imedi /  26 ივლისი 2019, 22:02 / სანდო წყარო

ტრამპი მაკრონს სულელს უწოდებს და ტარიფების დაწესებით ემუქრება

გადასახადები

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის ფრანგ კოლეგას, ემაუელ მაკრონს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ციფრული გადასახადების დაწესების გამო აკრიტიკებს და მას "სულელს" უწოდებს. ამის შესახებ ტრამპა Twitter-ზე დაწერა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

"საფრანგეთმა ჩვენს დიდებულ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ციფრული გადასახადები დაუწესა. თუ ვინმეს მათთვის გადასახადების დაწესება შეუძლია, ეს მხოლოდ მშობლიური ქვეყანა -ამერიკის შეერთებული შტატებია", - წერს ტრამპი Twitter-ზე და აქვე ამბობს, რომ აშშ საფრანგეთის ამ ქმედებას უპასუხებს. 

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო ფრანგულ ღვინოზე უკეთესია", - დაწერა ტრამპმა. 


საფრანგეთის მიერ დაწესებული ციფრული გადასახადი გულისხმობს - ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც წლიურად 750 მილიონ ევროზე მეტი შემოსავალი აქვს, საიდანაც საფრანგეთში სულ მცირე 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მოუწევს დამატებითი გადასახადი გადაიხადოს, საუბარია 3%-ის გადასახადზე.

ყველა სიახლე

ალექსანდრ ლუკაშენკო

15 აგვისტო 2020, 23:42

მსოფლიო

ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეთანხმდა, რომ რუსეთი პირველივე თხოვნაზე ბელარუსს უსაფრთხოების უზუნველყოფაში დაეხმარება

რუსეთი ბელარუსს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას პირველი თხოვნისთანავე აღმოუჩენს, – როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენომ თავდაცვის სამინისტრის სტატეგიული სამმართველოს ცენტრში გამართულ თათბირზე განაცხადა. რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს.

15 აგვისტო 2020, 23:24

სპორტი

მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები 17 აგვისტოს დაიწყება

ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებგვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში 165 მოთამაშე აირჩიეს. შერჩევის პროცესი ZOOM-ის საშუალებით, ონლაინ წარიმართა და თითოეული გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

ელისაბედ მეორე

15 აგვისტო 2020, 23:09

ტაბლოიდი

პოლიციამ დააკავა ელისაბედ მეორის მსახური, რომელიც ბუკინგემის სასახლიდან ნივთების მოპარვაშია ეჭვმიტანილი

ლონდონის პოლიციამ დააკავა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მსახური, რომელმაც ბუკინგემის სასახლიდან ნივთები მოიპარა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემის ცნობით, დედოფლის რეზიდენციის თანამშრომლებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც აღმოაჩინეს, რომ ბუკინგემის სასახლიდან რამდენიმე ნივთი დაიკარგა. მათ შორის ჭიქა გრავირებით და ფოტოსურათების ჩარჩოები პრინც ჰარის სიმბოლიკით. ასევე დაიკარგა ბანის კავალერის ორდენი, რომელიც eBay-ის აუქციონზე 350 ფუნტად იყიდებოდა.

15 აგვისტო 2020, 22:53

მსოფლიო

ბოლო 30 წლის განმავლობაში, კენიაში სპილოების პოპულაცია გაორმაგდა

ბოლო 30 წლის განმავლობაში, კენიაში ბრაკონიერებთან ბრძოლის წყალობით, სპილოების პოპულაცია გაორმაგდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 1989 წელს ქვეყანაში მხოლოდ 16,000 სპილო იყო დარჩენილი, ხოლო 2018 წლისთვის კი ეს ციფრი 34,000-მდე გაიზარდა. კენიის ტურიზმის მინისტრის ნაჯიბ ბალალას თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ ბრაკონიერების შეჩერება შეძლო. „მხოლოდ ამ წელს 170 სპლიყვი დაიბადა“, - აღნიშნა მინისტრმა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 22:00

საზოგადოება

თამარ გაბუნიამ განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს სკოლებში სწავლა

სურათი დღევანდელი გადმოსახედიდან სტაბილურია, იმისთვის რომ 15 სექტემბრიდან სწავლის დაწყებისა და გაგრძელების გარანტიები გვქონდეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მან ასევე სხვა ქვეყნების მაგალითებზეც ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სკოლებში სწავლის გადადება.

15 აგვისტო 2020, 21:52

მსოფლიო

გერმანიაში სირიიდან და ერაყიდან 350-მდე ისლამისტი დაბრუნდა

უწყების წარმომადგენლის განმარტებით, საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სირიასა და ერაყში ომში მონაწილეობდნენ ან მომზადებას გადიოდნენ. მისივე თქმით, ისლამისტების დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. „არის მტკიცებულება, რომ სირიასა და ერაყში 260-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 80-ზე მეტი კი საფრთხეს წარმოადგენდა“ - აღნიშნა სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების წარმომადგენელმა.

კელი დეგნანი

15 აგვისტო 2020, 21:33

პოლიტიკა

კელი დეგნანი: საარჩევნო რეფორმები მიღებულია და ახლა საჭიროა მისი განხორციელება

როგორც ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია საქართველოსთვის. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, დაკვირვება მოხდება იმაზე რომ არჩევნები იყოს თავისუფალი,სამართლიანი და გამჭვირვალე - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 21:20

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის 5 ოქროს წესია შემუშავებული

სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაღა მოგვეზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 21:14

საზოგადოება

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ მეტროპოლიტენის პრესსამსახური აცხადებს. დღეს, 18:53 საათზე, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყვეტილი იყო.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 21:09

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს მოუწევს დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი სიმართლით

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე და მშვიდობიანად. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:59

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მშობლებს ვთხოვთ, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად პორტალზე თვის ბოლომდე, ეტაპობივად დარეგისტრირდნენ

დღეს გააქტიურდა ის პორტალი, სადაც ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ. დღეს იყო პირველი დღე და ყველა ელოდა მის გახსნას და როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთდროულად დარეგისტრირდა და შემოვიდა სისტემაში, რამაც გამოიწვია სისტემის გადატვირთვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:44

COVID19

თამარ გაბუნია: ის ფაქტი, რომ შემთხვევების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

ქვეყანაში არსებული სურათი საყურადღებოა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შემთხვების გარკვეული მერყეობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:41

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყოფილი ხელისუფლების პრეტენზია, რომ ისევ მართონ ქვეყანა, ყველაზე საშიში და საფრთხის მატარებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩიხში არიან და ამიტომ ცდილობენ 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, დაშვებული შეცდომის აღიარებას.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ეს იყო ის ჩანაწერი, რომელიც რუსეთსა და პუტინს აწყობდა

ერთმნიშვნელოვნად ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ამ ჩანაწერს პირველად საერთაშორისო დონეზე, რითაც ფაქტობრივად მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო და საქართველოს შეიარაღებული ძალები დაანაშაულა ცეცხლის გახსნასა და ომის დაწყებაში - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 20:12

ტექნოლოგიები

ჩინეთში მომავლის ქალაქი შენდება, სადაც სავარაუდოდ ეპიდემიების დროს ცხოვრება უსაფრთხო იქნება

ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა Guallart Architects-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა. ინფორმაციას ArchDaily ავრცელებს. მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება. „ჩვენ ამის შემდეგ ვეღარ დავაპროექტებთ და ავაშენებთ ქალაქებს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ პროექტი თვითიზოლაციის დროს მოვამზადეთ, ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ასპექტი, რაც კარანტინის დროს ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს“, - აცხადებენ არქიტექტურულ ბიუროში.

15 აგვისტო 2020, 19:25

საზოგადოება

მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა

​​​​​​​​მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 19:12

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შანსი იმისა, რომ ყაზბეგი ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს

დავით ქირიკაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად ჩაერთვნენ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

15 აგვისტო 2020, 19:00

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში მეწყერმა ბეტონის გზა ჩამოშალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილებში მაცხოვრებლების გარდა, მთელი სოფელი გადაადგილდება, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა ეს შემოვლითი გზის გარდა ვერ ხორციელდება.

ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 18:53

მსოფლიო

ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე მოგვარდება. მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ სახელმწიფო ერთობის ჩარჩოში ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიეობები დააზიანონ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

15 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ინდოეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ვულოცავთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საერთო ვალდებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ერთად გავაგრძელებთ ამ პარტნიორობაზე ზრუნვას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - წერს ზალკალიანი.