imedi /  08 სექტემბერი 2019, 11:18 / სანდო წყარო

რუსეთის ფედერაციის 79 სუბიექტში არჩევნები მიმდინარეობს

მოსკოვის სათათბიროს არჩევნები

მოსკოვის სათათბიროს არჩევნები

რუსეთის ფედერაციის 79 სუბიექტში არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობა პირდაპირი კენჭისყრით 16 რეგიონის ხელმძღვანელს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორს აირჩევს. ინგუშეთის პარლამენტში რესპუბლიკის ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართება.

13 რეგიონში, მათ შორის მოსკოვში საკრებულოების და საოლქო სათათბიროების არჩევნები მიმდინარეობს. 

ხაბაროვსკში, ულან-უდესა და ანადირში მოსახლეობა მერებს ირჩევს, ნოვგოროდის, სვერდლოვსკის და ორიოლის ოლქებში და ხაბაროვსკის მხარეში კი სახელმწიფო სათათბიროს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

„არჩევნები“ იმართება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში.

მოსკოვის სათათბიროში 7,2 მილიონი ამომრჩევლის ინტერესებს 45 დეპუტატი წარმოადგენს და (კანონის თანახმად) განკარგავს რუსეთის ფედერაციის ყველა სხვა სუბიექტზე დიდ ბიუჯეტს (2019 წელს 2,74 ტრილიონი რუბლი). 2000-ანი წლების დასაწყისიდან დუმას ფორმალურად მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს. დამოუკიდებელი რუსული გამოცემების ცნობით, წელს საარჩევნო კამპანიის დროს დეპუტატობის კანდიდატები დამალავენ თავიანთ კავშირს მმართველ პარტიასთან. ხოლო კურატორები მოსკოვის მთავრობიდან შეეცდებიან ადგილობრივ დუმაში ახალი ადამიანების გაყვანას, რომლებსაც გამარჯვებისთვის ქალაქის ჩინოსნების კრიტიკის და დამოუკიდებლად მოქმედების ნებაც კი დართეს. კამპანია დიდი საპროტესტო გამოსვლების და მასობრივი დაკავებების ფონზე წარიმართა. ანალიტიკოსების თქმით, ხელისუფლებამ მოსკოვის არჩევნები თავად გარდაქმნა ქაოსად და ამის დასტურად მათი ოთხი ნაბიჯი მოჰყავთ. უფრო ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით წაიკითხეთ თემა.

ყველა სიახლე

მვკლელობა

19 სექტემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

ჰოლანდიელი ადვოკატი საკუთარი სახლის წინ მოკლეს

პოლიციამ ამ დანაშაულს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი უწოდა. 44 წლის დერკ ვირსუმი სახელმწიფო ბრალდების მოწმის ადვოკატი იყო, საქმე 2015-2017 წლებში მომხდარ ხუთ მკვლელობაში ბრალდებულებს შეეხებოდა, რომლებიც ნარკობიზნესის წარმომადგენლები არიან. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან ფეხით გაიქცა.

საჰარის თვალი

19 სექტემბერი 2019, 08:37

ტექნოლოგიები

NASA-მ „საჰარის თვალის“ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

"საჰარის თვალი", "აფრიკის თვალი", "რიშატის სტრუქტურა" - ეს სამივე სახელწოდება ერთსა და იმავე მოვლენას წარმოადგენს და ის საჰარის უდაბნოს დასავლეთ ნაწილში, კერძოდ კი ცენტრალურ მავრიტანიაში მდებარეობს. მისი ფართობი 45 კილომეტრია. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მილიარდი წელია.

ბორის ჯონსონი

19 სექტემბერი 2019, 08:28

მსოფლიო

ფინეთის პრემიერი: ბორის ჯონსონს Brexit-ზე გეგმების წარმოსადგენად 12 დღე აქვს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონს ევროკავშირიდან ქვეყნის გაყვანასთან დაკავშირებით (Brexit) გეგმების წარმოსადგენად 12 დღე აქვს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრმა ანტი რინემ განაცხადა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც დაეთანხმა. მანამდე ჯონსონი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.

19 სექტემბერი 2019, 08:10

საქართველო

საქართველოს შესახებ რეკლამამ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა

სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS) საქართველოს შესახებ გადაღებულმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო. ამის შესახებ Facebook-ზე ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილმა დაწერა.

ნინო ლომჯარია

19 სექტემბერი 2019, 08:00

საქართველო

ომბუდსმენი პარლამენტს 2018 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ანგარიშს გააცნობს

ნინო ლომჯარია დეპუტატებს 447-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს, რომელიც 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე 6 063 ზარი დაფიქსირდა.

პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 07:56

საქართველო

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით.

19 სექტემბერი 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპიუტერულ შეჯიბრებაში მონაწილე რობოტები დაპროგრამების გარეშე დაჭკვიანდნენ

არაკომერციული ლაბორატორია OpenAI-ს თანამშრომლებმა კომპიუტერს „დახუჭობანას“ თამაში ასწავლეს. ამისთვის მათ პატარა ვირტუალურ მოედანზე ცისფერი და წითელი კაცუნები განალაგეს.

ყურსასმენი Human Headphones-ი

19 სექტემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

კომპანია Human Inc-მა უსადენო ყურსასმენი გამოუშვა

ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანია Human Inc-მა უცნაური ფორმის უსადენო ყურსასმენი Human Headphones-ი შექმნა, რომელსაც მალე ბაზარზე გამოიტანს. ყურსასმენს არ სჭირდება თავზე დამაგრება. მოწყობილობა მხოლოდ ყურზე უნდა დაიმაგროთ. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელსაც სმარტფონის ფუნქციებიც აქვს.

19 სექტემბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ნიუ-იორკში არომატიზებული ელექტროსიგარეტის გაყიდვა აკრძალეს

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი შტატია, სადაც არომატიზებული ელექტროსიგარეტი აიკრძალა. არომატიზებულ ელექტროსიგარეტს ბაზრის 60 პროცენტი უკავია. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, არსებული მონაცემი ადასტურებს, რომ არომატიზებული ელექტროსიგარეტი დიდ გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე.

კევინ სპეისი

18 სექტემბერი 2019, 23:21

კულტურა

აშშ-ში მოკვდა კაცი, რომელმაც კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

აშშ-ში კალიფორნიის შტატში მცხოვრები მასაჟისტი, რომელმაც მსახიობი კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სასამართლოში მისი სარჩელის განხილვის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემები The Hollywood Reporter-ი და Variety სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ.

ზვიად ძიძიგური

18 სექტემბერი 2019, 23:00

საქართველო

„კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

კონსერვატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

18 სექტემბერი 2019, 22:45

მსოფლიო

შოტლანდიას ევროკავშირში დამოუკიდებლად დარჩენა სურს

Brexit-ის შემთხვევაში შოტლანდია ევროკავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებლად დარჩენას გეგმავს. ამის შესახებ შოტლანდიის მთავრობის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა დღეს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სექსის აკრძალვა

18 სექტემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ინდონეზიაში შესაძლოა ქორწინების გარეშე სექსი აკრძალონ

ინდონეზია ახალი კოდექსის მისაღებად ემზადება, რომელშიც იქნება ჩანაწერი ქორწინების გარეშე სექსის შესახებ. ჩანაწერის თანახმად, იმ პირებს, ვისაც ქორწინების გარეშე სექსი ექნებათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მოსახლეობა ხელისუფლების ინიციატივას აკრიტიკებს და თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

მაიმ პომპეო

18 სექტემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

ირანი საუდის არაბეთს პასუხობს

ირანის პრეზიდენტის მრჩეველი საუდის არაბეთის ბრალდებებს პასუხობს. Reuters-თან ინტერვიუში ჰასან როუჰანის მრჩეველი აცხადებს, რომ საუდის არაბეთმა არაფერი იცის ნავთობტერმინალზე განხორციელებულ თავდასხმაზე, ამას კი თავდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგი ადასტურებს.

18 სექტემბერი 2019, 21:36

თემა

თითის ანაბეჭდის გაყალბება შესაძლებელია?

თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაცია ბიომეტრული ტექნოლოგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მას შემდეგ რაც ანატომებმა თითის ანაბეჭდის უნიკალურობა დაამტკიცეს, ადამიანები მასსხვადასხვა მიზნისთვის იყენებენ:ტელეფონების განსაბლოკად, სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისათვის, საპასპორტო კონტროლის გავლისათვის.

სპეცოპერაცია კიევში

18 სექტემბერი 2019, 21:16

მსოფლიო

კიევში დააკავეს კაცი, რომელიც ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

კიევში, სპეცრაზმმა დააკავა კაცი, რომელიც მეტროს ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კაცს დაკავების შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩნდა. ძალოვნების ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

ჩაკ პალანიკი

18 სექტემბერი 2019, 20:59

კულტურა

ჩაკ პალანიკის „უხილავების“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ

ამერიკელი მწერლის ჩაკ პალანიკის რომანის „უხილავების“ (Invisible Monsters) მიხედვით ფილმს გადაიღებენ. ცნობილმა ნოველისტმა წიგნი 20 წლის წინ გამოსცა. Deadline-ს ცნობით, სერიალის სცენარზე ჯენიფერ იელი მუშაობს. ფილმის გამოსვლის თარიღი და მსახიობების ჯგუფის შემადგენლობა ამ დროისთვის კონფიდენციალურია.

18 სექტემბერი 2019, 20:39

კულტურა

პინკმა ახალი ვიდეორგოლი გადაიღო

ამერიკელმა მომღერალმა პინკმა კომპოზიცია Hurts 2B Human-ზე ახალი ვიდეორგოლი გადაიღო. ეს სიმღერა პინკის 28-ე ალბომში შევიდა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის აპრილში შედგა. პინკი სამი გრემის ჯილდოს მფლობელია. ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ცნობილი 2000-იან წლებში გახდა.

18 სექტემბერი 2019, 19:59

მსოფლიო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა. პაკისტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

რძე

18 სექტემბერი 2019, 19:45

ტექნოლოგიები

კვლევა: 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ

მცირე ასაკის ბავშვებმა სასურველია მცენარეული რძე არ მიიღონ, - წერს CNN. კერძოდ, ახალი კვლევებით ხდება ცნობილი, რომ 5 წლამდე ბავშვებისთვის მცენარეული რძე, რომელიც ბრინჯისგან, სოიოსგან, ან სხვა ამგვარი პროდუქტისგან მზადდება, რეკომენდებული არ არის.