imedi /  05 ივნისი 2019, 19:29 / სანდო წყარო

ჰაკერებმა მოსკოვში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომპიუტერები გატეხეს

ჰაკერები

ჰაკერებმა მოსკოვში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომპიუტერები გატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას BuzzFeed News-ი იმ დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომელშიც ჰაკერული თავდასხმაა გაანალიზებული. გამოცემის ანონიმური წყაროს ცნობით, თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები იდგნენ. 

ჰაკერული თავდასხმა 2017 წლის თებერვალში მოხდა, თუმცა ეს ფაქტი მხოლოდ 2019 წლის აპრილში აღმოაჩინეს. ანალიზმა აჩვენა, რომ საეჭვო აქტივობა სულ ცოტა ორ კომპიუტერს შეეხო. 

დოკუმენტში, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა, წერია, რომ კომპიუტერის გატეხვის დროს გამოიყენეს შეტევის APT-ის მეთოდი, რომელიც ასევე გამოყენებული იყო ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებზე კიბერშეტევის დროს. 

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია საგარეო პოლიტიკის ევროპულ სამსახურში დაადასტურეს. 

ყველა სიახლე

რადიაცია

20 აგვისტო 2019, 12:48

მსოფლიო

არხანგელსკის ოლქში აფეთქების შემდეგ რადიაციის მონიტორინგის ოთხი სადგური აღარ მუშაობს

არხანგელსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შემდეგ რადიაციული ფონის მონიტორინგის ოთხი სადგური აღარ მუშაობს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმების ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივან ლასინ ზერბოზე დაყრდნობით წერს.

20 აგვისტო 2019, 12:38

საქართველო

როგორ გამოიყურება განახლებული იურული პარკი სათაფლიაში. ფოტო

ვიზიტორებს განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ სათაფლიაში, სადაც სრულად განახლდა იურული პარკი და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებული დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.

ჰეროინი

20 აგვისტო 2019, 12:30

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქისგან 114 გრამი ჰეროინი ამოიღო

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული 114 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრები

20 აგვისტო 2019, 12:27

სპორტი

ბორჯღალოსნებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა.- ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნაკრების წევრები ერთი დღით მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით

დიდიე დროგბა

20 აგვისტო 2019, 12:26

სპორტი

დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ცნობილი ფეხბურთელი დიდიე დროგბა კოტ დ'ივუარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ინფორმაციას აფრიკული პრესა ავრცელებს. ლეგენდარულმა აფრიკელმა თავდამსხმელმა საკუთარი კანდიდატურა უკვე დაარეგისტრირა და გამარჯვების დიდი იმედი აქვს.

მაიკლ რუკერი ფორსაჟი 9

20 აგვისტო 2019, 12:18

კულტურა

მაიკლ რუკერი "ფორსაჟი 9"-ში ითამაშებს

"გალაქტიკის მცველების" და "მოსიარულე მკვდრების" ვარსკვლავი მაიკლ რუკერი ფილმ "ფორსაჟი 9"-ის სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის განასახიერებს პერსონაჟს სახელად ბადი, მაგრამ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ფილმის სცენარი დენიელ კეისმა დაწერა, რეჟისორის სავარძელს კი ჯასთინ ლინი იკავებს. სურათის გადაღებები

მთავრობის ადმინისტრაცია

20 აგვისტო 2019, 12:05

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციის სახელით ყალბი ინფორმაცია გავრცელდა

19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ ყალბი დოკუმენტი მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, მათი თქმით, სამწუხაროდ ზოგიერთი გამოცემა წამოეგო.

20 აგვისტო 2019, 11:55

კულტურა

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყება

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იხსნება. Check in Georgia-ს ფარგლებში პროექტი Echowaves 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ. ფესტივალის ტერიტორიაზე 8 სცენა განთავსდება

Twitter

20 აგვისტო 2019, 11:52

მსოფლიო

Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა

უახლოეს დღეებში კომპანია ახალ წესზე ყველა იმ მედიასაშუალებას გააფრთხილებს, რომლებსაც ეს ეხება. მათ 30-დღიანი ვადა ექნებათ იმისთვის, რომ Twitter-ის სარეკლამო პროდუქტებზე უარი თქვან. რეკლამაზე აკრძალვა შეეხებათ იმ მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსებასა და სარედაქციო პოლიტიკას სახელმწიფო აკონტროლებს.

ბორის ჯონსონი

20 აგვისტო 2019, 11:39

მსოფლიო

ჯონსონმა ტუსკს Brexit-ის ხელშეკრულების გადახედვა სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს ღია წერილით მიმართა. კერძოდ, ჯონსონი ტუსკს Brexit-ის ხელშეკრულების პუნქტის გადახედვას სთხოვს, რომელიც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარს ეხება.

ქეითი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსესი

20 აგვისტო 2019, 11:20

ტაბლოიდი

ჰოლივუდელი წყვილი ქეითი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსესი ერთმანეთს დაშორდნენ

ჰოლივუდის მსახიობი ქეითი ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსესი ექვს წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. - ინფორმაციას გამოცემა THE SUN-ი ავრცელებს. როგორც გამოცემას სანდო წყრომ განუცხადა, ჰოლივუდელი წყვილი უკვე დიდიხანია ერთად აღარ არის და დაშორების ფაქტს მაისის თვის შემდეგ მალავდა.

მოლდოვა კიშინიოვის აეროპორტი

20 აგვისტო 2019, 10:49

ეკონომიკა

როტშილდების დინასტიის წარმომადგენელმა კიშინიოვის აეროპორტი იყიდა

მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტის ახალი მფლობელი ნატანიელ როტშილდი გახდა. ამის შესახებ უცხოური პრესა აეროპორტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კიშინიოვის აეროპორტმა მისტერ როტშილდზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

შსს-ს თანამშრომლები ტურნირზე

20 აგვისტო 2019, 10:45

სპორტი

„მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებში“ ქართველებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

ჩინეთში 8-18 აგვისტოს ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშები“ გაიმართა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.- ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. წელს, საერთაშორისო ტურნირი ქალაქ ჩენგდუში ჩატარდა.

ბელგრადი

20 აგვისტო 2019, 10:11

მსოფლიო

მსოფლიოს რომელ ქალაქებში იმართება საუკეთესო წვეულებები

რეიტინგში პირველ ადგილს ბელგრადი იკავებს. იქ წვეულებები ბარებში, კლუბებში, ტავერნებზე და ბარჟაზეც კი იმართება. სიაში მეორე ადგილზე მექსიკური ქალაქი პლაია-დელ-კარმენი, მესამე ადგილზე კი სინგაპური მოხვდა. ათეულში ასევე შევიდა სანქტ-პეტერბურგი, ტოკიო, სეული, სტამბოლი, ბანგკოკი და ბუენოს-აირესი.

მედიკამენტები

20 აგვისტო 2019, 09:38

ძალოვნები

საქართველოში დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

უძილობა

20 აგვისტო 2019, 09:16

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უძილობის სასიკვდილო საფრთხე დაასახელეს

სპეციალისტებმა 1,3 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. მკვლევრება მენდელეევის რანდომიზაციის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც უძილობის გენეტიკურ ფაქტორებს განიხილავენ. ეს კი გულის დაავადებებსა და უძილობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის უფრო კონკრეტულად დადგენის საშუალებას იძლევა.

მასწავლებლები

20 აგვისტო 2019, 08:49

საქართველო

პენსიაზე გასვლის სანაცვლოდ ფულადი ჯილდოს მისაღებად პედაგოგების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

ეს პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს: მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხოციელდება.

გატაცება

20 აგვისტო 2019, 08:27

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული 8 ქართველი ისევ ცხინვალის იზოლატორშია

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე კვლავ ცხინვალის ე.წ. მილიციის იზოლატორში რჩება. ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ.

ბიძინა გეგიძე

20 აგვისტო 2019, 08:14

ძალოვნები

ბიძინა გეგიძემ გამოძიების ოქმს ხელი არ მოაწერა

თავად გეგიძე საქმეში პოლიტიკურ ხაზს ხედავს, რადგან ის ხაზარაძისა და კვირიკაშვილის პოლიტიკურ გუნდში მოიაზრება. დეპუტატი ამბობს, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისრტის პოსტი მისმა მეგობარმა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა.

ხავიერ ბარდემი

20 აგვისტო 2019, 00:43

მსოფლიო

ხავიერ ბარდემმა კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო ტრამპი გააკრიტიკა

2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით მაქსიმუმ 2 გრადუსით მოიმატებდა. 2017 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ პარიზის შეთანხმებიდან გამოვიდა.