Imedi /  30 ივნისი 2019, 20:45 / სანდო წყარო

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი ჟურნალისტებისა და დაცვის წევრების ჩხუბისას დაშავდა

თეთრი სახლის ახალი პრესსპიკერი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო დაცვის წევრებსა და რეპორტიორებს შორის შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა. 

სტეფანი გრიშემმა სხეულის დაზიანებები იმ ქაოსისა და არეულობის დროს მიიღო, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალრი პირები პრესის წარმომადგენელთა შეჩერებას და დაბლოკვას ცდილობდნენ. 

დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. თუმცა, ტრამპმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა. შეხვედრის ინიაციატორი თეთრი სახლი იყო. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მესამე შეხვედრა იყო.

ყველა სიახლე

საფრანგეთი ანტიგლობალისტები

24 აგვისტო 2019, 09:17

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ანტიგლობალისტების ბანაკის მახლობლად მოხდა. მანიფესტანტების მიერ ფოიერვერკის გაშვების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიცია საჯარო ღონისძიების დროს სახეების დაფარვას და სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

კარლო დელე პიანე

24 აგვისტო 2019, 09:04

კულტურა

იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა

რომში 84 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა. 70-წლიანი კარიერის მანძილზე კარლო დელე პიანე 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მათ შორის არის „პოლიციელი და ქურდები“, „ამერიკელი რომში“, „მონაზონი მონციდან“, „ჟერარის თავგადასავლები“, „რა?“, „მატარებლის ბილეთი“ და სხვები.

ფრანგული ღვინო

24 აგვისტო 2019, 08:53

ეკონომიკა

აშშ-მა შესაძლოა ფრანგულ ღვინოს საბაჟო გადასახადები დაუწესოს

საფრანგეთის მიერ დაწესებული ციფრული გადასახადის გამო აშშ-მ შესაძლოა ფრანგულ ღვინოს საბაჟო ტარიფები დაუწესოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ხანძარი ამაზონის ტყეებში

24 აგვისტო 2019, 08:34

ძალოვნები

ბრაზილიამ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პრეზიდენტის ეს ბრძანება ევროკავშირის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 08:13

ძალოვნები

მედია: გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. 2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა.

მფრინავი ტაქსი

24 აგვისტო 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს. მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს.

24 აგვისტო 2019, 00:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობა დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უკეთესი პირობებიამ ვიდრე დედამიწაზე. მათ გამოყვეს მთავარი ფაქტორი, რაც ცოცხალი მიკროორგანიზმების გაჩენას განაპირობებს.

24 აგვისტო 2019, 00:06

მსოფლიო

ბოსნიაში პოლიტიკური პარტია LGBT პრაიდის გამართვის წინააღმდეგია

ბოსნიაში მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტია „ხალხი და სიმართლე“ სარაევოში ქვეყნის ისტორიაში პირველი LGBT პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდეგება. france24-ის ცნობით, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ღირსების მარში ქვეყანაში ვითარებას დაძაბავს. „ნებისმიერი ესკალაცია ნეგატიურ შედეგებს მოიტანს“, - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

დეპრესია

23 აგვისტო 2019, 23:37

ტექნოლოგიები

მეცნიერები: დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს

„დაბინძურებული ჰაერი ფსიქოლოგიურ დაავადებებს იწვევს“ - ეს დასკვნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დადეს. მათ აშშ-სა და დანიაში151 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სადაზღვევო კომპანიებში არსებული მონაცემები და გარემო პირობები შეისწავლეს.

23 აგვისტო 2019, 23:34

თემა

რატომ არის ზღვაზე დასვენებისთვის საუკეთესო დრო სექტემბერი და ოქტომბერი?

გამოთქმა ხავერდოვანი სეზონი XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ასე უწოდებდნენ შუა გაზაფხულის რამდენიმე კვირას, როდესაც ბეწვის ტანსაცმლის უფრო მსუბუქი, ხავერდისსამოსით ჩანაცვლება ხდებოდა შესაძლებელი. 1920 წლისათვის ხავერდოვანი სეზონი სექტემბერ-ოქტომბერს შეარქვეს. მას შემდეგ ხავერდოვანისეზონი ზღვაზე დასვენებისთვისსაუკეთესო პერიოდად მიიჩნევა.

23 აგვისტო 2019, 23:12

მსოფლიო

გაერთიანებული საამიროების ფედერაციის საბჭოს არჩევნებში 200 ქალი დარეგისტრირდა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფედერაციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 200-მა ქალმა გამოთქვა. მეოთხე მოწვევის საბჭოში დეპუტატის მანდატისთვის 555 კანდიდატი იბრძოლებს. აბუ-დაბიდან საარჩევნო კომისიაში 155 განაცხადი შევიდა. კანდიდატების საბოლოო სია 3 სექტემბერს დაზუსტდება.

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.