imedi /  08 სექტემბერი 2019, 12:03 / სანდო წყარო

იაპონიის საპატიო დედოფალს ოპერაცია ჩაუტარდა

საპატიო იმპერატორი აკიჰიტო საპატიო დედოფალი მიჩიკო

საპატიო იმპერატორი აკიჰიტო
საპატიო დედოფალი მიჩიკო

იაპონიის საპატიო დედოფალ მიჩიკოს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი ამოაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NHK ავრცელებს.

ოპერაცია ტოკიოს უნივერსიტეტის საავადმყოფოში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩატარდა. ოპერაციის დაწყებამდე მიჩიკოს მისი მეუღლე, საპატიო იმპერატორი აკიჰიტო ესტუმრა. 

84 წლის მიჩიკო საავადმყოფოში 7 სექტემბერს მიიყვანეს. დაწყებით სტადიაზე მყოფი ონკოლოგიური დაავადება ექიმებმა მიჩიკოს ივლისში, გეგმური დისპანსერიზაციის დროს აღმოუჩინეს.

საპატიო დედოფლის ტიტული მიჩიკომ მიმდინარე წლის მაისში მიიღო, მას შემდეგ რაც მისმა მეუღლემ აკიჰიტომ ტახტი უფროს შვილს ნარუჰიტოს გადაულოცა.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 20:08

მსოფლიო

უკრაინაში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონის სოფლებში, ტყის ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ცხრა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლმა ორ სოფელში 110 სახლი გაანადგურა.

იაკობ ბრეგვაძე

07 ივლისი 2020, 20:01

საზოგადოება

გიორგი შაქარაშვილის საქმეს ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა ეხმაურება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებულის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა მარი ბრეგვაძე მისი შვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს და იაკობის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის გასაჯაროებას ეხმაურება.

07 ივლისი 2020, 19:49

რეგიონი

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტო გურიას ეწვია

ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას შეხვდა.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

07 ივლისი 2020, 19:42

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 155 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 581 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 286 349 შემთხვევა დადასტურდა.

07 ივლისი 2020, 19:34

რეგიონი

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

ჰოლი ბერი

07 ივლისი 2020, 19:25

ტაბლოიდი

ჰოლი ბერიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ფილმში ტრანსგენდერის განასახიერება სურდა

მანამდე მსახიობმა აღნიშნა, რომ მას ტრანსგენდერი კაცის როლი შესთავაზეს, რასაც ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან კრიტიკა მოყვა. კრიტიკოსები მსახიობს თემის უფრო კარგად შესწავლად და ტრანსგენდერების შესახებ დოკუმენტური ფილმების ნახვას სთავაზობდნენ. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ტრანსგენდერის როლის შესასრულებად ტრანსგენდერი მსახიობის მოწვევაა შესაძლებელი.

ჟაირ ბოლსონარუ

07 ივლისი 2020, 19:25

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

07 ივლისი 2020, 19:24

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღე-ღამეში 7 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 256-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 12 635-მა ადამიანმა შეძლო.

07 ივლისი 2020, 19:24

საზოგადოება

თბილისში ცოფის ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

07 ივლისი 2020, 19:15

მსოფლიო

დუბაიმ უცხოელი ვიზიტორების მიღება დაიწყო

კორონავირუსის პანდემიამ დუბაის, ქალაქს, სადაც ტურიზმზე მშპ-ის 11%-ზე მეტი მოდის, დიდი დარტყმა მიაყენა. ადგილობრივი სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ ჯავშნებმა უკვე იმატა, თუმცა წლის მეოთხე კვარტლამდე ვიზიტორთა მნიშვნელოვან ზრდას არ ელიან.

მატარებლები ავარია

07 ივლისი 2020, 19:09

მსოფლიო

ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ჩეხეთის დასავლეთ ნაწილში, სოფელ პერნინკის მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეჯახებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 20 კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექიმები, მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ.

07 ივლისი 2020, 19:06

მსოფლიო

საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილზე სუვერენიტეტის გავრცელება არ განახორციელოს

საფრანგეთის, გერმანიის, ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელს მოუწოდებენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილზე სუვერენიტეტის გავრცელება არ განახორციელოს.

07 ივლისი 2020, 19:05

რეგიონი

გერმანიის ელჩი მარნეულში ჟვანიას სკოლის რეგიონული სასწავლო ცენტრის მუშაობას გაეცნო

გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მარნეულის რეგიონულ სასწავლო ცენტრს ეწვია და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებსაც ჟვანიას სკოლა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სთავაზობს.

07 ივლისი 2020, 19:01

ეკონომიკა

Amazon-ის აქციების ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

ამერიკული კორპორაციის Amazon-ის აქციების ღირებულება რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ​Nasdaq-ის ბირჟის მონაცემებით, ერთი აქციის ფასი $3000 დოლარზე მეტია. გამოცემის ცნობით, კომპანიის აქციებზე ასეთი ფასი პირველად დაფიქსირდა. Amazon-ის კაპიტალიზაციამ $1.5 ტრილიონს გადააჭარბა.

მიხეილ სააკაშვილი

07 ივლისი 2020, 19:00

პოლიტიკა

უკრაინელმა ჟურნალისტებმა ძალოვან უწყებებში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს

საინფორმაციო სააგენტო „უკრაინული ახალი ამბების“ ჟურნალისტებმა გენერალურ პროკურატურაში, უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადება შეიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი 112 ავრცელებს.

ციმბირი ტყის ხანძარი

07 ივლისი 2020, 18:53

მსოფლიო

ციმბირში ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა

ტყის ხანძრების გამო ატმოსფეროში 59 მეგატონა CO2 გამოიყო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში რუსეთის რეგიონისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სიცხის ტალღამ არქტიკაში ყინულის რაოდენობის კლება გამოიწვია.

07 ივლისი 2020, 18:47

საზოგადოება

შალვა კერესელიძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობა შალვა კერესელიძემ დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთანეთის მხარის რწმუნებუსლის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა მუშაობა განაახლა.

07 ივლისი 2020, 18:42

საზოგადოება

ვარდისფერი ღვინოების საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ოქროს მედლები შემდეგ ღვინოებს ერგო: იბერიელი, „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი (გურია) – 2018“ და მარანი „დიმნა“ (იმერეთი)- „ძელშავი 2017“; ღვინომ „ზურაბ თოფურიძე ჩხავერი 2018“ ასევე დაიმსახურა საუკეთესო ღვინები სპეციალური ჯილდო.

რომან კაკულია

07 ივლისი 2020, 18:40

პოლიტიკა

რომან კაკულია: საზღვარი რომ გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია

ჩვენ რომ საზღვარი გაგვეხსნა და 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, მერე გენახათ, რა დღეში იქნებოდა ოპოზიცია - იტყოდნენ, რა დროს ეკონომიკაა, როცა ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარი. ახლა ისინი საპირისპიროს საუბრობენ. კიდევ ერთ გამოწვევად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით დასახელდა - მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რათა სწორი მიმართულება მისცენ პროცესს. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც ამ შემთხვევაში უარყოფითი მხარე არ ექნებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.

ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი

07 ივლისი 2020, 18:37

COVID19

აშშ-ში გამგზავრებამდე მექსიკის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა

აშშ-ში გამგზავრებამდე მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ თავად მექსიკის პრეზიდენტმა განაცხადა.