imedi /  29 მაისი 2019, 00:26 / სანდო წყარო

სერბული მედია: კოსოვოს საზღვართან ჯავშანტექნიკა და ავიაცია გაიგზავნა

კოსოვო

სერბეთის ქალაქ კრალევოდან სამხედრო ტექნიკის კოლონა დაიძრა, მათ შორის ჯავშანტექნიკაც, რომელიც ივარაუდება, რომ კოსოვოს საზღვართან მდებარე ქალაქ რაშკასკენ გაემართა. ამის შესახებ სერბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tanjug წერს.

კოლონა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიძრა, წერს გამოცემა Kurir-ი. სამხედრო ტექნიკის გამგზავრებამდე კრალევოში სერბეთის თავდაცვის მინისტრი ალექსანდრ ვულინი ჩავიდა. ასევე, Kurir-ი იუწყება, რომ ვერტმფრენი მიგ-29 რომელმაც ქალაქ ახალ პაზარს გადაუფრინა, კოსოვოს საზღვრებისკენ მიემართებოდა.

28 მაისს სამხედრო მზადყოფნის გამოცხადების გამო კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ვითარება დაიძაბა. სერბეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ჯარების მობილიზაცია გამოაცხადა.

კოსოვოს მისია ყველა მხარეს სიმშვიდის შენარჩუნებისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს.

სერბეთის ხელისუფლების ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, კოსოვოს სპეცრაზმმა 23 ადამიანი დააკავა - სერბი წარმოშობის კოსოვოს პოლიციის თანამშრომლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ბოსნიელები. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რუსი მოქალაქის დაკავების შესახებაც განაცხადა, რომელიც კოსოვოს დროებით ადმინისტრაციაში გაეროს მისიით იმყოფება.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ბოჟაძე

05 აგვისტო 2021, 18:11

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინმე დაესაჯათ კი არა, პირიქით ამაყობდნენ და მოძალადეებს კიდეც აწინაურებდნენ, ხოლო როცა მათი უტვინო ,,ხერხემალი“ და გვამების მოყვარული ივანე მერაბიშვილი ციხეში იჯდა, მის ყველა დაცემინებაზე ვადამდე ადრე გათავისუფლებას ითხოვდნენ, ნიკანორ მელიას დაკლებული კილოგრამების გამო კი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სვავებო, შეეშვით ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობას და პარტიული ინტერესების გატარებას, სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

ემანუელ მაკრონი

05 აგვისტო 2021, 17:56

COVID19

ემანუელ მაკრონი: ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს

ვაქცინაცია თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაცვას ნიშნავს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:50

COVID19

ივანე ჩხაიძე: დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია

690-მდე საწოლია თავისუფალი და 500-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს რესურსი, რომ, ქვეყანამ მძიმე პაციენტები მართოს, მაგრამ ეს რესურსი ამოწურვადია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:44

COVID19

ივანე ჩხაიძე: ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული

ბოლო დღეებში დაფიქსირებული მაჩვენებლები იმაზე მიუთითებს, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:42

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყველაზე მარტივი, ქმედითი და სწრაფი შედეგის მომტანია, მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება

ყველაზე მარტივი, ყველაზე ქმედითი, ყველაზე სწრაფი შედეგის მომტანი არის ის, რომ მკაცრად მოვითხოვოთ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. მკაცრად მოვითხოვოთ და ავკრძალოთ ნებისმიერი თავშეყრა დახურულ სივრცეში - ეს იქნება წვეულება, ბანკეტი, დაბადების დღე თუ რაიმე სხვა, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:35

COVID19

ივანე ჩხაიძე: მიმაჩნია, რომ ყველა პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს

ყველა ის პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, მათი ასივე პროცენტი სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან სამედიცინო სექტორში არსებული რესურსების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ შემთხვევების მართვის რესურსი ქვეყანაში არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

05 აგვისტო 2021, 17:33

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოება სამწუხაროდ შევეჩვიეთ აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს... დავფიქრდეთ

„ლუკა სირაძის საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რასაც ის გუშინდელ დღემდე იხდიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით კანონით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

05 აგვისტო 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის უღელტეხილზე დროებით მოძრაობა შეიზღუდება

6 აგვისტოს ღამის საათებში, 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, რიკოთზე მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვის მიზეზი გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის " ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის" საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარებაა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:29

COVID19

ივანე ჩხაიძე: არის პერსპექტივა, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს

საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ დღის განმავლობაში აცრას 20 000 ადამიანი. ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია 60%-ის მისაღწევად. თუ ჩვენ ამას გადავიანგარიშებთ თვის ჭრილში, ეს არის 600 000 ვაქცინირებული ადამიანი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2021, 17:21

სამართალი

ზაალ ანჯაფარიძე: სიტყვას არ ძრავენ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათთვის ადამიანის უბედურება სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს

„ისინი, ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლების გამო რომ წიკვინებენ, სიტყვას არ სძრავენ მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. მათთვის ადამიანის უბედურება ხომ სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 17:10

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

05 აგვისტო 2021, 17:03

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 253 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მიმართა.

ჯო ბაიდენი

05 აგვისტო 2021, 17:03

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს: ვიმედოვნებთ, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ემინე ჯორბენაძე

05 აგვისტო 2021, 16:56

COVID19

აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

05 აგვისტო 2021, 16:47

სამართალი

შს სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა

გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუესა და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

05 აგვისტო 2021, 16:46

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო კომიტეტი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ფარგლებში მშვიდობის კომიტეტი ჩამოყალიბდა.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:44

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მიიმართება უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

05 აგვისტო 2021, 16:39

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრე შეიცვალა

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრის ცვლილებაა. როგორც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ოჯახმა „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზის“ კონტროლირებად კომპანიას.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:38

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები

„საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფასდება , საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს TADAT-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

05 აგვისტო 2021, 16:36

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულები გამოავლინა

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 700 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა სულ 27 განმცხადებელმა. ბიუჯეტის ყველაზე დიდი თანხა ინსტრუმენტების განახლების მიზნით მიეკუთვნა სახელმწიფო კონსერვატორიას (300 000 ლარი).