imedi /  14 ივლისი 2019, 17:28 / სანდო წყარო

ანგარიში: დაუცველი სექსის გამო ევროპაში სიფილისით დაავადებულთა სტატისტიკა მზარდია

სიფილისი

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სიფილისით დაინფიცირების შემთხვევები უფრო მზარდია, ვიდრე აივ-ინფექციის. ბოლო დეკადის განმავლობაში სიფილისით დაავადებულთა რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და პრევენციის ცენტრზე (ECDC) დაყრდნობით ავრცელებს.

ECDC-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2007-2017 წლებში ევროპის 30 ქვეყანაში სიფილისით დაავადების 260 ათასი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მხოლოდ 2017 წელს ევროპის 28 ქვეყანაში სიფილისის 33,189 შემთხვევა დადასტურდა. 

ECDC-ის განცხადებით, დაავადებათა სტატისტიკის ზრდის მიზეზი დაუცველი სექსუალური კონტაქტია, განსაკუთრებით გეებში, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებში. ამასთან, ცენტრი აღნიშნავს, რომ სტატისტიკის ზრდა განსაკუთრებით გამომდინარეობს მამრობითი სქესის ადამიანებს (MSM) შორის დაუცველი სექსისგან

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2020, 12:13

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აბაშაში მცხოვრები 66 წლის კაცი, ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. სენაკში მცხოვრები 84 წლის კაცი კი „სენა-მედში“ გარდაიცვალა. რეგიონის მაშტაბით, კორონა ვირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 128 პირი.

ზურაბ ჯაფარიძე

05 დეკემბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, „დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ

„კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს“.

05 დეკემბერი 2020, 12:04

COVID19

BBC: რუსეთი ვაქცინაციის პროგრამას იწყებს

რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამას იწყებს, პირველ რიგში მოსკოვში არსებული კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრიან, რისთვისაც რუსეთი ადგილობრივ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, მაგრამ ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია“, - აცხადებენ ვაქცინის შემქმნელები.

05 დეკემბერი 2020, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,267 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,267 ადამიანს დაუდასტურდა, 32 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 140,959 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,309 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 116,066.

05 დეკემბერი 2020, 11:41

COVID19

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 12 127 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 11:38

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800,000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,825 ადამიანს დაუდასტურდა, 226 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 801,716 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13,421 პაციენტი ემსხვერპლა, 412,533 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დიეგო მარადონა

05 დეკემბერი 2020, 11:23

სპორტი

ნეაპოლის სტადიონს მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა

იტალიის ქალაქ ნეაპოლის სტადიონს, სადაც საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საშინაო მატჩებს ატარებს, დიეგო მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა. სან პაოლოს სტადიონისთვის სახელის გადარქმევის ინიციატორი ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაჯისტრისია. მის ინიციატივას ქალაქის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

COVID19

საქართველოში 1 116 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ამ ეტაპზე 1 116 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

კარლ-ჰაინც გრასერი

05 დეკემბერი 2020, 11:17

მსოფლიო

ავსტრიის ყოფილ ფინანსთა მინისტრს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს

ავსტრიის ყოფილი ფინანსთა მინისტრს, კარლ-ჰაინც გრასერს კორუფციისთვის 8 წელი მიუსაჯეს. მას ბრალი გაფლანგვაში, ქრთამის აღებაში, მტკიცებულებების გაყალბებასა და ათასობით სახელწიფო ბინის გაყიდვაში ედებოდა.

05 დეკემბერი 2020, 11:13

COVID19

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 053 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ტესტირება

05 დეკემბერი 2020, 11:09

COVID19

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 18 095 ტესტი ჩატარდა

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

05 დეკემბერი 2020, 11:06

სამართალი

დღე-ღამეში, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 000-მდე ფაქტი გამოვლინდა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 904 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 10:59

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

24 საათის განმავლობაში საქართველოში 37 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 450 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 306-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 462 მოქალაქე.

ვაკო ყაზაიშვილი

05 დეკემბერი 2020, 10:56

სპორტი

ვაკო ყაზაიშვილმა „სან ხოსე“ დატოვა

ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბი „სან ხოსე“ დატოვა. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გულშემატკივარს თავად აცნობა და სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

05 დეკემბერი 2020, 10:50

სპორტი

2-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება

2-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს უბრუნდება. კვირას, ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „გენტი“ სტუმრად „ოსტენდეს“ ხვდება და ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადშია.

05 დეკემბერი 2020, 10:47

COVID19

კახეთში კორონავირუსის 107 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 12 საათში, კახეთში, კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ასე გამოიყურება: ახმეტა-347, თელავი-1, 313, ყვარელი-393, ლაგოდეხი-665, გურჯაანი-1,041, სიღნაღი-296, დედოფლისწყარო-419 და საგარეჯო-534.