imedi /  10 სექტემბერი 2019, 17:30 / სანდო წყარო

ფეხბურთის გულშემატკივარი ირანელი ქალი, რომელმაც თავი დაიწვა, გარდაიცვალა

ირანი

ირანელი ფეხბურთის გულშემატკივარი ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ ცეცხლი წაიკიდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალმა თეირანში ფეხბურთის მატჩზე დასწრება გადაწყვიტა და ამისთვის კაცის სამოსში გამოეწყო, თუმცა ის იცნეს და დააკავეს. შემთხვევა მარტში მოხდა. საქმეზე გამოძიება დაიწყო, გასულ კვირაში დაგეგმილი იყო ამ საქმის სასამართლო პროცესი, თუმცა გადაიდო, ქალმა სწორედ ამის შემდეგ წაიკიდა ცეცხლი. 

ირანის ხელისუფლება ქალებს სტადიონებზე დასწრებას უკრძალავს. ამ ქალის შესახებ სოციალურ ქსელში ჰეშთეგი შეიქმნა სახელწოდებით "Blue Girl" ("ლურჯი გოგო"), ლურჯი კი იმიტომ რომ ეს ფერი ქალის საყვარელი საფეხბურთო კლუბის "ესტეგლალ თეირანის" ფერია.

ქალმა ციხეში სამი დღე გაატარა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს და 6 თვე სასამართლო პროცესს ელოდებოდა. მაგრამ როდესაც გასულ კვირაში სასამართლოში გამოცხადდა, მას აცნობეს, რომ მოსამართლე ოჯახთან დაკავშირებული საქმის გამო პროცესს ვერ წაიყვანდა. ქალი მოგვიანებით სასამართლოში ტელეფონის წასაღებად დაბრუნდა. ამ დროს, როგორც მედია წერს, ქალმა შემთხვევით ყური მოჰკრა საუბარს და გაიგო, რომ მას 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. 

სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ წაიკიდა ქალმა ცეცხლი სასამართლოს შენობასთან, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი კვირის შემდეგ მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. 

ყველა სიახლე

ჯეფრი ეპშტეინი

22 ნოემბერი 2019, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის გენპროკურორი ჯეფრი ეპშტეინის სიკვდილს შეცდომების სერიას აბრალებს

ამის შესხებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა. „მესმის იმ ადამიანების, ვინც ყველაზე ცუდი სცენარი წარმოიდგინა, რადგნ ეს შეცდომების იდეალური შტორმი იყო“, - განაცხადა ბარმა. მილიარდერმა თავი 10 აგვისტოს მოიკლა.

დაკავებულები

22 ნოემბერი 2019, 21:59

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულები გაათავისუფლეს

სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვიკინგები

22 ნოემბერი 2019, 21:47

კულტურა

ნორვეგიაში ვიკინგების კიდევ ერთი ხომალდი იპოვეს

„ამ აღმოჩენას შესაძლოა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდეს“, - განაცხადა ნორვეგიის კლიმატისა და ეკოლოგიის მინისტრმა ულა ულვესტუენმა. არქეოლოგების თქმით, ჯერ ადრეა გემის ზუსტ ასაკზე საუბარი, თუმცა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ის 1000 წელს მეტი ხნისაა.

NGC 6240

22 ნოემბერი 2019, 21:29

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ერთ გალაქტიკაში სამი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

გალაქტიკა NGC 6240 მზიდან 300 მილიონი მზის სინათლის მანძილზე მდებარეობს. სავარაუდოდ ის ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა. ამის გამო სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ ასეთი შერწყმის გამო გალაქტიკაში ორი ხვრელი იქნებოდა, მაგრამ დაკვირვების შედეგად მესამეც აღმოაჩინეს.

ერაყი

22 ნოემბერი 2019, 21:06

მსოფლიო

ერაყში მორიგ შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტყვიები გამოიყენა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.

Amnesty International

22 ნოემბერი 2019, 20:56

საქართველო

Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა, მის გატაცებას თვითნებური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხინვალის რეჟიმმა მას კომპენსაცია უნდა დაუნიშნოს. Amnesty International-ი ცხინვალის რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 20:40

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ზოიძის ინიციატივაზე უმრავლესობის სხდომაზე ვიმსჯელებთ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივაზე, რომელიც 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას ითვალისწინებს, უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ.

რომის პაპი ფრანცისკე

22 ნოემბერი 2019, 20:37

მსოფლიო

რომის პაპის აზრით ტექნოლოგიები და გლობალიზაცია ახალგაზრდებს უნიკალურობას ართმევს

82 წლის ფრანცისკემ ასეთი განცხადება ტაილანდში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ახალგაზრდებს წინაპრების მიერ შემონახული კულტურული ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ადგილობრივ ღირებულებებზე უარს საერთო, გლობალური მოდელის გამო უარს ამბობენ, რასაც სოციალური ქსელების განვითარება უწყობს ხელს.

სოხუმი სროლა

22 ნოემბერი 2019, 20:14

ძალოვნები

სოხუმში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სოხუმში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 3 კი დაშავდა. შემთხვევა რესტორან „სან-რემოსთან“ მოხდა. ცეცხლი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გახსნეს. მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

სილვიო ბერლუსკონი

22 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა

ინციდენტი ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში მოხდა. 83 წლის პოლიტიკოსმა ტრავმა მაშინ მიიღო, როცა მასთან ფოტოს გადაღების მსურველების სიმრავლის გამო ჭყლეტა დაიწყო. კონგრესის დასრულების შემდეგ ბერლუსკონი იტალიაში დაბრუნდა და შემოწმება მილანის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.

22 ნოემბერი 2019, 19:53

ტექნოლოგიები

ინჟინრებმა გამოიგონეს უსადენო კანი, რომელსაც შეხების შეგრძნების გადაცემა შეუძლია

მოხუცი ქალი ვიდეოკავშირის საშუალებით სხვა ქალაქში მყოფ შვილიშვილს ელაპარაკება. რაღაც მომენტში ბავშვი ბებიას გამოსახულებას ხელით ეფერება და ბებიაც რეალურ შეხებას გრძნობს; კაცი მხარის რობოტიზებული პროტეზით რიგრიგობით იღებს ჭიქას, მარკერს და სმარტფონს და მის სახეზე გაკვირვებული ღიმილი ჩნდება.

ტოდ ფილიპსი და ხოაკინ ფენიქსი

22 ნოემბერი 2019, 19:39

კულტურა

ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უარყო

ფილმის სპეციალურ ჩვენებაზე ფილიპსმა განაცხადა, რომ სტუდია Warner-ის ხელმძღვანელ ტობი ემერიხს არ შეხვედრია, შესაძლო სიქველზე საუბრები კი ამ ეტაპზე მხოლოდ საუბრებად რჩება. ინფორმაცია გაგრძელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „ჯოკერის“ შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

22 ნოემბერი 2019, 19:32

ძალოვნები

სუს-ი პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. უწყება ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება.

ოპერაციული ძალები

22 ნოემბერი 2019, 19:22

ძალოვნები

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლისაა

სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ და პარტნიორი პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ტაქტიკური გადაადგილების, ობიექტზე შეტევის, წმენდის, პერიმეტრის უსაფრთხოების, ევაკუაციის და ობიექტის განადგურების ამოცანები შეასრულეს.

პოლიტიკური რეკლამა

22 ნოემბერი 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Twitter-მა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აკრძალა

Twitter-ზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა ოფიალურად ამოქმედდა. ამიერიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ პროპაგანდის გამოქვეყნებას, რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებასა და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

მარი იოვანოვიჩი

22 ნოემბერი 2019, 19:07

მსოფლიო

ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინაში ყოფილი ელჩი, რომელმაც საელჩოში მისი სურათი არ ჩამოკიდა

„ელჩმა, რომელსაც ყველა ასე აქებდა, საელჩოში ჩემ ფოტოს არ ჩამოკიდა. ამისთვის მას ორი წელი დასჭირდა. საელჩოში აშშ-ის პრეზიდენტის სურათის დაკიდება სტანდარტია. ეს ქალი ანგელოზი არ არის, გასაგებია?“ - თქვა ტრამპმა. მარი იოვანოვიჩი ერთ-ერთია იმ 12 მოწმიდან, ვინც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესს ჩვენება მისცა.

22 ნოემბერი 2019, 18:58

ვიდეო

ხალდეში დაბრუნება

მიგრანტები საბერძნეთი

22 ნოემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

საბერძნეთი არასასურველი მიგრაციის აღსაკვეთად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთის თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი 800. ამასთან, გაიზრდება საზღვაო საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკის დახურვის შესახებ განაცხადა.

22 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

სუს-თან აქციაზე ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში მიმდინარე აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტვალი

22 ნოემბერი 2019, 18:18

კულტურა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა

1-ელიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს 19:30-ზე კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება.