imedi /  20 მაისი 2019, 12:07 / სანდო წყარო

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლესი რადა დაითხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა. ამის შესახებ მან საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ის ასევე უკრაინის მთავრობის დაშლის ინიციატივით გამოვიდა, რათა „მომავალი თაობისთვის გათავისუფლდეს“ ადგილები. მან დეპუტატების ხელშეუხებლობის შესახებ კანონის შეცვლაც მოითხოვა.

გარდა ამისა, ზელენსკიმ რადას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გენერალური პროკურორისა და თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. ამ ორი დავალების შესასრულებლად პრეზიდენტმა ორთვიანი ვადა დააწესა. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გეგმურად ოქტომბერში შედგება.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.

ყველა სიახლე

„ლანჩხუთი“

14 ოქტომბერი 2019, 20:10

სპორტი

საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი“ გახდა

საქართველოს ქალთა ლიგის ეგიდით გამართული 18 შეხვედრიდან „ლანჩხუთმა“ 17 მოიგო, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და უშუალო კონკურენტს, თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა. ჩემპიონის სტატუსით „ლანჩუთი“ საქართველოს უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.

Eshvi Kids

14 ოქტომბერი 2019, 19:54

ეკონომიკა

საქართველოში შეკერილი საბავშვო ტანსაცმელი იაპონიაში ექსპორტზე გავიდა

Eshvi Kids-მა იაპონურ კომპანია Roherma-სთან ბიზნესკავშირები საერთაშორისო გამოფენა Pitti Bimbo-ზე დაამყარა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ-ს მასშტაბითაც. გამოფენა Pitti Bimbo ივნისში ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

14 ოქტომბერი 2019, 19:52

თემა

რა არის ავტოკეფალია და რით განსხვავდება ის საეკლესიო ავტონომიისგან?

დღეისათვის 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია არსებობს, აქედან 14 საყოველთაოდ არის აღიარებული. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 საპატრიარქო ეკლესიას შორისაა. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიას კი, რომლის ავტოკეფალიას მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საქართველოს საპატრიარქო აღიარებს, კონსტანტინეპოლი არ ცნობს. სამაგიეროდ, მსოფლიო პატრიარქი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, რასაც მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

სევანის ტბა

14 ოქტომბერი 2019, 18:53

მსოფლიო

სომხეთი სევანის ტბიდან წყლის მოხმარების აკრძალვას გეგმავს

სომხეთში სევანის ტბიდან წლის მოხმარების სრულ აკრძალვას აპირებენ. დონის დაწევის გამო აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო კომიტეტმა დააყენა. დეპუტატების განცხადებით, მოქმედი კანონი 170 მლნ კუბურ მეტრზე მეტი წყლის მოხმარებას კრძალავს, საკანონმდებლო ცვლილება კი წყლის მოხმარების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ქვიშის თამაშები

14 ოქტომბერი 2019, 18:44

სპორტი

დოჰაში ქვიშის თამაშებში დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთვებიან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშები მიმდინარეობს, დღეს ასპარეზობაში ჩაერთვებიან საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები. დღევანდელ შეხვედრებში მედლებისთვის იბრძოლებენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (90 კგ).

გოგა ბითაძე

14 ოქტომბერი 2019, 18:35

სპორტი

გოგა ბითაძემ „ინდიანას“ ქომაგებისთვის იმღერა. ვიდეო

კალათბურთის მაღალ დონეზე თამაშის გარდა, გოგა ბითაძემ გულშემატკივარს თავი სხვა ამპლუაშიც გააცნო. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ინდიანას“ ახალწვეულებმა შოუ დადგეს და სხვადასხვა ჰიტები შეასრულეს.

კატალონია

14 ოქტომბერი 2019, 18:35

მსოფლიო

კატალონიელი ლიდერების განაჩენი ბარსელონაში აქციებით გააპროტესტეს

ბარსელონაში გამართულ აქციაზე ერთ-ერთ მონაწილეს ბანერი ეჭირა წარწერით: "მე არ ვარ დამოუკიდებლობის მომხრე, მაგრამ არც იდიოტი ვარ". ცენტრალურ ბარსელონაში სამანქანო მოძრაობა თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში შეიკრიბნენ.

ჩინეთი

14 ოქტომბერი 2019, 18:30

მსოფლიო

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში ბანკის შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. შემთხვევა ძილინის პროვინციაში მოხდა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 4 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ცნობით, შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

თურქული ჯარი სირიაში

14 ოქტომბერი 2019, 18:19

მსოფლიო

ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

შესაბამისი განცხადება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროკავშირი გმობს თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:48

მსოფლიო

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენიდან 77 წლის ქალი გადავარდა

იაპონიაში სამაშველო ოპერაციის დროს 70 წლის ქალი შემთხვევით ვერტმფრენიდან გადავარდა და დაიღუპა. ტოკიოს საგანგებო სამსახურმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მაშველებს ქალისთვის სპეციალური დამცავი თასმის გაკეთება დაავიწყდათ.

მედლინ მუნი

14 ოქტომბერი 2019, 17:43

საქართველო

მედლინ მუნი: რუსეთი ცდილობს არალეგალურად დაყოს საქართველო

თავის გამოსვლაში რუსულ ოკუპაციაზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ისაუბრა.მისი თქმით, რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაჰყოს საქართველო. მან ორი კვირის წინ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

დევნილები

14 ოქტომბერი 2019, 17:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია 1 თვეა გრძელდება

მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის, სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა. რამდენიმე დევნილმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა, ისინი შვიდი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ.

მორის ყვითელაშვილი

14 ოქტომბერი 2019, 17:29

სპორტი

მორის ყვითელაშვილი ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ყვითელაშვილმა 245 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ რუს მაკარ იგნატოვს 30 ქულით გაუსწრო. ტურნირი ყაზახი მოციგურავის, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის, დენის ტენის სახელობის იყო, რომელიც 2018 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.

ანაკლიის პორტი

14 ოქტომბერი 2019, 17:27

ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორების ვინაობა ხვალ გაირკვევა

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი კი ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე სამ ინვესტორზე საუბრობს. ერთი ინვესტორი აქამდეც იყო ცნობილი - "მერიდიანი", მეორე ინვესტორი - ჰოლანდიური "ვან ორდი" და მესამე ინვესტორი, როგორც გაირკვა ამერიკული საინვესტიციო ფონდია.

ტაიფუნი ჰაგიბისი

14 ოქტომბერი 2019, 17:20

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“ უკვე 55 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Kyodo ავრცელებს. კიდევ 16 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

ოპერაცია

14 ოქტომბერი 2019, 17:12

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცს შარდის ბუშტიდან ტყვია 18 წლის შემდეგ ამოუღეს

2001 წელს კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლს. მას ტყვია შარდის ბუშტში მოხვდა, თუმცა მაშინ ქირურგებმა ჩათვალეს, რომ ოპერაციის ჩატარება საკმაოდ საშიში იყო. ექიმებმა მას კათეტერი ჩაუდგეს, 2 კვირის შემდეგ კი მას ტკივილები აღარ აწუხებდა.

მერაბ სეფაშვილი

14 ოქტომბერი 2019, 17:03

კულტურა

მერაბ სეფაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო

ხმის ჩამწერ სტუდიაში მუსიკოსს „იმედის დღის“ გადამღები ჯგუფი ესტუმრა. მათ გაარკვიეს, ალბომში სეფაშვილის ახალი კომპოზიციები და ძველი სიმღერების ახალი ინტერპრეტაციები შევა. მომღერლის თქმით, ალბომი ახალი წლისთვის გამოვა.

იენს სტოლტენბერგი

14 ოქტომბერი 2019, 17:00

მსოფლიო

სტოლტენბერგის აზრით სირიაში თურქეთის ქმედებები ნატოს ერთიანობას საფრთხეს უქმნის

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსმა არ უნდა დაკარგოს ერთიანობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ლონდონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე თქვა.

ნიკა მელია

14 ოქტომბერი 2019, 16:48

საქართველო

ნაციონალებისთვის „ევსაქების” პოზიცია „არავინ ციხეში“ მიუღებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არავინ დაისჯება - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ. ასე გამოეხმაურა მელია დავით ბაქრაძის განცხადებას.

ვლადიმერ პუტინი

14 ოქტომბერი 2019, 16:48

მსოფლიო

პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ერ-რიადს ეწვია. პუტინი მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზთან და პრინც მოჰამედთან მოლაპარაკებებს გამართავს. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონული ტურის ფარგლებში იმართება. დღევანდელი ვიზიტი 2007 წლის შემდეგ პირველია.