imedi /  10 ივლისი 2019, 20:31 / სანდო წყარო

ჩერნობილის მეოთხე ბლოკზე ახალი სარკოგაფი ექსპლუატაციაში შევიდა. ფოტო

ჩერნობილი

ჩერნობილი, ახალი სარკოფაგი

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ექსპლუატაციაში ახალი სარკოფაგი შევიდა. ის ავარიულ ბლოკს 100 წლის განმავლობაში დაიცავს. 

თაღოვანი ფორმის კონსტრუქციის სიგრძე 160 მეტრია, სიგანე 257 მეტრი, ხოლო სიმაღლე 109 მეტრი. სარკოფაგის მასა 31 ათას ტონამდეა. მასზე მუშაობა 2008 წლიდან მიმდინარეობდა და ვარაუდობდნენ, რომ სამუშაოები 2017 წელს დასრულდებოდა, თუმცა ობიექტის ჩაბარების თარიღმა გადაიწია.

 

 

 

პროექტის ღირებულება 1.5 მილიარდი ევროა - მისი დაწყებიდან ნახევარ წელიწადში ღირებულება 1.5-ჯერ გაიზარდა. დამცავი სარკოფაგის მშენებლობის საკითხებს საერთაშორისო ფონდი "თავშესაფარი" ხელმძღვანელობდა, რომელიც "დიდი რვიანის" ინიციატივით შეიქმნა, უშუალო ხელმძღვანელი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. 

მანამდე რადიაციის გავრცელებას 1986 წლის ბოლოს აშენებული სარკოფაგი აჩერებდა, რომელიც ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ აშენდა. თავდაპირველად ამ სარკოფაგის ექსპლუატაციის ვადად 20 წელი იყო განსაზღვრული, თუმცა მისი გამაგრების შედეგად ვადამ 2023 წლამდე გადაიწია.

ახალი სარკოფაგის ამუშავების ოფიციალურ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩერნობილის ღია ზონად გადაქცევაზე ბრძანებას მოაწერა ხელი. შედეგად კი ტურისტები ჩერნობილში ჩასვლას შეძლებენ. ბრძანება ასევე გულისხმობს ატომურ ელექტროსადგურთან ფოტო-ვიდეოგადაღებაზე აკრძალვის შემოღებას.

26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის - უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილი.

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

ყველა სიახლე

ზვიად კუპრავა

22 ნოემბერი 2019, 09:50

ძალოვნები

ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა

ზვიად კუპრავა ბრალდებული იყო მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის 21 თებერვალს დააკავეს. 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).

22 ნოემბერი 2019, 09:45

ტექნოლოგიები

Tesla-მ ახალი პიკაპი წარადგინა

Cybertruck იმავე მასალისგან არის აწყობილი, რომელსაც კომპანია SpaceX-ის რაკეტების შესაქმნელად იყენებს. პიკაპის ღირებულება 40-დან 70 ათას დოლარამდე იქნება. Cybertruck-ების სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება.

ოზურგეთი

22 ნოემბერი 2019, 09:40

საქართველო

ოზურგეთში ოპოზიციას თალაკვაძის ოფისის კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს

სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლები შენობიდან გაიყვანეს, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოქლომი სამართალდამცველებმა ჩამოართვეს. პოლიცია ამ დროისთვის ისევ შენობასთან არის მობილიზებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

22 ნოემბერი 2019, 09:18

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 50 მოსამართლეს კენჭს უყრის

დღევანდელ სხდომაზე საბჭო კენჭს უყრის იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია. დღის წესრიგით განსახილველ ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.

ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ადეიშვილი

22 ნოემბერი 2019, 09:07

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ეროვნული არქივი

22 ნოემბერი 2019, 08:55

კულტურა

ეროვნული არქივის კინოთეატრში 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

ფილმის საწყისი მასალები „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი ფილმი მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. ამ ფილმით შედგა ასევე კინოში პირველი ქართველი რეჟისორი ქალის - ნუცა ღოღობერიძის დებიუტი.

ქართული ოცნება

22 ნოემბერი 2019, 08:45

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოძრაობის „შეცვალე“ წევრები წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

იმედი

22 ნოემბერი 2019, 08:40

ძალოვნები

„იმედის“ გადამღები ჯგუფი ზემო ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

გერმანია

22 ნოემბერი 2019, 08:30

მსოფლიო

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გაიხსნა

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გახსნეს. მოზელის ხიდის სიმაღლე 160 მეტრი, სიგრძე კი ერთ ნახევარი კილომეტრია. ხიდის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო.

ხულო

22 ნოემბერი 2019, 08:15

ძალოვნები

ხულოში 7 სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრისას 7 სახლი დაიწვა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. ხულოს მერმა განაცხადა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ვახტანგ ბერიძის თქმით, სახანძრო სამსახურის ჯგუფები ადგილზე ახლაც მუშაობენ, თუმცა ხანძრის გარცელების საშიშროება არ არსებობს.

პაციენტი გაყინეს

22 ნოემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი გაყინეს

გამოცემა New Scientist-მა დაწერა პირველ პაციენტზე, რომელიც ექიმებმა რეანიმაციაში ყოფნისას გაყინეს, კერძოდ ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ პროცედურის მიზანია დროის მოგება ქირურგიული ჩარევის დროს. ამ შემთხვევაში გულის გაჩერებისას არ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქსოვილების დაზიანება. ოპერაცია აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ პროცედურის მოლოდინშია მძიმედ ტრავმირებული კიდევ 10 პაციენტი.

ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი 2019, 00:43

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აქციას - „უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.

USAID

21 ნოემბერი 2019, 23:30

საქართველო

USAID-ის წარმომადგენელი: თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს. ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

ვენეცია

21 ნოემბერი 2019, 23:23

კულტურა

ვენეციაში წყალდიდობას ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა გადაურჩა

ვენეციის გულისხმიერი მცხოვრებლების დახმარებით, წყალდიდობას ბენედეტო მარჩელოს სახელობის კონსერვატორიის არქივი და ვივალდის ხელნაწერი პარტიტურა გადარჩა. Le Figaro-ს ცნობით, წმინდა მარკის ტაძარში წყალდიდობის შედეგად 56 ათასი დოკუმენტი დაზიანდა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატების პირველი გამოცემები.

კერსტი კალიულაიდი არჩილ ყარაულაშვილი

21 ნოემბერი 2019, 22:33

საქართველო

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

თბილსიის მთავარი სამმართველო

21 ნოემბერი 2019, 22:13

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულები თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

თბილისის მთავარ სამმართველოსთან „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების ახლობლები და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები არიან შეკრებილები. აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქე თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

21 ნოემბერი 2019, 21:55

ეკონომიკა

მთავრობა და ბიზნესი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებენ

საბანკო რეგულაციების გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სხვა არასწორ გადაწყვეტილებებზეც მთავრობაშიც და ბიზნესშიც უკვე ღიად საუბრობენ. მარეგულირებელმა დღეს პრემიერმინისტრისგანაც მიიღო მითითება. პოლიტიკოსები და ექსპერტები ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებენ.

21 ნოემბერი 2019, 21:31

ეკონომიკა

ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების შედეგად ფინანსურად დაზარალდა

2019 წლის 1 იანვრიდან შემოღებული საბანკო რეგულაციების უკუეფექტზე სხვადასხვა ბიზნესების შემდეგ კომერციული ბანკებიც ალაპარაკდნენ. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ადეკვატური ნაბიჯების გარეშე ეკონომიკური ზრდის მიღწევა რთული იქნება.

21 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ვიდეო

ვაზიანი - გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. Imedinews-ის ინფორმაციით, მიზეზი ლიპყინული და ინტენსიური თოვაა, რის გამოც მოძრაობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ათობით მსუბუქი ავტომობილი გომბორის უღელტეხილზეა გაჩერებული.

შვედეთი, პოლიცია

21 ნოემბერი 2019, 20:16

ტაბლოიდი

შვედეთში გარდაცვლილი კაცის ცხედარი სამი წლის შემდეგ იპოვეს

შვედეთში, კუნძულ სედერმალმზე პოლიციამ საკუთარ სახლში სამი წლის წინ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვა. გამოცემა The Local-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამართალდამცველებს აცნობეს, რომ მეზობლის შესახებ დაახლოებით სამი წელი არაფერი სმენოდათ.