Imedi /  22 მაისი 2019, 18:55 / სანდო წყარო

საგარეო: იტალიაში ავტობუსის ავარიისას საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

იტალურმა მხარემ დაადასტურა, რომ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სიენა-ფლორენციის გზაზე მიმავალ ტურისტულ ავტობუსში. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების პრესსამსახური განმარტავს, რომ პირველადი ინფორმაციით სხეულის დაზიანება საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მიუღია და ახლა კონსული არკვევს თითეული მათგანის მდგომარეობას.

იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. BBC-ის ინფორმაციით, 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ცნობით კი, დაშავებულების რიცხვი 15-ს აღწევს.

ყველა სიახლე

ოჯახური ძალადობა

19 ივნისი 2019, 19:02

მსოფლიო

გერმანიაში ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა ამოქმედდება

გერმანიის ფედერალური მიწების, ბავარიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობებმა ოჯახური ძალადობისგან კაცების დაცვის პროგრამა გაასაჯაროვეს. პირველ ეტაპზე ცხელი ხაზი და ონლაინკონსულტაცია ამოქმედდება, შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრები და საკონსულტაციო ცენტრები გაიხსნება. პროგრამის ავტორები იმედოვნებენ, რომ საბოლოო ჯამში ეს ტაბუირებული საკითხი საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდება.

იბრაჰიმ ალ-ასაფი

19 ივნისი 2019, 18:57

მსოფლიო

საუდელი მინისტრი ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას უარყოფს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს დასკვნას არ ეთანხმება. Reuters-ის ცნობით, მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ ანგარიში გარკვეულ წინააღმდეგობებს შეიცავს. დიპლომატის შეფასებით, ბრალდებები უსაფუძვლოა.

ავიაკატასტროფა

19 ივნისი 2019, 18:54

მსოფლიო

ბელგიაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა

პროვინცია ფლამანდიის ბრაბანტში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ვერტმფრენში ორი ადამიანი იყო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. შემთხვევა ბრიუსელისა და ლიეჟის დამაკავშირებელ სამანქანო გზასთან მოხდა.

19 ივნისი 2019, 18:54

ეკონომიკა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, დღეს სავალუტო ვაჭრობისას ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დაახლოებით 2 თეთრით გაუფასურდა.

ნეიმარი

19 ივნისი 2019, 18:39

სპორტი

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონზე სამ მატჩს გამოტოვებს

ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. UEFA მატჩების გამოტოვების ინიციატივით აპრილში გამოვიდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა.

19 ივნისი 2019, 18:28

თემა

მორცხვი ვარ. რა ვქნა?

თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნაზე ფიქრიც კი დისკომფორტს გიქმნით, თითები გეყინებათდა ფიზიკურად ცუდად ხდებით იმის წარმოდგენაზეც კი, რომ თქვენი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით უნდა წარდგეთ, თქვენ მარტო არ ხართ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სიმორცხვე. რატომ არის ადამიანი მორცხვი? რა განაპირობებს ხასიათის ამ თავისებურებას და შეიძლება თუ არა მისგან განკურნება?

19 ივნისი 2019, 18:28

საქართველო

„თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელი აქცია ტარდება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, დაიხუროს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და ასევე არ ჩატარდეს დაგეგმილი ღონისძიებები. ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქო უკვე მესამე განცხადებას ავრცელებს.

ბერნარ არნო

19 ივნისი 2019, 18:28

ეკონომიკა

Louis Vuitton-ის მფლობელი მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონებას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება, ფრანგი ბიზნესმენის ქონება 100,4 მილიარდი დოლარია. არნოს ქონება საფრანგეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ია.

ხევი-უბისას მონაკვეთი

19 ივნისი 2019, 18:28

ეკონომიკა

რიკოთზე ხევი-უბისას მონაკვეთზე 4 ზოლიანი გზის დაგება დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთზე გზის დაგების სამუშაოები დაიწყო. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.აშენდება 35 ახალი ხიდი და 20 გვირაბი.

მარიხუანა

19 ივნისი 2019, 18:23

ტექნოლოგიები

კვლევა: ამერიკელ ორსულ ქალებში მარიხუანის მოხმარება გაორმაგდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ორსულებში მარიხუანის მოხმარება გაორმაგებულია. მას განსაკუთრებით აქტიურად მოიხმარენ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ქალების უმეტესობა მარიხუანას იქამდე მოიხმარდა, სანამ გაიგებდა რომ ორსულად იყო. ამის შესახებ სახელმწიფო კვლევაში წერია.

19 ივნისი 2019, 17:59

ეკონომიკა

საქართველოში აგროსეტორის განვითარებისთვის €2 მილიონიანი პროექტი დაიწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი €2 მილიონია და ფონდი ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აფინანსებს.

19 ივნისი 2019, 17:56

საქართველო

სენატში გაკეთებულ განცხადებებს თბილისში აფასებენ

მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ეს იყო პარტნიორ ქვეყანაში გაკეთებული მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლის ავტორები იყვნენ არა მხოლოდ სენატორები, არამედ იმ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომელთა აზრი ვაშინგტონის დღის წესრიგისთვის გადამწყვეტია.

გამოცდები

19 ივნისი 2019, 17:54

საქართველო

ცნობილია როდიდან შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას

აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს. პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

ფესტივალი

19 ივნისი 2019, 17:44

კულტურა

თბილისის ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც საზოგადოებას გაუზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია- ამ სფეროების შესახებ არაერთი დისკუსია გაიმართება.

19 ივნისი 2019, 17:33

ძალოვნები

საგამოძიებო სამსახურმა ერთ თვეში პასუხისგებაში 23 მეწარმე მისცა

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვაჟა ფანოზიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა აღემატება 85 000 000 ლარს. რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

19 ივნისი 2019, 17:24

ტექნოლოგიები

უკრაინაში მსოფლიოში პირველად მაწანწალა კატებს დაითვლიან

უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, მსოფლიოში პირველად მაწანწალა კატებს დაითვლიან. აქამდე მსოფლიოს არცერთ ქალაქში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. ქალაქ ლვოვის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამისთვის სპეციალური ალგორითმი შეიმუშავეს. მოამზადეს აპლიკაცია და ინტერესი უკვე მსოფლიოს 15-მა ქვეყანამ გამოხატა.

მატს ჰუმელსი

19 ივნისი 2019, 17:20

სპორტი

ჰუმელსი „ბაიერნიდან“ „დორტმუნდში“ მეორედ გადავიდა

30 წლის მცველმა ფეხბურთის თამაში 1995 წელს, 7 წლის ასაკში მიუნხენის „ბაიერნში“ დაიწყო, 2009 წელს კი მიუნხენელთა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის, „ბორუსიას“ ფეხბურთელი გახდა. „ბორუსიას“ რიგებში 7-წლიანი ასპარეზობის შემდეგ ჰუმელსი „ბაიერნში“ დაბრუნდა, სადაც 3 სეზონი გაატარა.

აშშ-ის საელჩო თბილისში

19 ივნისი 2019, 17:19

საქართველო

საქართველოში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილ "ღირსების მარშთან" დაკავშირებით აფრთხილებს. საელჩო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო 22 ივნისს თავი აარიდონ საჯარო თავშეყრის ადგილებს.

19 ივნისი 2019, 17:09

საქართველო

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რიჟვაძის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა რიჟვაძეს რეპლიკებით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რის გამოც ბაგრატიონი რეგლამენტის დარღვევაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.

დაჩიან ჩოლოში

19 ივნისი 2019, 16:59

მსოფლიო

ევროპარლამენტის ლიბერალური პარტიის ლიდერი რუმინეთის ექსპრემიერი გახდა

ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის „ევროპის განახლების“ ახალი ლიდერი რუმინეთის ექსპრემიერი და სოფლის მეურნეობის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი დაჩიან ჩოლოში გახდა. ჩოლოშმა 65 ხმა მიიღო. ის ფავორიტი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც მას მხარი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის დელეგაციამ დაუჭირა მხარი.