მალიში თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო: Twitter
მალის ცენტრალურ ნაწილში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ჯგუფები სამხედრო ბაზებს დაესხნენ თავს. შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
როგორც მალის მთავრობაში აცხადებენ, შეიარაღებული დაპირისპირებისას 15 ექსტრემისტიც დაიღუპა. თავდასხმები ბურკინა-ფასოს საზღვართან ახლოს ბულესკისა და მონდოროს დასახლებულ პუნქტებში მდებარე ბაზებზე განხორციელდა.
ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2023, 10:46
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილზე: ქართული საზოგადოების გულგრილობა სალომესნაირებს დღესაც იფარავს დისკომფორტისაგან და სწორედ მისნაირ ამორალურებს აძლევს უფლებას, არა მარტო ჭკუა დაერიგებინა საზოგადოებისთვის, არამედ მორალიც ესწავლებინა
მართალია, საქართველოში დღეს აღარც დიქტატურაა აღარც მისთვის დამახასიათებელი ზემოხსენებული მოვლენები, მაგრამ საზოგადოება მაინც ვერ ახერხებს მორალური კრიტერიუმების დაწესებას ისე, რომ სირცხვილად და მიუღებლად ითვლებოდეს ამორალური ქცევები - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

07 დეკემბერი 2023, 10:45
მსოფლიო
ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სროლისას 4 ადამიანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი ევროპარლამენტარის თანაშემწე დაიჭრა. ამის შესახებ Politico წერს.

07 დეკემბერი 2023, 10:38
რეგიონი
კორშა-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (სოფ. კორშა-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2023, 10:36
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონებები - ბათუმში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე მიწის ნაკვეთი

07 დეკემბერი 2023, 10:36
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უკვე წლებია ეფექტიანი კომუნიკაცია და თანამშრომლობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

07 დეკემბერი 2023, 10:31
მსოფლიო
პერუს ექსპრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა
პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ქალაქ ლიმას ციხესთან 85 წლის ფუხიმორის ასობით მხარდამჭერი დახვდა. პერუს საკონსტიტუციო სასამართლომ აღადგინა შეწყალება, რომელიც 6 წლის წინ პრეზიდენტმა პაბლო კუჩინსკის გამოსცა.

07 დეკემბერი 2023, 10:17
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ხაბეიშვილისთვის მნიშვნელოვანი არ არის საკუთარი პარტიის წევრები და თანამდებობის პირებიც კი და როგორ შეიძლება მისთვის იყოს მნიშვნელოვანი საქართველო და საქართველოს საზოგადოება?!
„ბრენდი, რასაც ჰქვია „5 ნომერი“, ესაა რაც აინტერესებს კეზერაშვილს. პრინციპში, ეს მისმა შვილობილმა ხაბეიშვილმა თქვა პირდაპირ, რომ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დატოვებსო [პარტიას], მე ხომ ვარ „5 ნომრის“ თავმჯდომარეო. ეს არის მისთვის მთავარი“

07 დეკემბერი 2023, 10:13
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: კეზერაშვილის „ჭიანურზე“ ცეკვავენ ახლა ეს ადამიანები, მაგრამ ამ ცეკვა-ცეკვაში კისერი მოიტეხეს
„ბოროტი განზრახვებით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც თავისი შექმნის დღიდან ებრძვის თავის ქვეყანას, ებრძვის საკუთარ ხალხს, ყოველთვის ისეთი სახით დაასრულებენ თავიანთ მოღვაწეობას, როგორც ახლა ასრულებენ“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

07 დეკემბერი 2023, 10:10
პოლიტიკა
დავით ლაგვილავა: ის, რაც „ნაცმოძრაობაში“ დღეს ხდება, არის შედეგი იმ მავნებლური და არასწორი ნაბიჯებისა, რასაც ლევან ხაბეიშვილი და ახალი მენეჯმენტი დგამენ
„ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ლაგვილავა აცხადებს, რომ ის, რაც პარტიაში დღეს ხდება, არის შედეგი იმ მავნებლური და არასწორი ნაბიჯებისა, რასაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და ახალი მენეჯმენტი დგამენ.

07 დეკემბერი 2023, 10:01
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, ახლახან საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ეს პოზიტიური ნიშანია
სამხრეთ კავკასიაში არსებობს შანსი, დაიწყოს კონსულტაციები რეგიონული ინტეგრაციისთვის, პირველი კონსულტაციები ახლახან გაიმართა საქართველოში- ერთ-ერთი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერები შეხვდნენ ერთმანეთს, ვფიქრობ, ეს პოზიტიური ნიშანია,- ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 09:52
პოლიტიკა
ილჰამ ალიევი: ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში
ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას, როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 09:46
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
7 დეკემბერს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

07 დეკემბერი 2023, 09:27
მსოფლიო
პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტებს განაგრძობს. არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ პუტინი საუდის არაბეთში ჩავიდა. ერ-რიადში ის საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. მხარეებმა ჰამას-ისრაელის ომი, ნავთობის ფასები და უკრაინის კონფლიქტი განიხილეს.

07 დეკემბერი 2023, 09:19
LIVE ისრაელი
ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია
ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, ხან-იუნისში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეფერხებულია. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა სააგენტოს ცნობით, ერთადერთი პროვინცია, სადაც ამჟამად დახმარების შეტანაა შესაძლებელი, ეგვიპტის საზღვართან მდებარე რაფაჰია. ჩრდილოეთ ღაზაში კი ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა 1-ელი დეკემბრიდან მთლიანად არის შეჩერებული.

07 დეკემბერი 2023, 09:00
LIVE ისრაელი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის 62-ე დღეს
ომის 62-ე დღე. ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ჩრდილოეთ ღაზის პარალელურად, სახმელეთო ოპერაცია ანკლავის სამხრეთ ნაწილშიც ტარდება. ბოლო 4 დღის განმავლობაში „ცაჰალმა“ „ჰამასის“ 800-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა. აღმოჩენილია იარაღის უმსხვილესი საწყობი, რაკეტები, ჭურვები, ნაღმები და უპილოტო საფრენი აპარატები.

07 დეკემბერი 2023, 08:50
მსოფლიო
ნევადის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს ცეცხლი გაუხსნეს და ის ლიკვიდირებულია. ლას-ვეგასის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, კევინ მაკმაჰილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათ მოტივის შესახებ არაფერი იციან. ადგილობრივ პოლიციას გამოძიებაში დახმარებას უწევენ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო (ATF).

07 დეკემბერი 2023, 08:41
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია დამტკიცდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რათა საქართველო სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი
მოხარული ვარ, რომ საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური რეკომენდაცია იქნება დამტკიცებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმისთვის, რომ საქართველო ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს არის საქართველოს კუთვნილი ადგილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 08:33
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უნდა შეიზღუდოს და მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე
საკითხი ეხება იმას, რომ შეიზღუდოს, მინიმუმამდე დავიდეს მოჭარბებული გავლენის მქონე პირების ზემოქმედება საარჩევნო პროცესზე, - პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

07 დეკემბერი 2023, 08:18
საზოგადოება
რობინ დანიგანი: ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით
ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

07 დეკემბერი 2023, 08:00
პოლიტიკა
პარტიების დაფინანსების წესებში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ
ცვლილება პარტიების დაფინანსების წესებში - კანონპროექტის ირგვლივ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. ცვლილების მიხედვით პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსურ და მატერიალურ შემოწირულებას ვეღარ მიიღებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციით ხორციელდება და ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის და 2024 წლის არჩევნებისთვის.