imedi /  25 მაისი 2019, 23:50 / სანდო წყარო

Twitter-მა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ორი ძმა სამუდამოდ დაბლოკა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

Twitter-ის ადმინისტრაციამ სამუდამოდ დაბლოკა ორი ძმის ექაუნთი, რომლებიც პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

სოციალურ ქსელში დაასკვნეს, რომ ედ და ბრაიან კრასენშტეინები იყენებდნენ ყალბ ექაუნთებს, რათა ამერიკის ლიდერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ფართო მასშტაბებში წარმოეჩინათ. „Twitter-ის წესები ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე ყალბი ანგარიშის წარმოება მკაცრად აკრძალულია“, - განაცხადეს კომპანიაში.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს უყვარს Twitter-ზე პოსტების გამოქვეყნება, რასაც ხშირად მოჰყვება პოლიტიკური დებატები.

ყველა სიახლე

ლევან მჭედლიძე

19 სექტემბერი 2019, 18:50

სპორტი

ლევან მჭედლიძე თბილისის დინამოს ფეხბურთელი გახდა

ლევან მჭედლიძე ოფიციალურად, თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია. ინფორმაციას თბილისის „დინამო“ ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია რომ, თავდამსხმელთან ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. 29 წლის თავდამსხმელი 2008 წლიდან იტალიაში თამაშობდა.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია

19 სექტემბერი 2019, 18:42

სპორტი

ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე სალომე ფაჟავა ფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე სალომე ფაჟავა მრავალჭიდის ფინალში გავიდა. საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს გუნდმა 42 ქვეყანას შორის მე–9 ადგილი გუნდურ ასპარეზობაში დაიკავა, რაც კარგი შედეგია.

შონ ბინი სამეფო კარის თამაშები

19 სექტემბერი 2019, 18:27

კულტურა

შონ ბინი უარს ამბობს როლზე თუ მისი პერსონაჟი კვდება

მსახიობი შონ ბინი უარს ამბობს როლებზე ფილმებში, რომლებშიც მის პერსონაჟებს სიკვდილი ელის. ამის შესახებ The Sun-ი წერს. „უკვე ბევრ როლზე ვთქვი უარი. მაყურებელი ხვდება, რომ ჩემი პერსონაჟი მოკვდება, რადგან მას მე ვთამაშობ. გადარჩენა უნდა დავიწყო, თორემ ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადი ხდება“, - ამბობს ბინი.

ჯიმი კარტერი

19 სექტემბერი 2019, 18:27

მსოფლიო

ჯიმი კარტერი: პრეზიდენტობისთვის ასაკობრივი ზღვარი უნდა არსებობდეს

ამის შესახებ მან კარტერის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც არაპირდაპირ მიანიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის ყველაზე რეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატები ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი ამ ზღვარს უახლოვდებიან. ცნობისათვის, ჯო ბაიდენი 76-ის, ბერნი სანდერსი კი 78 წლისაა.

რივიერა

19 სექტემბერი 2019, 18:15

საქართველო

ბათუმში რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია გამართეს

ბათუმში, რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. მორიგი აქცია ვარდების სკვერში გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაფასონ ეკოლოგიური საფრთხეები, რომელიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმს ემუქრება.

ავარია ზუგდიდში

19 სექტემბერი 2019, 18:03

ძალოვნები

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდში, გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას დაშავებული 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მას ხმოვანი სიგნალი ჰქონდა ჩართული და ავადმყოფი გადაჰყავდა.

ავღანეთი ამერიკელი ჯარისკაცები

19 სექტემბერი 2019, 17:55

მსოფლიო

აშშ-ის დრონმა ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

აშშ-ის ძალების მიერ დრონით განხორციელებულ იერიშს ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღემატება. ამერიკული ძალების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტი იყო, თუმცა იერიშის შედეგად ფერმერები დაშავდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:55

საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს

თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ჩვილი

19 სექტემბერი 2019, 17:45

საქართველო

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული და საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო. ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

მერაბ ნინიძე

19 სექტემბერი 2019, 17:39

კულტურა

სერიალი მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინანტია

Emmy-ის ნომინანტთა ვინაობა ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, სადაც გერმანული სერიალი McMafia-ც მოხვდა, რომელშიც ცნობილი ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს. ემის საერთაშორისო დაჯილდოვება 25 ნოემბერს გაიმართება.

19 სექტემბერი 2019, 17:24

საქართველო

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე 5 ბავშვი დაშავდა

ინციდენტით დასრულდა სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში. დაშავდა ხუთი ბავშვი. კარავში ქუთაისის #33-ე სკოლის მოსწავლეები ცდას ატარებდნენ, რა დროსაც კოლბა აფეთქდა. ხუთი ბავშვი სახისა და ხელის არეში მსუბუქად დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2019, 17:12

საქართველო

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

შავი პანტერა

19 სექტემბერი 2019, 17:09

ტაბლოიდი

საფრანგეთში, ქალაქში მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს

საფრანგეთში, ქალაქ ლილთან სამართალდამცველებმა მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს. პანტერა საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე ვეტერინარიც მივიდა. ცხოველი სპეციალური პრეპარატით დააძინეს. პანტერა 20 კილოგრამს იწონიდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 სექტემბერი 2019, 17:03

საქართველო

ერდოღანი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მილოცვაში პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და გამოთქვამს რწმენას, რომ სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ირაკლი ოქრუაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:00

ძალოვნები

სასამართლომ ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

19 სექტემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი ვიდეოების ავთენტურობა დაადასტურა

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ გრადიშერმა დაადასტურა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო აშშ-ის სამხედროებმა გადაიღეს. რგოლები ჯგუფ Blink-182-ს ყოფილი ვოკალისტის, ტომ დელონგის ორგანიზაციამ (TTSA) გამოაქვეყნა.

თომას ბახი

19 სექტემბერი 2019, 16:43

სპორტი

თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის სპორტსმენთა კომისიამ IOC-ს მიმართა თხოვნით, ათლეტთა სასარგებლოდ სახსრების ნაწილი გადაენაწილებინა.

პეკინის ახალი აეროპორტი

19 სექტემბერი 2019, 16:12

ეკონომიკა

ჩინეთის ახალი მეგა აეროპორტი გახსნისთვის მზად არის

პეკინის შოუდუს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია ფრენების დამატება. 2018 წელს ამ აეროპორტის სამი ტერმინალით 100-მა მილიონმა მოგზაურმა ისარგებლა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ატლანტის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ.

გარემოს დაცვა

19 სექტემბერი 2019, 15:28

ტექნოლოგიები

Facebook-ის ოფისებში პლასტმასის ბოთლები აიკრძალება

კომპანია Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას აკრძალავს. ამის ნაცვლად თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეებში წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებს. ასეთი აკრძალვა აგვისტოში სან-ფრანცისკოს აეროპორტში შემოიღეს.

ეროვნული ნაკრები

19 სექტემბერი 2019, 15:17

სპორტი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. ფიფას განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველო 91-ე ადგილზეა. გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ლიდერებს, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე ბელგიაა.