Imedi /  22 ივნისი 2019, 19:17 / სანდო წყარო

კამბოჯაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

დანგრეული შენობა კამბოჯაში

კამბოჯაში 7-სართულიანი შენობის ჩანგრევის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. არიან დაკარგულებიც. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. ამის შესახებ BBC წერს.

უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულია სულ მცირე 21 ადამიანი. მათგან შვიდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

შენობა ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას ეკუთვნოდა. მომხდარის გამო პოლიციამ გამოძიება დაიწყო, საქმეზე ოთხი ადამიანია დაკავებული.

ყველა სიახლე

ზუგდიდის პოლიცია

28 იანვარი 2020, 17:08

ძალოვნები

შშმ ქალის გაუპატიურების საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს

სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული კაცი დააკავა, რომელიც ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა.

28 იანვარი 2020, 17:04

საქართველო

იოსებ გოგაშვილი: დუმილის დარღვევის დრო დადგა

ყველამ უნდა გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების უკან იდგა და დგას საქართველოს „მთავარი“ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო,რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას.

პერსონალური მონაცემები

28 იანვარი 2020, 16:59

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის 20 ელჩი შეარჩია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის მნიშვნელობასა და საქართველოში ამ მიმართულების გაძლიერების პროეცესში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ესაუბრა.

კორონავირუსი კარიკატურა

28 იანვარი 2020, 16:52

მსოფლიო

ჩინეთის საელჩო დანიური გამოცემისგან კარიკატურის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს

კოპენჰაგენში ჩინეთის საელჩო ​კორონავირუსის შესახებ დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში დაბეჭდილი კარიკატურის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ დანიური გამოცემა Politiken-ი ავრცელებს. კარიკატურა Jyllands-Posten-ში 27 იანვარს გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 16:50

საქართველო

პრეზიდენტი: გაყინული კონფლიქტების, ღია ომისა ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 16:43

საქართველო

ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და „112" გაერთიანდა

„ერთობლივი ოპერაციების ცენტრი აკონტროლებს საქართველოს მასშტაბით სათვალთვალო ვიდეო კამერებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, ქალაქებში, ასევე მაგისტრალებზე. „112" კი ყველასთვის ნაცნობი სამსახურია, ყველა მოქალაქისთვის. მე ვფიქრობ, იქნება უფრო წარმატებული, სწრაფი, რაც არის მნიშვნელოვანი ამ სამსახურისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ჯანაშია გუგა ბარბაქაძე

28 იანვარი 2020, 16:32

ძალოვნები

გუგა ბარბაქაძის განაჩენი უცვლელი დარჩა, გიორგი ჯანაშია კი საპატიმროს 2021 წელს დატოვებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უწყვეტი დარჩა. შესაბამისად, გუგა ბარბაქაძეს კვლავ 11 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ფოთი გემი

28 იანვარი 2020, 16:23

საქართველო

შესაბამის სამსახურს ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინურ გემზე დაავადებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია

როგორც ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ეპიდემიოლოგმა, სულხან მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გემი 24 ნოემბრიდან ზღვაშია, მას შემდეგ ჩინეთთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ამჯერად ნაპირზე ეკიპაჟის ჩამოსმა არ იგეგმება. მისივე ინფორმაციით, გემი რეიდზე დგას და ფოთის პორტის ნავმისაგომთან ჯერ არ დამდგარა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური

28 იანვარი 2020, 16:14

ძალოვნები

პენიტენციური სამსახური 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის საკნიდან გაყვანას ადასტურებს

„24 იანვარს, 12:15 საათზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბრალდებული ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილ იქნა N8 დაწესებულებიდან ოჯახის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის საფლავზე. ბრალდებული საკანში დაბრუნდა 15:00 საათზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 16:03

ეკონომიკა

ავტომწარმოებელმა Honda-მ კორონავირუსის გამო ჩინეთში საქმიანობა შეაჩერა

იაპონურმა ავტოკონცერნმა Honda Motor-მა, ჩინეთში ახალი ტიპის „კორონავირუსის“ გავრცელების გამო, ორი ქარხნის მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. Honda-ს მენეჯერების ინფორმაციით, შეზღუდვა ჯერჯერობით 10 თებერვლამდე გაგრძელდება. ქარხნების წარმადობა წელიწადში 850 ათას მოტოციკლს შეადგენს.

ექიმი ბაკურციხე კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 16:01

საქართველო

ბაკურციხეში კორონავირუსის გავრცელების ფაქტი არ დადასტურდა

ახალგაზრდა გოგო გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ავადმყოფს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

ავაზა

28 იანვარი 2020, 15:50

მსოფლიო

გადაშენებიდან 70 წლის შემდეგ ინდოეთში ავაზები დაბრუნდებიან

სასამართლომ დაადგინა, რომ ცხოველები საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილებში უნდა განთავსდნენ, პროცესი კი ექსპერიმენტად უნდა განიხილებოდეს. დედამიწაზე ველურ ბუნებაში მხოლოდ 7 100 ავაზა ცხოვრობს, 90% აფრიკაში. ინდოეთში ეს ცხოველები 70 წლის წინ გადაშენდნენ. კვლევების მიხედვით, ბრიტანული კოლონიზაციის პერიოდში მწყემსებმა სულ ცოტა 200 ავაზა მოკლეს.

ღვინო

28 იანვარი 2020, 15:37

ეკონომიკა

საქპატენტმა რეპუტაციის დაცვისთვის რუსეთში 7 ადგილწარმოშობის ღვინო დაარეგისტრირა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა (საქპატენტი) „როსპატენტში“ ქართული ადგილწარმოშობის დასახელებები „ვაზისუბანი“, „ნაფარეული“, „გურჯაანი“, „მანავი“, „თელიანი“, „ყვარელი“ და „კახეთი“ დაარეგისტრირა.

თამთა მიქელაძე

28 იანვარი 2020, 15:25

საქართველო

მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურის გადაწყვეტილება გააკრიტიკა

„სრული არ აღიარება და დეჰუმანიზება ოჯახის ამ ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკური ნარატივი იმთავითვე იყო და ამაში დარჩნენ. დარჩით! მოვა დრო და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე!“, - წერს ადვოკატი.

28 იანვარი 2020, 15:14

ძალოვნები

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან რუსი ტურისტი გადავარდა

თვითმხილვების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი ბავშვთა გამყოფილებაში გადაიყვანა.

ბეტმენი, სუპერგმირი.

28 იანვარი 2020, 15:14

კულტურა

რეჟისორმა მეტ რივზმა ახალი „ბეტმენის“ გადაღება დაიწყო

რეჟისორმა მეტ რივზმა ახალი „ბეტმენის“ გადაღების დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამის შესახებ რეჟისორმა Twitter-ზე დაწერა. ფოტოზე ჩანს, რომ გადამღები ჯგუფი უკვე მე-17 სცენას იღებს. The Batman-ში ქალაქ გოთემის მცველს რობერტ პატინსონი შეასრულებს. ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

მწვანე სკოლა

28 იანვარი 2020, 15:11

საქართველო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ დააჯარიმა

როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური განმარტავს, დაჯარიმების საფუძველი მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა. საუბარია კამერების ჩანაწერებზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი 2020, 14:50

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს

ეს არის ფარსი. გამოძიება არც ყოფილა. დანარჩენს იურისტები უპასუხებენ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 14:43

საქართველო

ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. მათ მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ჰენდრიკ დამსს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ეს ორგანიზაცია წლებია საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

28 იანვარი 2020, 14:35

მსოფლიო

ჯანმო-ს ხელმძღვანელი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს, ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეკინში ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი ვან ისთან შეხვედრისას დადებითად შეაფასა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ზომები.