imedi /  02 ივლისი 2019, 22:49 / სანდო წყარო

ნორვეგია: რუსული წყალქვეშა ნავის აფეთქების შემდეგ მაღალი რადიაცია არ ფიქსირდება

რუსეთი

ნორვეგიის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთში ჩრდილოეთით ბარენტის ზღვაში წყალქვეშა სადგურზე აფეთქების შემდეგ, რადიაციის მაღალი დონე არ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნორვეგიის რადიაციის და ბირთვული უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელის, პერ სტრანდის განცხადებით, მათ შეამოწმეს ზღვაში რადიაციის დონე და არეალში მაღალი რადიაცია არ ფიქსირდება. მისი თქმით, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა ნორვეგიას აცნობა, რომ წყალქვეშა სადგურზე გაზი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად წყალქვეშა სადგურზე ხანძარი გაჩნდა, ინციდენტის გამო 14 მეზღვაური დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ღრმაწყლოვან სადგურზე 1 ივლისს გაჩნდა. მოწყობილობა რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე მსოფლიო ოკეანის ფსკერს შეისწავლიდა.

ატომური სადგური АС-12 ორი ღრმაწყლოვანი ნაწილისგან შედგება "კაშალოტი" და "პალტუსი". ის 1970-90-იან წლებში აშენდა. ყველა მათგანი განკუთვნილია ოკეანის ფსკერის შესასწავლად, თუმცა ამერიკელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ სადგური შესაძლოა რუსებმა დივერსიული მიზნებისთვისაც გამოიყენონ - მაგალითად იმისთვის, რომ შეუერთდნენ საიდუმლო საკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელებს. სულ ჯამში შეიქმნა სამი "კაშლოტი", სამი "პალტუსი" და ერთი "ლოშარიკი" (სწორედ ეს უკანასკნელი აფეთქდა 1 ივლისს). ყველა მათგანს ბირთვული რეაქტორი აქვს, ოფიციალურად ისინი არ არიან აღჭურვილები რაიმე სახის იარაღით. 

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 11:02

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 697 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 11:00

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 80 იმერეთში, 30 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 546 ადამიანს დაუდასტურდა, 1 456 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 456, გარდაიცვალა კი 3 055 პაციენტი.

24 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 253 518 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 242 085-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 055 მოქალაქე.

24 იანვარი 2021, 10:40

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 100 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

24 იანვარი 2021, 10:22

მსოფლიო

ორი კვირის შემდეგ, ჩინეთში, შახტაში ჩარჩენილი პირველი მუშა ზედაპირზე ამოიყვანეს

აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, მეშახტე, რომელმაც ბოლო ორი კვირა 600-მდე მეტრის სიღრმეში გაატარა, მაშველებმა მიწის ზედაპირზე ამოიყვანეს. ჯერ კიდევ მიწის ქვეშ რჩება ათამდე მუშა. ისინი შახტიდან ამოსვლას აფეთქებისას ჩაკეტილი შესასვლელის გამო ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია დაუგეგმავი აფეთქება.

24 იანვარი 2021, 10:16

თავდაცვა

თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

24 იანვარი 2021, 10:08

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის12,257 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,257 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 349 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,134,936 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 51,870 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2021, 09:59

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 202 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 62 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 202 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8 816 254 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 216 445 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2021, 09:46

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში 144 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 856 შემთხვევა გამოვლინდა, 144 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 5 811 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 424 328 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 24 933 ადამიანი, 2 301 861-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

24 იანვარი 2021, 09:40

მსოფლიო

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 10-ზე მეტი ერაყელი მებრძოლი ემსხვერპლა

ერაყში, სალაჰ-ედ-დინის პროვინციაში, აღმოსავლეთ თიქრითში, ალ-შააბის თავდასხმას, სულ მცირე, 11 ერაყელის, ოფიციალური ბაღდადის მიერ მხარდაჭერილი გაერთიანების, ალ-შააბის მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯიჰადისტების მოკლულ მებრძოლთა შორის ბრიგადის მეთაურიცაა.

24 იანვარი 2021, 09:28

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: ბრალდებები სამხედროების უხარისხო კვებით მომარაგებასა თუ მომწოდებელ კომპანიებთან საეჭვო გარიგებებზე, არის სრულიად აბსურდული

ტელეკომპანია „ტვ პირველი“ განაგრძობს ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის რეალური მიზანია, ჩრდილი მიაყენოს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის უწყებაში გატარებულ ღონისძიებებს სამხედროებისათვის საუკეთესო კვებითი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

24 იანვარი 2021, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 24 იანვარს ქუთაისში ცვალებად მოღრუბლულობასა და +11 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +9 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმში +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში +11, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

24 იანვარი 2021, 08:58

მსოფლიო

ვატიკანი: რომის პაპი ფეხის გამწვავებული ტკივილის გამო, მომდევნო ორი დღის ცერემონიებს ვერ დაესწრება

რომის პაპს კვლავ გაუმწვავდა რადიკულიტი, რომელიც ფეხის ძლიერ ტკივილს იწვევს. ამის გამო, ის ვერ გაუძღვება სამ რელიგიურ ცერემონიას, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება, - ამის შესახებ Reuters-ი ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:44

მსოფლიო

ჩილეში ცუნამის შესახებ ცრუ გაფრთხილებას ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია მოჰყვა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მოსახლეობას დაუგზავნა SMS-შეტყობინებები და ცუნამის მოსალოდნელი საფრთხის გამო, ევაკუაციისკენ მოუწოდა. გამართხილებელ შეტყობინებას მოსახლეობის პანიკა და სანაპირო რეგიონებიდან მათი მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა. მოგვიანებით, ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები შეცდომით გაგზავნეს და ბოდიში მოიხადა.

24 იანვარი 2021, 08:33

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან ერთი წელი გავიდა

2020 წლის 24 იანვარს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამივე პაციენტს სიმპტომები გამოუვლინდა - ერთს 17, მეორეს 19, მესამეს 23 იანვარს.

24 იანვარი 2021, 08:17

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, მაყურებელი არ დაუშვან

მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სპორტულმა ღონისძიებამ, ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრისა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, სებასტიან კოუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:03

მსოფლიო

ნიგერიელმა მეკობრეებმა თურქული სატვირთო გემი გაიტაცეს - მოკლულია ეკიპაჟის ერთი წევრი

ნიგერიის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. თავდასხმისას გემზე 19 ადამიანი იყო. მათგან ერთი, მეკობრეებმა მოკლეს, 15 გაათავისუფლეს, ეკიპაჟის სამი წევრი კი ტყვედ აიყვანეს. გემი Mozart-ი თურქულ კომპანია Boden-ს ეკუთვნის და ის ლაგოსიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნისკენ მიცურავდა.

Mega Millions ლატარეა

24 იანვარი 2021, 00:56

მსოფლიო

ამერიკელმა კაცმა ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცაი ამის შესახებ ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 იანვარი 2021, 00:25

ტექნოლოგიები

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის აღსადგენად სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ. ინფორმაცია კომპანიის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.