Imedi /  26 მაისი 2019, 22:54 / სანდო წყარო

ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები ვრცელდება

ორგანიზაცია Elabe-ს ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნებში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული კრება“ 24,2 %-ით ლიდერობს.

მოქმედი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიას „რესპუბლიკა, წინ“ 22,4% აქვს.

რაც შეეხება გერმანიას, Infratest Dimap-ის ეგზიტპოლების მიხედვით, კანცლერის ანგელა მერკელის ბლოკმა, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა - 28,8% მიიღო.

Die Welt-ის ინფორმაციით, „მწვანეებმა“ 20,6% მოაგროვეს.

მესამე ადგილზე კი 15,5% -ით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიაა.

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ფედერალური კანცლერის სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტია“ ლიდერობს. ორგანიზაციების SORA-ს და ARGE Wahlen-ის მონაცემებით, კურცის პარტია ხმათა 34,5%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია (23,5%), მესამეზე კი მემარჯვენე პოპულისტური „თავისუფლების პარტია“ (17,5%) გადის.

ბერძნული ტელევიზიების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა 32,5-34,5-მდე პროცენტით მთავარი ოპოზიციური პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს. მოქმედი პრემიერის ალექსის ციპრასის პარტია „სირიზას“ მიერ მიღებული ხმების მაჩვენებელი 24-26%-ის ფარგლებში მერყეობს.

უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „სამოქალაქო კავშირი“ ევროპარლამენტის არჩევნებში ლიდერობს. ორგანიზაცია „ნეზოპონტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ორბანის პარტია ხმათა 56%-ს აგროვებს, სოციალისტური პარტია და „დემოკრატიული კოალიცია“ 10-10%-ს მიიღებენ, მოძრაობა „უკეთესი უნგრეთისთვის“ კი 9%-ს აგროვებს.

ესპანეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში პრემიერმინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია ლიდერობს. ეგზითპოლების თანახმად, სოციალისტები ხმების 30%-ს აგროვებენ, კონსერვატიული „სახალხო პარტია“ კი 18%-ს დასჯერდება.

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს ევროკავშირის 21 ქვეყანაში იმართება. 26 მაისი დასკვნითი დღეა. დეპუტატებს აირჩევენ საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ლიეტუვაში, პოლონეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. საკმაოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესი გერმანიასა და საფრანგეთში, რადგან ამ ქვეყნებს ევროპარლამენტში ყველაზე მეტი 96 და 74 მანდატი აქვთ. 

ევროპარლამენტის არჩევნები უკვე შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში. სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ. 

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკომისიის დანარჩენი წევრების მანდატს ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ამავე დღეს დაასრულებს საქმიანობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უფლებამოსილება უკვე შეუწყდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისაც. ისინი ხელახალ კენჭისყრაში არ მონაწილეობენ. 

როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის? ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ლევან ვასაძე

16 ივნისი 2019, 21:02

საქართველო

ვასაძე ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნას აპირებს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო, რომელიც სასულიერო პირმა წაიკითხა. ვასაძემ თქვა, რომ,დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა. მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.

დაღუპვა

16 ივნისი 2019, 20:38

საქართველო

ანტალიაში 61 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს

თურქული მედია წერს, რომ ქალი სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს. 61 წლის ქალი ემიგრანტი იყო და თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტობს. მიმდინარეობს გამოძიება.

ლგბტ

16 ივნისი 2019, 20:31

საქართველო

ზუგდიდში ხეებზე ლგბტქ პრაიდის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და სიმბოლურად ხეებზე გააკრა პლაკატები წარწერით "არა ლგბტ-პრაიდს საქართველოში". აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უერთდებიან თბილისში გამართულ აქციას და ამბობენ. რომ საქართველოში ლგბტ თემის პროპაგანდა მიუღებელია.

ხანძარი

16 ივნისი 2019, 20:26

ძალოვნები

წნორში სასაწყობე მეურნეობაში სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული ხანძარმა გაანადგურა

წნორში მდებარე სასაწყობე მეურნეობაში (ყოფილი წისქვილკომბინატი) ხანძარმა სულ ცოტა 30 ტონამდე მარცვლეული გაანადგურა. ასევე დაზიანდა სასფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ახლა ქრობის პროცესი მიმდინარეობს.

ჟურნალისტები

16 ივნისი 2019, 20:15

მსოფლიო

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში AFP-ის ორი ჟურნალისტი დააკავეს

28 წლის და 30 წლის ჟურნალისტები თითქმის 6 საათის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები და კითხავდნენ. მათ ასევე ჩამოართვეს აპარატურა და გაუტეხეს კამერა. ჟურნალისტების თქმით, პოლიცია ხედავდა რომ ისინი მიმდინარე პროცესს იღებდნენ და არ იყვნენ ჩართულები უშუალოდ საპროტესტო აქციაში.

16 ივნისი 2019, 20:08

კულტურა

გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე 80 000 ევროდ გაიყიდა

ცნობილი ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის პირველი ნახატი აუქციონზე, საფრანგეთში (Indre-et-Loire) 80 000 ევროდ გაიყიდა. ფრანგული მედიის ცნობით, ნამუშევარი გოგენმა 17 წლის ასაკში შექმნა. მედიის ცნობით, ჩინური მელნით და აკვარელით შექმნილი ნახატი პირველი ცნობილი ნამუშევარია.

ჰონგ-კონგი

16 ივნისი 2019, 19:36

მსოფლიო

ჰონგ-კონგის ლიდერმა დემონსტრანტებს მოუბოდიშა

ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუბოდიშა. როგორც მის განცხადებაში წერია, ის აპირებს გულწრფელად მიიღოს ჰონგ-კონგის მცხოვრებლებისგან ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონთან დაკავშირებული კრიტიკა.

16 ივნისი 2019, 19:22

მსოფლიო

ფრანგი თინეიჯერები სავალდებულო სამოქალაქო სამსახურში დასაქმდებიან

15-დან 16 წლამდე მოზარდები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სხვა უნარების განსავითარებლად საჭირო ტრენინგებისთვის თავშესაფარში გადანაწილდებიან. მოგვიანებით კი სხვა, ორკვირიან პროგრამაში მოხალისეების როლს მოირგებენ.

ელენე ლოლაძე

16 ივნისი 2019, 19:06

სპორტი

კიკბოქსინგის მსოფლიო თასის გამარჯვებული ელენე ლოლაძე გახდა

ტურნირში, რომელიც WAKO-ს ეგიდით ჩატარდა, მონაწილეობდა 42 ქვეყნიდან 2800 სპორტსმენი მონაწილეობდა. WAKO ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო სპორტული კომიტეტი. შეჯიბრი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს 16 ივნისს დასრულდა.

16 ივნისი 2019, 19:01

მსოფლიო

საფრანგეთში ხანძარმა 250 ათასი ლიტრი კონიაკი გაანადგურა

საფრანგეთში, შარანტას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 250 ათასი ლიტრი კონიაკი განადგურდა. BFMTV-ის ცნობით, ხანძარი 15 ივნისს გაჩნდა და მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება მეორე დღის შუადღემდე ვერ შეძლეს. ადგილზე 70 მეხანძრე მუშაობდა და ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

საუდის არაბეთი

16 ივნისი 2019, 18:42

მსოფლიო

CNN: არაბი ბიჭი რომელიც 13 წლისა დააკავეს სიკვდილით დასჯას გადაურჩა

როგორც CNN-ის ინფორმაციაში წერია, ბრალდების მიხედვით ქურეირისი სულ ცოტა 10 წლის იყო როდესაც პირველი დანაშაული დაუფიქსირდა. კერძოდ, ბრალი ედებოდა აქტივისტ ძმასთან ერთად ყოფნა, რომელმაც საუდის არაბეთის დასავლეთით, ქალაქ ავამიაში პოლიციის განყოფილებას გამოძიების ცნობით მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი

16 ივნისი 2019, 18:39

ტაბლოიდი

მეგან მარკლის და პრინც ჰარის შვილის ნამდვილი ფოტო გავრცელდა

SussexRoyal-ის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის არჩის ფოტო გავრცელდა. პრინც არჩის ახალი ფოტო, რომელიც ინტერნეტში გუშინ გავრცელდა, ყალბი აღმოჩნდა. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

16 ივნისი 2019, 18:30

თემა

ხელების კანკალი პარკინსონის დაავადების უტყუარი ნიშანია?

პარკინსონის დაავადება ადამიანების 1%-ს აქვს, მაგრამ მასზე საჯაროდ იშვიათად საუბრობენ. ნიშნავს თუ არა აუცილებლად ხელების კანკალი პარკინსონის დაავადებას? რა სიმპტომების ახასიათებს მას? არის თუ არა შესაძლებელი ამ დაავადებისგანგანკურნება?

16 ივნისი 2019, 18:30

ტექნოლოგიები

ევროპა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელს 2026 წელს შექმნის

ევროპა ახალი თაობის ავიაგამანადგურებელის შექმნას 2026 წლისთვის გეგმავს. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი თანამშრომლობისთვის პირველ ნაბიჯს 17 ივნისს „პარიზის ავიასალონის“ ღონისძიებაზე გადადგამენ. ავიასალონზე ვიზიტისას ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

ტურისტი

16 ივნისი 2019, 18:08

ტაბლოიდი

ინგლისის ერთ-ერთ კუნძულზე სამუშაოდ ეძებენ მებაღეს რომელსაც წლიურად £28 ათასს გადაუხდიან

კუნძულზე მდებარეობს შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრე და უძველესი ნავსადგური, ასევე უნიკალური მცენარეებით გაშენებული ბაღი. მებაღეს, რომელიც განაცხადების მიხედვით შეირჩევა, კუნძულზე სთავაზობენ რამდენიმე საძინებლით სახლს. დღესდღეობით კუნძულზე 30 ადამიანი ცხოვრობს, წლიურად კი 350 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.

ივანკა ტრამპი

16 ივნისი 2019, 18:02

ეკონომიკა

ივანკა ტრამპმა 2018 წელს $5 მილიონი გამოიმუშავა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა ივანკმა ტრამპმა 2018 წელს მამის სასტუმროში ინვესტირებით $4 მილიონი გამოიმუშავა. bloomberg-ის ცნობით, სასტუმრო ვაშინგტონში მდებარეობს. ივანკამ დაახლოებით კიდევ $1 მილიონი იშოვა ბრენდული ტანსაცმლის და სამკაულების წარმოებიდან.

ჩხუბი

16 ივნისი 2019, 17:45

ძალოვნები

ფოთში ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებმა იჩხუბეს

ფედერაციის ნაწილი, პრეზიდენტს, სულხან ბაბუაძეს არასწორ მენეჯმენტში სდებს ბრალს, მიაჩნიათ, რომ ყველა პროცესი ფედერაციაში გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და ისინი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. ჩხუბზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პილარ რუბიო
სერხიო რამოსი

16 ივნისი 2019, 17:34

ტაბლოიდი

სერხიო რამოსმა ოფიციალურად იქორწინა

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანელ ტელეწამყვან პილარ რუბიოზე ოფიციალურად იქორწინა. ფოტოები Instagram-ზე გავრცელდა. წყვილი შვიდი წელია რაც ერთად ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავთ. თუმცა დაქორწინება ახლა გადაწყვიტეს.

მაურისიო სარი

16 ივნისი 2019, 17:28

სპორტი

მაურისიო სარიმ „ჩელსი“ დატოვა და „იუვენტუსში“ გადასასვლელად ემზადება

სარი ტურინის "იუვენტუსთან" სამწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. 60 წლის სარი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 5 მილიონ ფუნტ სტერლინგს აიღებს. "იუვენტუსში" სარი იტალიელ მასიმილიანო ალეგრის შეცვლის, რომელმაც კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

16 ივნისი 2019, 17:28

მსოფლიო

ჯორჯ კლუნის სახელის თაღლითური მიზნით გამოყენების ბრალდებით ტაილანდში წყვილი დააკავეს

იტალიელი კაცი, რომელიც ჰოლივუდელი მსახიობის ჯორჯ კლუნის სახელით ბიზნესის წარმოებას ცდილობდა, ცოლთან ერთად ტაილანდში დააკავეს. პოლიციის განცხადებით, 58 წლის ფრანჩესკო გალდელი და 45 წლის ვანჯა გოფი სპეცოფერასიის შედეგად ტაილანდის კურორტ პატაიას გარეუბანში დააკავეს.