Imedi /  07 აგვისტო 2019, 08:00 / სანდო წყარო

FBI კალიფორნიის ფესტივალზე სროლის ფაქტს შიდა ტერორიზმის გამოვლინებად განიხილავს

FBI კალიფორნიაში საკვების ფესტივალზე სროლის ფაქტს შიდა ტერორიზმად განიხილავს, წერს BBC ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით. 

გამოძიებამ იპოვა მსროლელის „სამიზნეთა სია“, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებსა და ფედერალურ შენობებს მოიცავს. 

FBI-ს წარმომადგენლის ჯონ ბენეტის თქმით, თავდამსხმელი 19 წლის იყო და ძალადობრივი იდეოლოგიით გამოირჩეოდა, თუმცა გამოძიება მოტივს ზუსტად არ ასახელებს. 

კალიფორნიაში ფესტივალზე სროლისას დაღუპულთა შორის 2 არასრულწლოვანია: 6 წლის ბიჭი და 12 წლის გოგო. მსროლელი სამართალდამცველებმა მოკლეს. 

თავდამსხმელმა ცეცხლი The Gilroy Garlic ფესტივალზე გახსნა. შედეგად სულ 4 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. პოლიციის ცნობით, მან ცეცხლსასროლი იარაღი ნევადაში შეიძინა.

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის ფაქტს, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა, ასევე შიდა ტერორიზმის მუხლით იძიებენ.

ყველა სიახლე

11 დეკემბერი 2019, 23:06

საქართველო

საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“- საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა.

ნიუ-ჯერსი სროლა

11 დეკემბერი 2019, 22:53

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მომხდარი თავდასხმა ანტისემიტიზმს უკავშირდება

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა. ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

ალადაშვილის კლინიკა

11 დეკემბერი 2019, 22:45

ძალოვნები

მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ. პაციენტებს ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები აღენიშნებათ.

მერი ჯეინის ლეკვები

11 დეკემბერი 2019, 22:20

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა

ძაღლს მერი ჯეინი ჰქვია. 6 ლეკვი მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ. ისინი ჯანმრთელები არიან და სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ პატრონი ახალ სახლებს მოუძებნის, მათ დედას კი სტერილიზაციას გაუკეთებს.

სპეცოპერაცია საბურთალოზე

11 დეკემბერი 2019, 22:15

ძალოვნები

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, ორი ადამიანია დაკავებული. Imedinews-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ამოღებულია იარაღი და თანხა. ამ დროისთვის დაკავებულები პოლიციამ ავტომობილით გადაიყვანა.

აფეთქება ნავთობტერმინალზე

11 დეკემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

გაერო საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ვერ ამტკიცებს

გაეროს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეიარაღება, რომლითაც ნავთობტერმინალებზე იერიში განახორციელეს ირანს ეკუთვნის. თუმცა ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი შეიარაღება არც ჰუსიტებს აქვთ.

ჯენარო გატუზო

11 დეკემბერი 2019, 21:32

სპორტი

ჯენარო გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

გატუზომ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუნდის სუსტი თამაშის გამო გაათავისუფლეს. „ნაპოლი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ​მანამდე გატუზო „მილანის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და კლუბი მაისში დატოვა.

გუსტავ კლიმტი

11 დეკემბერი 2019, 21:20

კულტურა

იტალიური მუზეუმის კედელში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს

იტალიურ ქალაქ პიაჩენცაში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ იპოვეს, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ტილო 1997 წელს მოიპარეს და ის იტალიის ყველაზე ძებნად ხელოვნების ნიმუშების სიაში შედიოდა.

გიგი უგულავა

11 დეკემბერი 2019, 20:59

ძალოვნები

გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ბადრი გავაშელაშვილი დეპუტატს ცემის გამო უჩივის.

სერენა უილიამსი

11 დეკემბერი 2019, 20:52

სპორტი

აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი $20.9 ათასად გაიყიდა

Golding-ის აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის ჩოგანი, რომლითაც ის 018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა. უცნობმა ნივთში $20.9 ათასი გადაიხადა

ლორან სიმონსი

11 დეკემბერი 2019, 19:59

ტაბლოიდი

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

კულტურის ცენტრი

11 დეკემბერი 2019, 19:53

საქართველო

რუდენკო: რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე თბილისში აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება.

ჟენევა გაერო

11 დეკემბერი 2019, 19:20

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

11 დეკემბერი 2019, 19:01

თემა

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებასსამედიცინო წრეებშიპროტესტიმოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.

მესენჯერი

11 დეკემბერი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე გაითიშება

2020 წლის 1-ლი თებერვლიდან iOS 8-ის მქონე ნებისმიერ აიფონზე WhatsApp-ი გაითიშება, აპლიკაციის გამოყენებას ასევე ვერ შეძლებენ Android-ის 2.3.7 ან უფრო ძველი ვერსიის მქონე სმარტფონების მფლობელები. Windows Mobile-ის ყველა ტელეფონზე კი აპლიკაცია 2019 წლის 31 დეკემბრიდან გაითიშება.

აშშ, მექსიკა, კანადა დროშები

11 დეკემბერი 2019, 18:40

ეკონომიკა

აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ხელმოწერის ცერემონია მეხიკოში გაიმართა და მას მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი, კანადის პრემიერმინისტრის მოადგილე ქრისტია ფრილენდი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ.

ფეხბურთი

11 დეკემბერი 2019, 18:33

სპორტი

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას ორი ახალწვეული ყავს. მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო კლუბი "თელავი" და "სამტრედია" ითამაშებს. კახეთის გუნდი ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

11 დეკემბერი 2019, 18:17

ეკონომიკა

წინასაახალწლოდ ფულადი გზავნილები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა და $151 მილიონი შეადგინა, როცა ოქტომბერში გადმორიცხვამ $153 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, გასულ თვეში 13,3%-ით ($17,8 მილიონიით) მეტი გადმოირიცხა.

კახა კალაძე

11 დეკემბერი 2019, 18:15

საქართველო

„ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს რეგიონებიდან მხარდამჭერების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ახალგაზრდების ინიციატივას სიამოვნებით უერთდება.