imedi /  08 სექტემბერი 2019, 20:41 / სანდო წყარო

თურქები ამერიკელებთან ერთად სირიაში „უსაფრთხო ზონას“ შექმნიან

სირია

თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის ომისგან დაზარალებულ ნაწილში ამერიკელ სამხედროებთან ერთად პატრულირებას იწყებენ, რათა ერთობლივად ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გასწვრივ "უსაფრთხო ზონა". ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თურქული დროშებით ავტომობილები ამერიკელებს თურქეთის ქალაქ აკჩაკალეს აღმოსავლეთით, სირიის საზღვრამდე 15 კილომეტრში შეუერთდნენ, ეს ადგილი სირიის ქალაქ თელ-აბიადთან ახლოს მდებარეობს. 

სახმელეთო პატრულირება, რომელსაც ოფიციალური დამასკო აპროტესტებს, როგორც Reuters-ი წერს ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობის ამ დროისთვის უკანასკნელ ნიშანს წარმოადგენს. თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აშშ-ის პრეზიდეტთან გარკვეული უთანხმოების შემდეგ ნატოს მოკავშირეების მიმართ ნდობის შესუსტებასთან დაკავშირებით აქვს განცხადებები გაკეთებული. მისი თქმით, თურქეთი არ იზიარებს ვაშინგტონის ზოგიერთ პოზიციას და უარყოფს კონფლიქტურ ზონაში "ტერორისტული ორგანიზაციების" ხელშეწყობას. 

ერდოღანს თურქეთის საზღვრებთან ქურთების სამხედრო ძალების გადაადგილება არ მოსწონს, ქურთებს კი, რომლებსაც მხარს ბოლო ოთხი წელია აშშ უჭერს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერიტორია უკავიათ, რომელსაც მანამდე "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა. 

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი

26 მაისი 2024, 23:52

პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა. მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!“ - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, იმ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას, იმ ჯალათების ერთობას მოსახლეობა ამ ქვეყანაში ხელისუფლებას არასოდეს ანდობს

„ამ პოლიტიკური ძალის მე არ მჯერა, მიმაჩნია ის დამნაშავე პოლიტიკურ ძალად და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის„ დაბრუნებას ხელისუფლებაში. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, უკვე მეოთხე არჩევნებია, როდესაც ასე შეედება საკითხის დაყენებას ოპოზიცია, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვაყენებთ საკითხს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ისტორია და მნიშვნელოვანი შედეგები ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ამით შეგვიძლია ვიამაყოთ, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, შეგვიძლია ვესაუბროთ ჩვენს მოსახლეობას იმ საკითხებზე, რომლებიც მათ სტკივათ, რომლებიც მათი საჭიროებებისთვის არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის არჩევნებზეც მოსახლეობა მიიღებს ძალიან ბრძნულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, როდესაც იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა სიბრძნე და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, იმ კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას, იმ ჯალათების ერთობას მოსახლეობა ხელისუფლებას ამ ქვეყანაში არასოდეს ანდობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ზუსტად ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს გამჭვირვალობის კანონი

„აქვე გეტყვით, რომ როდესაც იქნება პარტნიორებთან კონსტრუქციული დიალოგის საშუალება, როდესაც იქნება რეალური სამართლებრივი არგუმენტები, სადაც ისინი წარმოადგენენ სამართალსა და ლოგიკაზე დაყრდნობილ არგუმენტებს, ჩვენ ჩართულობისთვის მზად ვართ. თუმცა ყოველ ჯერზე დავინახეთ, რომ არის პოლიტიკური არგუმენტი და უფრო მეტიც, გეტყვით, რომ უშუალო საუბრებში ამბობენ, რომ მათ სამართლებრივ დებატში შესვლა არ უნდათ. რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ რეალურად არანაირი სამართლებრივი წინაღობა არ არსებობს ამ კანონთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია

„ის გზავნილები, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, ამ გზავნილების ადგილი იქ არ იყო. ეს არის ფაქტი. თითოეულ ჩვენგანს ჩამოყალიბებული წარმოდგენა გვაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმ პოლიტიკური ძალის წიაღში შევიდა, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. სამწუხაროდ, ის ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც მას გააჩნია და ეს დავალებები არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

26 მაისი 2024, 23:23

პოლიტიკა

ცნობილია, რომელი ოპოზიციური პარტიები მოაწერენ ხელს პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“.

ირაკლი ჩიქოვანი

26 მაისი 2024, 23:14

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი

„რა თქმა უნდა, გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ის, რომ დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, კრიზისები, ომები, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ეს არის ურთულესი ვითარება. ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და მიზანი არის ის, რომ არ მოხდეს რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი. ამის გარდა, გამოწვევად რჩება ასევე ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ამ ყველაფერს ახლავს. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო მიღებული კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ასევე კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. საქართველო აკვირდება ყველა ამ მიმართულებას და მე ვთვლი, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ შეინარჩუნა მშვიდობა და ამ მშვიდობის პირობებში ჩვენ შევძელით და განვამტკიცეთ ჩვენი როლი რეგიონში და ვთვლი, რომ დავანახეთ ჩვენს საზოგადოებასა და ამომრჩეველს, რომ შეგვიძლია ქვეყანა სტაბილური განვითარების პირობებში კიდევ უფრო გავაძლიეროთ და შევქმნათ უკეთესი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძე

26 მაისი 2024, 23:13

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: სააკაშვილი არც ე.წ. სინდისის პატიმარია, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო

სააკაშვილი არც ე.წ. სინდისის პატიმარია, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ ის არის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

26 მაისი 2024, 22:52

პოლიტიკა

ნიუ-იორკში 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

26 მაისი 2024, 22:41

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ზურაბიშვილის გეგმაზე: შეაქუჩამთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო-ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს „აგენტოკრატიისგან“

„რას ვამბობდით - თუ ზურაბიშვილი შეძლებს სააკაშვილის ჩანაცვლებას, მაშინ გლობალური ომის პარტია მიშას ჩამოწერს და ფსონს სალომეზე გააკეთებსო?! ისე აგიხდეთ, შეაქუჩა მთელი პოლიტიკური ბალასტი და დაგვპირდა, მედროშე მე ვიქნებიო. მოკლედ, ოქტომბრის არჩევნები იმაზე მეტად გამარტივდა, ვიდრე წარმომედგინა. ქართველი ხალხი შემოდგომაზე გაუკეთებს უტილიზაციას, პოლიტიკურ ჯართს და ეს ქვეყანა სამუდამოდ დაისვენებს „აგენტოკრატიისგან“, - წერს ქადაგიძე.

დავით ქართველიშვილი

26 მაისი 2024, 22:40

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის გეგმაზე: დღეს ზურაბიშვილმა ოფიციალურად შეტოპა თავის მშობლიურ ნაცსექტის ოჯახში, სადაც მიღებული დავალების თანახმად, ბელადის ვაკანტური ადგილი უნდა დაიკავოს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ორბელიანების სასახლესთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას, სახელწოდებით - „ქართული ქარტია“, სადაც ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლის შეჯერება შესთავაზა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნინო ფოჩხუა

26 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ზურაბიშვილის გეგმაზე: დღეს ოფიციალურად გაფორმდა ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია! ახლა უკვე ყველაფერს დაერქვა თავის სახელი და 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მოუწევს ნაცების რეჟიმის დამარცხება

ხან სახელები შეიცვალეს, ხან დაიყვნენ, ხან გაერთიანდნენ, ხან ახლად შექმნილ პარტიებში ამოჰყვეს თავი, მაგრამ ბოლოს პატრონებმა ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს გამარგინებულ ოპოზიციას, ისევ ერთ ძირგამომპალ ქვაბში ჩაყარეს, ქვაბში სახელად „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ გეგმას, სახელწოდებით “ქართული ქარტია”, სადაც ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

მამუკა მდინარაძე

26 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

თამთა მეგრელიშვილი

26 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთიან პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან და არჩევნებზე ღია დესტრუქციისათვის ემზადებიან - ერთი პატრონისგან მართული ოპოზიცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთ ნავში ზის

„ამ ფონზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ამომრჩეველთა უმრავლესობას არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება, და პრეზიდენტის ასეთ პოლიტიკურ ფერისცვალებას ისტორია მოღალატეობას დაარქმევს“, - წერს მეგრელიშვილი.

ირაკლი კობახიძე

26 მაისი 2024, 22:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გვაქვს ამბიციური მიზანი, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია - კანდიდატებს შორის, თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება

კანდიდატებს შორის , თუკი რომელიმე ქვეყანა იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2030 წელს, პირველი ეს სწორედ ჩვენი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2024, 22:30

პოლიტიკა

რა წერია „ქართულ ქარტიაში“, რომელიც პრეზიდენტმა ხელმოსაწერად ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზა

სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გამოსვლისას გააკეთა. ის ქარტიაზე ხელმოწერას სთავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება მომავალ პარლამენტში იკისროს.

ლევან ნიკოლეიშვილი

26 მაისი 2024, 22:30

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა გვიმტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერ არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს ზურაბიშვილის სახით

ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას მერე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა გვიმტკიცებდნენ, რომ ის "მარად ცოცხალი" იყო, მისი გვამი დღესაც მავზოლეუმშია და მის დამარხვას არ აპირებენ... ზუსტად ასე გვიმტკიცებს ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერჯერობით არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც სულ ახლახან „ქართული ქარტიის“ სახით ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარი გზავნილები გაჟღერა, როგორც მეტყველებს ქართულად, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 მაისი 2024, 22:26

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ზურაბიშვილმა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქარტიაზე ხელმოწერა შესთავაზა. ქარტია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების გზაა, რადგან სისხლიანი რევოლუციის გეგმა გაიშიფრა და ჩავარდა

,,ქართული ოცნება“ დაიცავს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დაიცავს მამულს, ენას და სარწმუნოებას, დაიცავს ჩვენს ოჯახებს და შვილებს, გავაგრძელებთ ღირსებით სვლას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, დანარჩენს ისე როგორ 2012 წლიდან გადაწყვეტს მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი“, - წერს ბოჟაძე.

26 მაისი 2024, 22:23

პოლიტიკა

სისხლიანი 26 მაისი - „იმედის კვირის“ სიუჟეტი

სასტიკი ღამის, მომიტინგეების ალყაში მოქცევის და სადამსჯელო ოპერაციისთვის დათა ახალიამ და სხვა მაღალჩინოსნებმა დიდი პრემიები მიიღეს.

26 მაისი 2024, 22:15

პოლიტიკა

თბილისში გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა მორიგი აქცია მიმდინარეობს

თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სახელწოდებით „მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთან“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქვეყანას ევროპას აშორებს და გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ითხოვენ.

ზაალ ანჯაფარიძე

26 მაისი 2024, 22:15

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა

“ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთიანი პლატფორმის გაფორმებით კიდევ ერთხელ და მკაფიოდ დადასტურდა, რომ ეს კონგლომერატი წარმოადგენს გარედან მართულ ძალას, რომლის მიზანია ქვეყნის კონსტიტუციური განვითარების კალაპოტიდან ამოგდებაა და ხელისუფლებაში „ცალ ფეხზე მდგომთა“ მოყვანა”, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.