imedi /  14 აგვისტო 2019, 10:06 / სანდო წყარო

ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის აეროპორტმა მუშაობა განაახლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ეს აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო ჰაბია, რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამო პარალიზებული იყო.

13 აგვისტოს აეროპორტის ადმინისტრაციამ სასამართლოს ორდერი მიიღო, რომელიც მათ ტერმინალის ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაძევების უფლებას აძლევს.

რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებმა აეროპორტის შენობა დაიკავეს, რის გამოც თითქმის ყველა რეისი გაუქმდა.

ჰონგ-კონგში 9 კვირის წინ დაწყებულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. 9 აგვისტოდან კი სამდღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტშიც დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ჰონგ-კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმს ამარტივებს.

ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა ანტისამთავრობო აქციები არ შეჩერებულა.

ყველა სიახლე

გორი ვახტანგ გომელაური

03 ივლისი 2020, 19:59

რეგიონი

ვახტანგ გომელაურმა გორში დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად გორში იმყოფება. მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა. პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის ბრალდებულ ჰასან დოგანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

03 ივლისი 2020, 19:59

COVID19

ჯანმო: თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, თუ ქვეყნები გახსნას გამაფრთხილებელი ზომების მიღების გარეშე განაგრძობენ, სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება.

03 ივლისი 2020, 19:56

სამართალი

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუა საქართველოშია. მისი ექსტრადირება გერმანიიდან განხორციელდა. თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

03 ივლისი 2020, 19:51

პოლიტიკა

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება და განთავსდება ვებგვერდზე.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:48

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას

კარლ ჰარცელი, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას მიესალმება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ განაგრძობს ქვეყანა კონსტიტუციური ცვლილებების, საარჩევნო კოდექსის განხორციელებას და არჩევნებისთვის მზადებას. „საარჩევნო კოდექსი ის პროექტია, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, არასამთავრობოებთან და სხვადასხვა მხარესთან ერთად, წელიწადზე მეტხანს განვიხილავდით. ეს დამღლელი პროცესი იყო.

საარჩევნო უბანი

03 ივლისი 2020, 19:46

საზოგადოება

რას ითვალისწინებს კორონავირუსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ უსაფრთხოების ნორმებს ითვალისწინებს. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა.

კრისტიან ურსე

03 ივლისი 2020, 19:44

პოლიტიკა

კრისტიან ურსე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს გააუმჯობესებს წინასაარჩევნო გარემოს, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნები საქართველოში

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. „მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კონსტიტუციური ცვლილებების მიღებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კარლ ჰარცელი

03 ივლისი 2020, 19:43

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის

მოხარული ვარ, რომ საქართველო დამსახურებულად არის მოხსენიებული უსაფრთხოდ მიჩნეულ პირველ 15 ქვეყანას შორის. გულწრფელად რომ ვთქვა, გამიჭირდებოდა ახსნა, საქართველო რომ ამ სიაში არ მოხვედრილიყო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

03 ივლისი 2020, 19:41

COVID19

საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა მოუწევთ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სამოგზაურო დერეფნის სია წარადგინა, რომელიც 59 ქვეყანას მოიცავს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ინგლისში ჩასვლისას ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. „მთავრობა კმაყოფილია იმით, რომ ახლა შესაძლებელია ამ ზომების მოხსნა ინგლისში და ჩვენ სამოგზაურო დერეფანი შევქმენით ზოგიერთი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში საქართველო არ მოხვდა. ასევე, აშშ-ის მოქალაქეებს ინგლისში გამგზავრების შემთხვევაში ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

შსს

03 ივლისი 2020, 19:40

სამართალი

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა. ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 ივლისი 2020, 19:23

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა ნაციონალების ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთერთი მთავარი შემოქმედია

სამხედრო ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში სად-ის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუა საქართველოში გერმანიიდან ექსტრადირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ამირან სალუქვაძე

03 ივლისი 2020, 19:22

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: ნაცებმა ჭაკუას არ ვიცნობთო, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს

ახლა გასაგებია რატომ უტევდნენ გერმანიის ელჩს. ალბათ, ეს ვარაუდია, იყო ინფორმაცია ჭაკუას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს ერთ დღეში არ ხდება , - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საინტერესოა თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს ამბობს, რომ არ იცნობენ მას.

ბოგდან მონიჩი

03 ივლისი 2020, 19:11

მსოფლიო

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

უკრაინის მოსამართლეთა საბჭო და მოსამართლეთა საზოგადოება რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასკომის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის მოსამართლეთა საბჭოს თავმჯდომარემ, ბოგდან მონიჩმა გაავრცელა.

03 ივლისი 2020, 19:05

საზოგადოება

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოში ჩატარებულ „მეზღვაურის დღის“ ღონისძიებაზე წერს

მივესალმებით პოზიტიურ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ ეხმიანებიან IMO-ს წევრი ქვეყნები „მეზღვაურის დღის“ კამპანიას და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ ეკიპაჟის შეცვლის გასაადვილებლად და მეზღვაურების სახლში დასაბრუნებლად. სურათებზე წარმოდგენილია საქართველო, რომელმაც მეზღვაურები ცნო “საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლებად და აპრილიდან დაუშვა ეკიპაჟის შეცვლა 1000-ზე მეტ წევრზე - აღნიშნულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის IMO - ს ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდებზე Twitter-სა და Facebook-ში გამოქვეყნდა.

03 ივლისი 2020, 18:59

COVID19

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 63 000-ს მიუახლოვდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 299 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 62 997-ს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 412 პაციენტი გარდაიცვალა, 49 909 კი გამოჯანმრთელდა.

03 ივლისი 2020, 18:59

მსოფლიო

პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.

საფია ამირა შეიხი

03 ივლისი 2020, 18:57

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს, რომელიც ლონდონში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ლონდონის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ბრიტანელ ქალს, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე წმინდა პავლეს ტაძარსა და ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ტერაქტებს გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მხოლოდ 14 წლის შემდეგ ექნება.

შაჰ მაჰმუდ ყურეში

03 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მაჰმუდ ყურეში კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად მინისტრმა განაცხადა.

ნანა კაკაბაძე

03 ივლისი 2020, 18:35

საზოგადოება

ნანა კაკაბაძე: ნაციონალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უმკაცრესი სასჯელები დადგებოდა

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დადგებოდა უმკაცრესი სასჯელები, მათ შორის უვადო პატიმრობა. საქართველოში ასეთ დამნაშავეებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ჩვენ თავისუფლებაზე ვხედავთ, ვინაიდან მათ ამოეწურათ სასჯელის ვადა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირებას გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 18:30

COVID19

ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა

ევროკომისიამ COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისია Twitter-ზე ავრცელებს. გადაწყვეტილება შესაბამისი განაცხადის შეტანიდან 1 თვის შემდეგ მიიღეს.