imedi /  07 ოქტომბერი 2019, 11:22 / სანდო წყარო

AP: ტრამპის მოკავშირეები უკრაინული „ნატფოგაზის“ ხელმძღვანელობის შეცვლა სცადეს

ნაფტოგაზი

ამერიკელი ბიზნესმენების ჯგუფი და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის დონორები უკრაინული კომპანია "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელობის შეცვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც AP წერს, მათ "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელობის შეცვლა იმიტომ სურდათ, რომ შემდგომში უკრაინულ კომპანიას მომგებიანი კონტრაქტები ტრამპის მოკავშირეების ფირმებთან გაეფორმებინა. სააგენტოს ინფორმაციით, ამაში მონაწილეობდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაბადებული და ფლორიდაში მცხოვრები ბიზნესმენები ლევ პარნასი და იგორ ფრუმანი, ასევე ნავთობმაგნატი ფლორიდიდან ჰარი სარჟიანტ მესამე. AP-ი წერს, რომ ამ სამივე ადამიანს კავშირები აქვს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მის პირად ადვოკატთან რუდი ჯულიანთან.

ამერიკელი ბიზნესმენების გეგმა ჩავარდა მას შემდეგ, რაც პოროშენკო ზელენსკისთან არჩევნებში დამარცხდა. როგორც AP-ი წერს, ამ საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრთან რიკ პერისთანაც გაიმართა, რომელიც მაისში კიევში ინაუგურაციაზე ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული. 

25 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. ამის მიზეზი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი გახდა, რომელშიც თეთრი სახლის მეთაური კოლეგას აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა. დემოკრატი ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება. 

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

01 აპრილი 2023, 20:56

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვერ ეღირსებით საქართველოში BLM-ის მსგავსი Nazzie Lives Matter-ს ტალღის აგორებას, სრული განუკითხაობით, ანარქიით, ძალადობით, მოროდიორობით და შერჩევითი დაუსჯელობით

ქართული FARA თუ „რუსული კანონია„, „მოლოტოვის კოქტეილიც“ ალბათ მაკურნებელი ძალის მქონე „ფრანკლინის მიქსტურად“ იქნება შერაცხული. არც ერთმა „დაუძინებელმა მეგობარმა" არც გაბედოთ ამ ძალადობის „გაპრავება"! - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ქრონიკის“ ექსკლუზივს, სადაც საუბარია, როგორ მზადდებოდა ,7,8, 9 მარტის აქცია.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 20:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის

ჩემთვის სანატრელი და საბოლოო მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამ მიზნის მისაღწევად ყველა ნაბიჯი, რაც უნდა გადავდგათ, უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის - ეს არ არის მოკლე და მარტივი გზა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 აპრილი 2023, 20:35

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი პრეზიდენტზე: ეს იყო გაბრაზებული გამოსვლა, სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა

დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილის შეფასებას ალბათ, იმ ნაწილში, რომ ეს იყო პრეზიდენტის გაბრაზებული გამოსვლა, თუმცა ვერ დავეთანხმები მაინც და მაინც სახელმწიფოს მეთაურის შეფასებაში, რადგან სახელმწიფოს მეთაურის ხედვა ამ გამოსვლას ნამდვილად აკლდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად“ განაცხადა.

01 აპრილი 2023, 20:27

მსოფლიო

რუმინეთში კომპანია „როშენის“ სატვირთო დააკავეს, რომელშიც 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს

დეკლარაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კომპანიას ტკბილეული გადაჰქონდა, მაგრამ სატვირთოს დათვალიერების შემდეგ, იქ 4 მილიონი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ლევან დავითაშვილი; ჟამშიდ ხოჯაევი

01 აპრილი 2023, 20:15

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს შეხვდა

უზბეკეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპების გაძლიერებას. გამოვთქვამ იმედს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის წარმატებით ჩატარება კიდევ უფრო დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარებას მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ტაშკენტში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

01 აპრილი 2023, 19:42

სპორტი

ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია

+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23

საზოგადოება

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

01 აპრილი 2023, 18:31

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

01 აპრილი 2023, 18:17

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

თბილისის ტაქსი

01 აპრილი 2023, 18:00

საზოგადოება

დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია

თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.

01 აპრილი 2023, 17:58

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აგრესორი ქვეყნის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ, თუმცა მორიგეობის პრინციპით, თავმჯდომარის უფლებამოსილება აპრილში რუსეთს გადაეცემა.

01 აპრილი 2023, 17:37

მსოფლიო

კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი პავლე სასამართლოში მიიყვანეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევ-პეჩორის ლავრა მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, თუმცა სამონასტრო კომპლექსიდან გასვლაზე უარს ამბობდნენ და ლავრის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ.

01 აპრილი 2023, 17:36

სამართალი

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

01 აპრილი 2023, 17:26

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში. ომის 402-ე დღე

პარალელურად, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 30-მდე შეტევა განახორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

სალომე ზურაბიშვილი

01 აპრილი 2023, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

„პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

01 აპრილი 2023, 17:23

პოლიტიკა

რას წერდნენ ერთმანეთს 7-8 მარტის აქციის მონაწილეები - „ქრონიკის“ ექსკლუზივი

ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.

ლევან ხაბეიშვილი

01 აპრილი 2023, 17:14

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

„საინფორმაციო შეხვედრები გვექნება კახეთში, ხვალ ქუთაისში და ასევე შიდა ქართლში. 9 აპრილს მთელი საქართველოდან ევროპული მომავალი ვისაც სურს, ანტიპუტინისტებმა, ანტირუსებმა, მოიყარონ თავი დედაქალაქის ცენტრში. ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ამას საზოგადოება კარგად ნახავს. ევროპული მომავალი სურს არა თუ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

01 აპრილი 2023, 16:56

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ანდრია გვიდიანი

01 აპრილი 2023, 16:41

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისზე: ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა?

ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი? - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.