imedi /  26 აგვისტო 2019, 12:03 / სანდო წყარო

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულებს შორის 12 წლის ბავშვიც არის

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში ბოლო 12 კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შორის, გუშინდელი (25 აგვისტო) დემონსტრაცია განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენა.

CNN-ის ცნობით, კვირას ჩინურ მედიაში კომენტარები გაკეთდა, რომ პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების გამო „უკვე მოთმინებას კარგავს“. 

ჩინეთის სახელმწიფო მედია აცხადებდა, რომ ჩინეთის ხელისუფლების თქმით, ჰონგ-კონგის მთავრობას აქვს "ძალაუფლება" და "ვალდებულება" ჩაერიოს მიმდინარე საპროტესტო აქციებში. 

ივნისში დაწყებულ დემონსტრაციებს პერიოდულად თან ახლდა პოლიციასთან შეტაკებები, თუმცა სროლის ფაქტი ანტისამთავრობო აქციაზე 25 აგვისტოს პირველად დაფიქსირდა. პოლიციის ოფიციალური განცხადების თანახმად, დემონსტრანტების ქმედებები "აღმაშფოთებელი იყო და ისინი ცივილიზებული საზოგადოების ხაზს გადასცდნენ". პოლიციამ ასევე დასძინა, რომ "დამნაშავეების დასასჯელად პოლიცია სასტიკ ზომებს მიიღებს".

BBC-ის ცნობით, 25 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 36 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად გამოწვეული დაზიანების გამო რამდენიმე პოლიციელი და აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეები შეტაკებისას ასაფეთქებელ ნივთიერებებს და პიროტექნიკას იყენებდნენ.

 


 

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ წყდება, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვენ.

რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია? - წაიკითხეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

„სამეფო კარის თამაშები“

23 სექტემბერი 2019, 08:41

კულტურა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს. წლის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში „სამეფო კარის თამაშებმა“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. წლის საუკეთესო მინი-სერიალი ასევე HBO-ს მიერ გადაღებული „ჩერნობილი“ გახდა.

Thomas Cook

23 სექტემბერი 2019, 08:24

ეკონომიკა

მსოფლიოში უძველესმა ტურისტულმა კომპანიამ იძულებითი ლიკვიდაცია გამოაცხადა

​ბოლო დღეებში კომპანია, რომელსაც კრედიტების გასტუმრების პრობლემები შეექმნა, ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებს კრედიტორებთან და მთავარ აქციონერთან - Fosun Tourism Group-თან აწარმოებდა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. კრედიტორებმა კომპანიას 900 მილიონი გირვანქა გამოუყვეს, თუმცა Thomas Cook-ი კიდევ 200 მილიონს საჭიროებს.

რესპუბლიკური საავადმყოფო

23 სექტემბერი 2019, 08:07

საქართველო

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა დასტაბილურდა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. დაშავებული კაცი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ის კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 01:30

მსოფლიო

ტრამპმა და ერდოღანმა რეგიონული საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს. თურქული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. ერდოღანი დღესვე სამრეთ კაროლინელ სენატორს ლინდსი გრაჰამს შეხვდა. თურქი ლიდერი საერთაშორისო უსაფრთხოებაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას.

ჟან-ივ ლე დრიანი

23 სექტემბერი 2019, 01:26

მსოფლიო

ფრანგი მინისტრი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტი აშშ-ირანს შორის დაძაბულობის დეესკალაციაა

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე საფრანგეთის მთავარი მიზანი აშშ-სა და ირანს შორის დაძაბული ურთიერთობების დეესკალაციაა, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ჰასან როუჰანის შეხვედრა ახლა მთავარი პრიორიტეტი არ არის.

თალიბანი

23 სექტემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

„თალიბანის“ დელეგაციამ ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები გამართა

9 წევრისგან შემდგარი ჯგუფი ავღანეთში ჩინეთის წარმომადგენელს დენ სინძიუნს შეხვდა. მთავარი სასაუბრო თემა აშშ-სთან ჩაშლილი მოლაპარაკებები იყო. შაჰინის თქმით, ჩინელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ აშშ-სა და "თალიბანს" შორის მოლარაპარაკებები ავღანეთის საკითხის მშვიდობიანად გადაჭრისთვის კარგი შესაძლებლობაა.

მაიკ პომპეო

23 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

პომპეო: აშშ-ს მიზანი ირანთან ომის თავიდან არიდებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ მომპეო აცხადებს, რომ ამერიკას ირანთან ომის თავიდან არიდება სურს, თუმცა ამისთვის ზომების მიღებაა საჭირო. პომპეოს განმარტებით, ომანის ყურეში დამატებითი ჯარების გაგზავნა მხოლოდ „თავდაცვას“ ნიშნავს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ასეთ შემაკავებელ ზომას მიიღებდა.

ბრედ პიტინი  ჯიმი ფელონი

23 სექტემბერი 2019, 00:15

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა და ჯიმი ფელონიმ ვერც ამჯერად იპოვეს საერთო ენა. ვიდეო

მსახიობი ბრედ პიტი და ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი დიდი ხანია ცდილობენ საერთო ენის გამონახვას, მაგრამ არ გამოსდით. მაგალითად, 2013 წელს - იოდლით, 2015 წელს ბრეიქდენსით. ცოტა ხნის წინ მათ წარმოადგინეს კიდევ ერთი, ახალი ვიდეო, რომელიც რესტორანშია გადაღებული. თუმცა სავარაუდოდ, ვერც ამჯერად გამონახეს საერთო ენა.

ვან გოგი

23 სექტემბერი 2019, 00:05

კულტურა

ვან გოგის ორი ადრეული პერიოდის ნახატი აუქციონზე გაიყიდება

ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ორი ადრეული ნამუშევარი ბელგიის ქალაქ გენტის აუქციონზე გაიყიდება. ვარაუდობენ, რომ ერთი ნახატი $240,000-ად შეფასდება, მეორე-140,000 ევროდ. ორმა მყიდველმა ანონიმად დარჩენა ისურვა. ისინი ბელგიელები არიან და პირობა დადეს, რომ ნამუშევრებს ქვეყნის შიგნით დატოვებენ, რაც ნახატების მფლობელთა მოთხოვნაც იყო.

გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილი

22 სექტემბერი 2019, 23:40

სპორტი

ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ სერბეთის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომცა

საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მიეცათ.

მიგრანტი

22 სექტემბერი 2019, 23:27

მსოფლიო

მიგრანტები ფრენბურთის გუნდის სახელით შვეიცარიაში შესვლას ცდილობდნენ

ათენის აეროპორტში დააკავეს მიგრანტები, რომლებიც ფრენბურთის გუნდის სახელით შვეიცარიაში უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ. საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ ჯგუფი 10 კაცისგან შედგებოდა, „გუნდის“ ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი და ორი ბურთიც ჰქონდათ თან.

ბიაფი

22 სექტემბერი 2019, 23:08

კულტურა

BIAFF-მა გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოავლინა

კინოფესტივალის მთავარი პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის სლოვაკურმა ფილმა „და იქმნა ნათელი“ აიღო, რომლის რეჟისორიც მარკო სკოპია. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში გაიმარჯვა ამირან დოლიძის ფილმა „ცხოველი“. საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი დასახელდა კიმ ლონგინოტოს „მაფიის გადაღება“.

ნიკო ფიროსმანი

22 სექტემბერი 2019, 23:02

კულტურა

იაპონელმა არქიტექტორმა ნიკო ფიროსმანს 100 წლის შემდეგ ოცნება „აუსრულა“

ფიროსმანზე, ვან გოგზე, მათზე ერთად და ცალ-ცალკე ბევრი ისაუბრეს სიმპოზიუმზე, რომელიც გასულ კვირაში გაიმართა. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია ქართული მხრიდან სიმპოზიუმის პირველი გამომსვლელი იყო. დისკუსიის ერთ-ერთი ნაწილი იმ დარბაზში შედგა, სადაც ნამუშევრები ფერად კედლებზე 20 ოქტომბრამდე დარჩება.

ბორჯღალოსნები

22 სექტემბერი 2019, 22:55

სპორტი

რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები უელსს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. მეორე შეხვედრა ბორჯღალოსნებს 29 სექტემბერს ექნებათ, ამ დღის მეტოქე მოგვიანებით კანადა-ურუგვაის შორის გაირკვევა. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისსა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

იუჯა ვანგი

22 სექტემბერი 2019, 22:50

კულტურა

იუჯა ვანგმა წინანდალში ყურძენი დაწურა. ვიდეო

ცნობილმა პიანისტმა იუჯა ვანგმა საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და ვიდეო Instagram-ზე გამოაქვეყნა. პიანისტი სტუმრად წინანდალში იყო, სადაც რთველში ჩაერთო, შემდეგ კი ღვინო დაწურა. იუჯა ვანგი საქართველოს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრა.

ებოლა

22 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

ჯანმო: ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს

ტანზანია ებოლას ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ამბობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რეგინი ებოლას ეპიდემიას ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, არაოფიციალურად არის ცნობილი, რომ ტანზანიაში ებოლას ორი ახალი შემთხვევაა დაფიქისრებული.

ბავშთა პორნოგრაფია

22 სექტემბერი 2019, 21:56

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ.

სინაგოგა

22 სექტემბერი 2019, 21:32

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წელს გაიხსნება

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი სინაგოგა 2022 წლისთვის აშენდება. ის აბუ-დაბიში მულტიფუნქციური კომპლექსის ნაწილი იქნება, რომლის მიზანიც ისეთი სივრცის შექმნაა, რომელიც რელიგიათაშორის დიალოგსა და მშვიდობიანი თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

22 სექტემბერი 2019, 21:14

საქართველო

პატრიარქმა კიდევ 800-მდე ბავშვი მონათლა

სამების ტაძარში მესამოცე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. დღევანდელ ნათლობამდე კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 38 175 ნათლული ჰყავდა.

ისრაელი

22 სექტემბერი 2019, 21:02

მსოფლიო

ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირებაზე კონსულტაციები დაიწყო

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში პრეზიდენტს ნაკლები პოლიტიკური ფუნქციები აქვს, ამ შემთხვევაში მას მთავარი როლი ეკისრება, ვინაიდან საკითხავია ვინ გახდება პრემიერმინისტრი - ისევ ბენიამინ ნეთანიაჰუ თუ გენშტაბის ყოფილი უფროსი ბენი განცი.