Imedi /  28 აგვისტო 2019, 13:44 / სანდო წყარო

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 11 წევრი სიკვდილით დასაჯეს

ერაყის სასამართლომ პროვინცია ბაბილში ტერორიტული დაჯგუფება „ისლამისტური სახელმწიფოს“ 11 წევრი სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ რუსული მედია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

ისინი პროვინციის ჩრდილოეთში ხიდის აფეთქების ბრალდებით დააკავეს. ინციდენტის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის სამი თანამშრომელი დაიღუპა. 

კომუნიკეს თანახმად, ტერორისტებმა აღიარეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში 2014-19 წლებში ტერორისტული აქტების განხორციელება. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დაახლოებით 15 ათასი მებრძოლი რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა.

ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 14:41

საზოგადოება

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში 20 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება

ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. განმეორებით წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

31 მაისი 2023, 14:39

ჯანდაცვა

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - პარლამენტში მიღება გაიმართა

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - პარლამენტში მიღება გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ, თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობა 2017 წელს მიიღო და საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე ეფექტიანი რეგულაციები აქვთ.

31 მაისი 2023, 14:38

პოლიტიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

31 მაისი 2023, 14:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება

საქართველო და შემდგომში უკრაინა რუსეთის აგრესიის სამიზნე გახდნენ იმიტომ, რომ გვსურდა ჩვენ მომავალზე ჩვენ თვითონ მიგვეღო გადაწყვეტილება. გვსურს, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, სუვერენული და თავისუფალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 მაისი 2023, 14:24

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, რეგლამენტის მიხედვით, 30 ივნისს გამოვა

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით, რეგლამენტის მიხედვით, 30 ივნისს გამოვა. „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას საკანონმდებლო ორგანოში უფრო ადრე ითხოვს.

გიორგი ვოლსკი

31 მაისი 2023, 14:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნაცრევკომის ლოგიკით გამოდის, რომ ურსულა ფონ დერ ლიაენი გვაფრთხილებს, ხელი ავიღოთ ევროპული ოჯახის წევრობაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას გამოეხმაურა.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:19

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის მერიის პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფართოვდება

60 წელს გადაცილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამა „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 14:18

საზოგადოება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება

მისივე თქმით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:16

საზოგადოება

გლდანის მესამე მიკრორაიონში დაახლოებით 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

კახა კალაძე: გლდანის რაიონის გამგეობა გლდანის მესამე მიკრორაიონის N85, N87, N88, N4 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკს აწყობს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ 6 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერის მოწყობა დასრულდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალ რეკრეაციულ სივრცეზე ისაუბრა, რომელიც ივერთუბანში მოეწყო.

კახა კალაძე

31 მაისი 2023, 14:13

სამართალი

კახა კალაძე პოლიციელებს: მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით

„მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით! გისურვებთ ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი! აქვე, მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნის წინაშე, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

31 მაისი 2023, 14:11

საზოგადოება

მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა

საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დასრულდა. ორი კილომეტრი სიგრძის, ოთხზოლიანი ამსვლელ-ჩამომსვლელი საავტომობილო გზა, 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან, პროფესიული სასწავლებლის, „იკაროსის“ მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს უკავშირდება.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და გარეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

31 მაისი 2023, 13:51

ეკონომიკა

პარლამენტმა მესამე მოსმენით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

ცვლილების თანახმად, გრანტის მიღების უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ააიპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში.

31 მაისი 2023, 13:46

პოლიტიკა

პარლამენტმა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტი. დოკუმენტი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ღონისძიებას ატარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის შემდეგ ასეთი ხელმძღვანელობის სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ჩატარებული ღონისძიება გასაოცარია მაშინ, როდესაც ორგანიზაციას 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს

შალვა პაპუაშვილი

31 მაისი 2023, 13:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, საქართველომ ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, გვაქვს უფლება, ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი მეგობრისა და კრიტიკოსის ორპირი დამოკიდებულება, რადგან, უკვე ბევრჯერ, საქართველო გახდა უსამართლო, ფაქტობრივად, ფარისევლური მოპყრობის ობიექტი.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ დეოლიგარქიზაციას - ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი

თუ დეოლიგარქიზაციას, ამ ტერმინს ამოიღებენ 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება აღარც მივიღოთ ეს კანონი, მაგრამ თუ ეს სიტყვა - დეოლიგარქიზაცია დარჩება 12 პუნქტში, ამ შემთხვევაში მოგვიწევს აუცილებლად ამ კანონის მიღებაც და ამოქმედებაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 13:23

რეგიონი

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა ლენტეხში 1-2-3 ივნისს გაიმართება

პროექტში მონაწილეობს: ლენტეხის, გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლებისა და ,,ფოლკლორის სახლის“ (თუშები) 120 ბავშვი, რომელთა ასაკი განსაზღვრულია 10-დან 18 წლამდე. ჩართულები არიან სკოლების ლოტბარ-რეგენტები, მშობლები, მოხალისე-ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ოსტატები, ანსამბლები.

ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2023, 13:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა

2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.