imedi /  25 აგვისტო 2019, 14:05 / სანდო წყარო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების აზრით, რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

„დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო AFP წერს.

ამასთან ერთად, სააგენტოს წყაროს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთთან კოორდინირების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს საკითხი 24 აგვისტოს, არაფორმალურ ვახშამზე განიხილებოდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე პუტინის მოწვევას არ გამორიცხავდა.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.

ყველა სიახლე

პროკურატურა

19 სექტემბერი 2019, 14:25

ძალოვნები

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა

ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს.

ინსტაგრამი

19 სექტემბერი 2019, 14:19

ტექნოლოგიები

Instagram-ი დიეტების შესახებ რეკლამებს მოზარდებისთვის შეზღუდავს

სოციალური ქსელის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო გასახდომი "საოცარი" საშუალებების შესახებ რეკლამები წაიშლება. იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გასახდომმა პროდუქტებმა ახალგაზრდებზე.

პორნოგრაფია

19 სექტემბერი 2019, 14:06

ძალოვნები

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოელებიც

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ბავშვთა პორნოგრაფიის ქსელი გამოაშკარავა. საქმეზე დაკავებულები არიან საქართველოს, ავსტრალიის და აშშ-ის მოქალაქეები. ამის შესახებ განცხადება შსს-ში ბრიფინგზე გაკეთდა.

აჭარის უმაღლესი საბჭო

19 სექტემბერი 2019, 14:01

საქართველო

2020 წლის არჩევნები აჭარაში პროპორციული სისტემით ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდება. დეპუტატებმა აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საბჭოს პლენარულ სხდომა მსჯელობა უკვე დაიწყეს. შეიქმნება 11 კაციანი კომისია, რომელიც მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

თეატრალურ ფესტივალი

19 სექტემბერი 2019, 13:56

კულტურა

თბილისში მე-11 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება

თბილისი მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროგრამის პრეზენტაცია ორბელიანის მოედანზე გაიმართა. ფესტივალი წელს მაყურებელს ახალ პროექტებს წარუდგენს. ღონისძიებას ახალი მიმართულება - არტ მარკეტი დაემატა. ასევე ბრიტანული სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 5 სპექტაკლი.

ბორის ჯონსონი

19 სექტემბერი 2019, 13:46

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერს საავადმყოფოში პაციენტი ბავშვის მამა ეჩხუბა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ლონდონის საავადმყოფოში პაციენტის მამა ეჩხუბა. ინციდენტი უიპს-კროსის კლინიკაში მოხდა. 7 წლის გოგოს მშობელმა ომარ სალემმა უკმაყოფილება გამოთქვა სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც საავადმყოფოში მისი შვილი იღებს.

ტოჩინოშინი ლევან გორგაძე

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ტოჩინოშინი აკი ბაშოზე კვლავ დამარცხდა

ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო ტოჩინოშინმა. აკი ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო. ოძეკის ტიტული შესანარჩუნებლად ტოჩიმ დადებითი ბალანსი უნდა დააფიქსიროს, რისთვისაც დარჩენილი 3 შეხვედრიდან სამივეში გამარჯვება სჭირდება.

ძალოსნები

19 სექტემბერი 2019, 13:29

სპორტი

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს

ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძე ლიდერობს. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაცით, სპორტსმენი (61 კგ) ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში „ბე“ ჯგუფის ლიდერი გახდა. ქართველმა ძალოსანმა 123 / 126 კგ. დაძლია.

ემანუელ მაკრონი და ჯუზეპე კონტე

19 სექტემბერი 2019, 13:19

მსოფლიო

მაკრონი და კონტე მიგრანტების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ

მაკრონმა განაცხადა, რომ მიგრანტების მისაღებად ევროპას ავტომატური მექანიზმი სჭირდება.​ კონტემ კი დასძინა, რომ საფრანგეთისგან ისეთი სისტემის მხარდაჭერის გარანტია მიიღო, რომელიც მიგრანტებს ევროკავშირის 28 სახელმწიფოში გადაანაწილებს.

ჯენიფერ ენისტონი

19 სექტემბერი 2019, 13:16

ტაბლოიდი

რალფ ლორენმა რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა

დიზაინერმა რალფ ლორენმა სატელევიზიო შოუ „მეგობრები“-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის რეიჩელ გრინის ინსპირაციით კოლექცია შექმნა. უცხოური ტაბლოიდების ინფორმაციით, ეს მოვლენა შოუს 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს იქნება ბრენდის კოლაბორაცია Bloomingdales-თან ერთად.

ჰუ სინძინი

19 სექტემბერი 2019, 13:11

მსოფლიო

ჩინური მედიაგამოცემის მთავარი რედაქტორი ინტერნეტცენზურის შემსუბუქებას ითხოვს

მომავალ საზეიმო თარიღთან დაკავშირებით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კიდევ უფრო გაამკაცრა ქვეყანაში ინტერნეტზე კონტროლი და გარკვეულ ვებგვერდებზე წვდომა. Global Times-ის მთავარი რედაქტორი ჰუ სინძინის თქმით, ინტერნეტკონტროლმა სამთავრობო პუბლიკაციების გამოქვეყნებაც კი გაართულა.

ივანე მაჭავარიანი

19 სექტემბერი 2019, 13:02

საქართველო

მაჭავარიანი 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

ლომჯარია: 2018 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

ომბუდსმენის თქმით, პარლამენტმა 2018 წელს ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა. ამის შესახებ ლომჯარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შესახებ ანგარიშს აცნობს.

მაია ცქიტიშვილი

19 სექტემბერი 2019, 12:29

საქართველო

ვიცეპრემიერი: NDI-ის ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ რეალურ განწყობებს

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "NDI, IRI და სხვა ასეთი ტიპის ავტორიტეტული ინსტიტუციების ქართველი პარტნიორები ყოველთვის სწორად არ ასახავენ იმ რეალურ განწყობებს, რომელიც ადგილზეა".

19 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ქართველმა წყვილმა ჯვარი ზღვის დონიდან 4000 მეტრზე დაიწერა. ვიდეო

ინტერნეტსივრცეში ქართველი ახალგაზრდა წყვილის ჯვრისწერის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ჯვრისწერა პატარა ულამაზეს ეკლესიაში შედგა, რომელიც მყინვარწვერზე მდებარეობს. ვიდეომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

საპარტნიორო ფონდი USAID Zrda

19 სექტემბერი 2019, 12:21

ეკონომიკა

აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან საწარმოები აშენდება

აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლები საწარმოების გასახსნელად დაფინანსებას მიიღებენ. შესაბამის ხელშეკრულებას „საპარტნიორო ფონდმა“ და „USAID Zrda“-მ ხელი ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სავაჭრო ცენტრ ,,რუხი მოლში" მოაწერეს ხელი.

განათლება

19 სექტემბერი 2019, 12:10

მსოფლიო

მსოფლიოს 500 უნივერსიტეტი რომელთა სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელიც ყველაზე მაღალია

ბრიტანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მსოფლიოს მასშტაბით 2020 წლის 500 უნივერსიტეტი დაასახელა, რომელსაც სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. სიის სათავეში სამი ამერიკული უნივერსიტეტია: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სტენფორდის და კალიფორნიის უნივერსიტეტები.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 11:51

საქართველო

NDI: მოქალაქეები ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდად პარლამენტის მუშაობას აფასებენ

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 32% პარლამენტის საქმიანობს ცუდად აფასებს, 10% კი ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ პარლამენტი საშუალოდ საქმიანობას, 8% კი პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს.

ახალშობილი

19 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

აშშ-ში ჩინელი ქალი „სამშობიარო ტურიზმში“ ბრალდებულად ცნეს

გამოცემის ინფორმაციით, დონიან ლიმ აღიარა, რომ 2013-2015 წლებში მისი კომპანია You Win USA Vacation Services ე.წ.„სამშობიარო ტურიზმით“ იყო დაკავებული. მისი დახმარების საფასური 40 000-80 000 დოლარს შეადგენდა. სასამართლოს ცნობით, ამგვარად ლიმ $3 მილიონი დოლარი მოიპოვა.

ნათია მეზვრიშვილი

19 სექტემბერი 2019, 11:45

საქართველო

ნათია მეზვრიშვილი პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია imedinews-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა.