტერანი ჩოგბურთელი პიტერ მაკნამარა 64 წლისა კიბოთი გარდაიცვალა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლოს ჩინელ ჩოგბურთელ ვან ციანს წვრთნიდა, რომელიც WTA-ს სიაში მე-14 ადგილზეა.

დეტექტივი

22 ივლისი 2019, 20:36

კულტურა

რატომ არის დეტექტივები ასეთი პოპულარული. 4 თეორია

დეტექტივების პოპულარობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორისაა ის, რომ დეტექტივების კითხვა - რეალობისაგან გაქცევის გზაა. თხრობის სწრაფი ტემპი, გამდიდრებული მოვლენებით და სიუჟეტის მოულოდნელი ცვლილებებით, გართობს და ყოველდღიურ საზრუნავს გავიწყებს.

22 ივლისი 2019, 20:34

მსოფლიო

რომელი ქვეყნის მოქალაქეები მოგზაურობენ ყველაზე ხშირად

საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად აშშ-ის მოქალაქეები მოგზაურობენ. Global Destination Cities Index: Origins-ის რეიტინგის სამეულში ჩინეთი და გერმანია მოხვდნენ. ათეულში ასევე არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, კანადის. რუსეთისა და ტაივანის მოქალაქეები.

ქარის ენერგიის გენერატორი

22 ივლისი 2019, 20:15

ეკონომიკა

საუდის არაბეთი ქარის ენერგიის გამოყენებას იწყებს

მსოფლიოში პირველი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გეგმავს. Bloomberg-ის ცნობით, საუდის არაბეთის მთავრობა სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარის გენერატორები დაამონტაჟოს.

საქართველოს პროკურატურა

22 ივლისი 2019, 19:49

ძალოვნები

პროკურატურა: ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დავიწყებთ

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. imedinews პროკურატურაში განუცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ უთქვამს რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 19:35

ძალოვნები

ხვალ 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მარგარეტ ტეტჩერი

22 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

აუქციონზე მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ექსპრემიერის პირადი ნივთები თავდაპირველად აუქციონზე მისი გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს გაიყიდა.

22 ივლისი 2019, 19:22

მსოფლიო

სომალიში ტერაქტს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. შემთხვევა მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სასტუმროსთან მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.

დავით დვალი

22 ივლისი 2019, 19:17

საქართველო

დავით დვალი ფიქრობს, რომ პროკურატურაში მათი საქმის მიმდინარეობას ივანიშვილი აფერხებს

ოთხი წელია ჩვენ ველოდებით გამოძიებისგან, რომ ნაბიჯი გადაიდგმება წინ, ბევრჯერ გვაქვს უკვე ნათქვამი, რომ პრაქტიკულად გამოძიება დამთავრებულია, მზად არის, შეუძლია სვლა მისცეს პროკურატურამ, მაგრამ ეს არ ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში 4 პროკურორი გამოიცვალა და ოთხივემ, რატომღაც ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს სვლა და შემდეგი ნაბიჯი არ გადაიდგას, ანუ ბრალი არ წაეყენოს არავის, - განაცხადა დავით დვალმა.

ისლანდია

22 ივლისი 2019, 19:10

ეკონომიკა

ევროპაში ყველაზე ძვირი სახელმწიფო დასახელდა

გამოცემა Daily Mail-მა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ევროპის ყველაზე ძვირი სახელმწიფო დაასახელა. გამოცემამ ევროპის სახელმწიფოების საშუალო სამომხმარებლო ფასები დათვალა. ამ მონაცემებით, ევროპის ყველაზე ძვირი სახელმწიფოა ისლანდია, მეორე შვეიცარია, ხოლო მესამე ადგილს ნორვეგია იკავებს.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2019, 18:55

მსოფლიო

ტრამპი ირანში 17 ამერიკელი ჯაშუშის დაკავების შესახებ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს

„ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშების დაკავების შესახებ სრული სიცრუეა. მორიგი ტყუილი და პროპაგანდა (როგორც მათი ჩამოგდებული დრონი) რეჟიმის მხრიდან, რომელიც მძიმედ მარცხდება და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. მათი ეკონომიკა მკვდარია და კიდევ უფრო ცუდი დღეები ელის“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

პრინცი ჯორჯი

22 ივლისი 2019, 18:50

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი 6 წლის გახდა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის პირველი შვილი ჯორჯი 6 წლის გახდა. პატარა პრინცის დაბადების დღესთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლემ მისი ფოტოები გამოაქვეყნა. სამეფო წყვილს 3 შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსს პრინც ლუის 23 აპრილს ერთი წელი შეუსრულდა, პრინცესა შარლოტა კი 2 მაისს 4 წლის გახდა.

22 ივლისი 2019, 18:50

ეკონომიკა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარება $1 მილიარდით დააფინანსა

მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-მა კომპანია OpenAI-ში $1 მილიარდის ინვესტირების შესახებ განაცხადა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სუპერკომპიუტერული პროგრამები უნდა შექმნას.

22 ივლისი 2019, 18:39

ტექნოლოგიები

Asus-მა თამაშისთვის განკუთვნილი ყველაზე ძლიერი ტელეფონი წარადგინა

ROG Phone II აღჭურვილია Snapdragon 855 Plus-ის პროცესორით, 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ამასთან, მას აქვს ძლიერი აკუმულატორი, რომელიც 7-საათიანი უწვეტი თამაშისთვისაა საკმარისი. გავრცელებული ცნობი, სმარტფონის გაყიდვა სექტემბერში დაიწყება და მისი ფასი 900 დოლარიდან იქნება.

გადაიღე საქართველოში

22 ივლისი 2019, 18:00

კულტურა

საქართველოში რეალური ამბის მიხედვით ტაილანდურ სერიალს იღებენ

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარს, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები.

პარიზი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულად დაცხება

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ქვეყანაში ამინდის კონტროლის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსამდე გათბეს. ივნისის ბოლოს ევროპის დიდ ნაწილში და საფრანგეთში ძლიერი სიცხე დაფიქსირდა.