საფრანგეთში, პარიზში ტრანსპორტის სფეროს მუშაკების გაფიცვის გამო, მეტროპოლიტენმა მუშაობა შეაჩერა. Le Figaro-ს ცნობით, პარიზის მეტრო 16 ხაზიდან 10 დაიხურა.
საფრანგეთის დედაქალაქში შეფერხდა ავტობუსების და ტრამვაის გადაადგილება. წარმოიქმნა საცობები. მოსახლეობა დღის განმავლობაში ველოსიპედებით გადაადგილდება.
გამოცემის ცნობით, პარიზში მასშტაბური გაფიცვის მიზეზი ემანუელ მაკრონის „საპენისო რეფორმა“ გახდა, რომელიც ერთიან საპენსიო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კანონპროექტის მოსმენა დაგეგმილია 2020 წელს.
ტრანსპორტის დარგის მუშაკების ასეთი მასშტაბური გაფიცვა პარიზში 2007 წელს შედგა. მაშინ ფრანგებმა უკმაყოფილება ნიკოლა სარკოზის საპენსიო რეფორმის მიმართ გამოხატეს.


