imedi /  17 მაისი 2019, 12:23 / სანდო წყარო

ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტს ვეღარ დაითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლესი რადას დათხოვნის შესაძლებლობა აღარ მიეცემა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ფრაქცია „სახალხო ფრონტმა“ დღეს მმართველი კოალიცია დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ახალი კოალიცია უნდა შეიქმნას. კოალიციის ფორმირებისთვის პარლამენტს 30 დღე მიეცემა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ზელენსკი რადას დათხოვნას იმ შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს, თუ კოალიციის ფორმირება ვერ მოხერხდება.

მოქმედი კონსტიტუციით, რადას უფლებამოსილების ბოლო 6 თვის პერიოდში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. ბოლო 6 თვის განმავლობაში პარლამენტს კოალიციის გარეშეც შეუძლია იმუშაოს.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. ზელენსკის მრჩევლის, დიმიტრი რაზმუკოვის თქმით, ინაუგურაციის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი რადას დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აპირებდა.
 

ყველა სიახლე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 ივლისი 2019, 14:37

მსოფლიო

ნეთანიაჰუმ ისრაელის მართვის ხანგრძლივობით რეკორდი მოხსნა

ნეთანიაჰუ მთავრობის მეთაურის პოსტზე 4,876 დღეა რაცაა და ეს მისი მეხუთე ვადაა. ის 1996 აირჩიეს და მაშინ 46 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც პოპულარულია.

ალჟირის ნაკრები

20 ივლისი 2019, 14:29

სპორტი

აფრიკის ეროვნებათა თასის მფლობელი ალჟირის ნაკრები გახდა

ქაიროში, ცენტრალურ სტადიონზე აფრიკის ეროვნებათა თასის ფინალი ალჟირის და სენეგალის ეროვნულ გუნდებს შორის შედგა. საფეხბურთო მატჩში ერთადერთი გოლი მეორე წუთზე ბაღდად ბუნეჯას დარტყმის შედეგად სენეგალის კარში გავიდა. ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ალჟირის სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.

20 ივლისი 2019, 13:58

მსოფლიო

ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ Gippsland GA8-ით ავიამიმოსვლა შეაჩერეს

ავსტრალია და ახალი ზელანდია Gippsland GA8-ით ფრენებს აღარ შეასრულებენ. ამ თვითფრინავების ავიაპარკის გამოყენებაზე უარის თქმა შვედეთში მომხდარმა ავიაკატასტროფამ განაპირობა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ავიაციის სააგენტოებმა თვითმფრინავების ექსპლოატაცია ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე შეაჩერა.

20 ივლისი 2019, 13:42

ტაბლოიდი

ელი სააბის შვილს სამდღიანი ქორწილი ჰქონდა. ფოტოები

ცერემონია ლიბანში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და რძლის ჩაცმულობაზე ცხადია ლეგენდარულმა დიზაინერმა იზრუნა. პატარძალმა ელი სააბის შექმნილი რამდენიმე კაბა მოირგო. უმცროსმა ელი სააბმა კრისტინა მურადს ცოლობა 2018 წლის 19 ივნისს სთხოვა.

20 ივლისი 2019, 13:24

ტექნოლოგიები

მეცნიერები: არქტიკაზე ყინულის დნობის ტემპი დაჩქარდა

„არქტიკაზე ყინული ივლისში ჩვეულებრივზე სწრაფად დნება“ - წერს გამოცემა Bloomberg-ი. ყინული, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანეს ფარავს 2019 წლის ივლისის მონაცემებით ამ დროის შესაბამისად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. არქტიკაზე ყინულის დნობის მაჩვენებელი 2012 წლის რეკორდს უახლოვდება.

დავით დვალი 
ჯარჯი აქიმიძე

20 ივლისი 2019, 13:16

საქართველო

ქიბარ ხალვაში დვალსა და აქიმიძესთან შეხვედრას გეგმავს

ხალვაში ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შესაძლოა დღეს ან ხვალ შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია რჩება თუ არა 2017 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში აქიმიძესა და დვალს წილის 50 პროცენტს გადასცემდა, დვალი კი ტელეკომპანიას უხელმძღვანელებდა.

20 ივლისი 2019, 12:52

მსოფლიო

ირანი დაკავებული ბრიტანული ტანკერის შესახებ ცნობას ავრცელებს

ოფიციალურმა ლონდონმა ირანის მიერ მათი ტანკერის დაკავება დაგმო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი განმატავს, რომ თუ ოფიციალურ თეირანთან სიტუაცია სწრაფად არ განიმუხტა, ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის შედეგებზეა ლაპარაკი არ დაუკონკრეტებია.

დონალდ ტრამპი 
ვლადიმერ პუტინი

20 ივლისი 2019, 12:40

მსოფლიო

პუტინი: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის მიმართ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის შესახებ ილაპარაკა. მან კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება ამერიკის არჩევნებში ჩარევის თაობაზე. 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.

20 ივლისი 2019, 12:37

საქართველო

თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

20 ივლისი 2019, 12:14

ეკონომიკა

საქართველოში საწვავი კიდევ 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც.

კორინ ვეგენერის ვიზიტი თბილისში

20 ივლისი 2019, 11:58

საქართველო

კორინ ვეგენერმა ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას უმაღლესი შეფასება მისცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სმითსონის ინსტიტუტის სამუზეუმო გაერთიანების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი კორინ ვეგენერმა, თბილისში ხელოვნების მუზეუმის მესამე კორპუსის საცავი და სამუშაო სივრცეები მოინახულა.

პაატა სალია

20 ივლისი 2019, 11:56

საქართველო

პაატა სალია: „რუსთავი 2“-ში უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

"შეიძლება ერთი-ორი დღით დაგვიანდეს ტექნიკური მიზეზების გამო. მდგომარეობა ძალიან სავალალო დაგვხვდა ამ კუთხით. ერთი ყველაზე დაბალხელფასიანი თანამშრომლის ხელფასსაც ვერ დაფარავს ის ფული, რაც დატოვა წინა მენეჯმენტმა",- განაცხადა პაატა სალიამ.

დავით დვალი

20 ივლისი 2019, 11:53

საქართველო

დავით დვალი პროკურატურას მიმართავს და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას ითხოვს

""საქართველოს პროკურატურა ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?"- წერს დვალი.

20 ივლისი 2019, 11:41

მსოფლიო

აშშ-სა და კანადაში ძლიერი სიცხეა

ლაპარაკია ისეთ დიდ ქალაქებზე როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ბოსტონი და სხვა. კანადაში ჰაერის ტემპერატურა 38C-ს აღწევს, რაც კანადისთვის უჩვეულოა. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

ნიგერიის აეროოპრტი

20 ივლისი 2019, 11:17

ტაბლოიდი

ნიგერიაში კაცი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა. ვიდეო

ნიგერიაში კაცი ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ფრთაზე აძვრა - იუწყება Associated Press-ი. ის თვითმფრინავის მგზავრებმა შენიშნეს. ამ ინციდენტის შემდეგ კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. ნიგერიის საავიაციო სააგენტო არკვევს, როგორ მოხვდა ეს პიროვნება თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე.

კილიან მბაპნე

20 ივლისი 2019, 10:56

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენს“ მბაპეს დათმობა არ სურს

ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენს“ გუნდის თავდამსხმელის კილიან მბაპეს დათმობა არ სურს. ფრანგები გეგმავენ მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახადონ და 20 წლის თავდამსხმელს ხელფასი წელიწადში 50 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.

მიხეილ სააკაშვილი

20 ივლისი 2019, 10:48

მსოფლიო

სააკაშვილი თავის მომხრეებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

იმის მიუხედავად, რომ კიევის სასამართლომ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს.ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 21 ივლისს გაიმართება. სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა.

გიორგი გაბუნია

20 ივლისი 2019, 10:35

საქართველო

„რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა განმარტა, დარჩება თუ არა გიორგი გაბუნია არხზე

"ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა მიიღეს და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ საზოგადოებაში დიდი კონსესუსი იყო“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

ანტუან გრიზმანი

20 ივლისი 2019, 10:26

სპორტი

გრიზმანის გადასვლის გამო „ბარსელონის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ანტუან გრიზმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა. მოკვლევის მიზანია დაადგინოს მოლაპარაკებებისას ხომ არ დაირღვა ფეხბურთელის უფლებები. ანტუან გრიზმანი „ბარსელონას“ ფეხბურთელი მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა. ფრანგმა შემტევმა „ბარსელონასთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

20 ივლისი 2019, 10:11

ძალოვნები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.