imedi /  07 ოქტომბერი 2019, 17:10 / სანდო წყარო

ქურთებმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს

თურქეული ჯარი სირიაში

ქურთული დაჯგუფებები სირიიდან ამერიკული ჯარის გასვლას ღალატად მიიჩნევენ. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერმა ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა. 

აქამდე ქურთული შენაერთები სირიაში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო. ისინი ამერიკელებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებოდნენ. თუმცა თურქეთი ამ დაჯგუფებებს ტერორისტებად მიიჩნევს და მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას აპირებს. 

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიღებული გადაწყვეტილება Twitter-ის გვერდზე განმარტა. „დროა გამოვეთიშოთ ამ სასაცილო, დაუსრულებელ ომებს და ჩვენი ჯარისკაცები სახლში დავაბრუნოთ. იქ ვიბრძოლებთ, სადაც ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება და მხოლოდ გამარჯვებისთვის“, - დაწერა ტრამპმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დღეს დაიწყო. ასე ვაშინგტონი თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს.

ყველა სიახლე

10 აპრილი 2020, 10:19

COVID19

კორონავირუსის წინააღმდეგ გაეროს გლობალურმა გეგმამ $400 მილიონამდე მოაგროვა

ამ გეგმის შესახებ, რომლის მიზანი ვირუსთან საბრძოლველად 2 მილიარდი დოლარის შეგროვებაა, გუტერეშმა 25 მარტს განაცხადა. გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანობისკენ მოუწოდა.

ვანი

10 აპრილი 2020, 10:13

COVID19

ვანის მუნიციპალიტეტში 15 ათასამდე ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა

„ვანის მუნიციპალეტიტში საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, ინფიცირებულებთან ყველაზე ახლო კონტაქტებთან სინჯები ავიღეთ. მთლიანად ვანის მუნიციპალიტეტში სულ 15 ათასამდე ადამიანმა თერმოსკრინინგი გაიარა. მთლიანი მუნიციპალუტეტის სკრინინგს ორ დღეში დავასრულებთ“, - აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

მოსკოვი

10 აპრილი 2020, 10:00

COVID19

მოსკოვში კორონავირუსი 8 მღვდელს დაუდასტურდა

მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა. რუსული მედიის ცნობით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აქვს, თუმცა მათი დიაგნოზი ჯერ არ არის ცნობილი. 3 მღვდელის ინფიცირების შესახებ ინორმაცია მედიაში 6 აპრილს გავრცელდა.

ჯანმო

10 აპრილი 2020, 09:52

COVID19

100 დღე გავიდა, რაც ჯანმომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ პირველად მიიღო ინფორმაცია

100 დღე გავიდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციამ ჩინეთში ინფიცირების შესახებ პირველად მიიღო ინფორმაცია. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა Twitter-ზე დაწერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოესი დღეების განმავლობაში სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ განახლებულ გეგმას წარადგენს.

ალექსანდრე გოგინავა

10 აპრილი 2020, 09:48

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ხვალ დილამდე რამდენიმე გამოჯანმრთელებული გვეყოლება

ინფექციურში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, ერთი კრიტიკულია, თუმცა დინამიკაში მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე არიან ახალი პაციენტები, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს.

გლდანი

10 აპრილი 2020, 09:26

COVID19

გლდანში, დევნილთა კომპაქტური დასახლება კორონავირუსის შემთხვევის გამო რამდენიმე დღეა კარანტინშია

ადგილზე ვითარებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები გაეცნენ. დევნილ მოსახლეობას მათ პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტები გადასცეს.

ზუგდიდი

10 აპრილი 2020, 09:20

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი რჩება

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი რჩება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ცხელების 7 ცენტრი ფუნქციონირებს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 272 ადამიანი იმყოფება.

10 აპრილი 2020, 09:13

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკას, ამჟამად სტაციონარში 69 პაციენტი მკურნალობს, აქედან 56 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 6 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. ორი ორსული ქალის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

10 აპრილი 2020, 09:00

COVID19

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება

ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომლებზეც ორი დღით ადრე დაიწყება ბილეთების გაყიდვა. უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონიდან და ვარშავიდანაც შესრულდება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ავიარეისებს ასრულებს ჯორჯიან ეარ-ვეისი. სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოში უკვე დაბრუნდა 5-ათასამდე მოქალაქე. ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

10 აპრილი 2020, 08:51

COVID19

79 მოზარდი ამერიკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

სპეცრეისი შტატების მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდება. ცნობილია, რომ ამავე რეისით საქართველოში ჩამოიყვანენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსაც, სულ 35 ბავშვს. პრემიერი დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

კოორნავირუსი

10 აპრილი 2020, 08:46

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან დღეს ჩამოიყვანენ

სტამბოლში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დღეს დააბრუნებენ. მას კორონავირუსი სტამბოლში დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

10 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

53 წლის კაცი თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. კაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. პაციენტი, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერია.

10 აპრილი 2020, 08:38

COVID19

კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 18 ადამიანის პასუხს ელოდებიან

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა. ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი დღეს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მათი ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრების იზოლირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან შვიდს პნევმონია აქვს

51 გამოჯანმრთელებული, 218 ინფიცირებული, 410 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ოთხი ათას 829 კარანტინის რეჟიმში და 3 გარდაცვლილი - ასეთია ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება საქართველოში.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია. ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება. ამ დროისათვის ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ. ანალიზები აღებულია და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ჭიათურა

10 აპრილი 2020, 08:16

COVID19

ზესტაფონის და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზესტაფონსა და ჭიათურაში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

ჯორჯ ქლუნი

10 აპრილი 2020, 08:05

COVID19

ჯორჯ და ამალ ქლუნებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ დოლარზე მეტი გაიღეს

500-ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდი Motion Picture and Television და ამერიკელ მსახიობთა პროფკავშირები მიიღებს. დარჩენილი თანხა კი წყვილი ფონდ Los Angeles Mayors-ში გადარიცხავს, რომელიც მედიკოსებს, უსახლკაროებსა და ხანდაზმულებს ეხმარება.

10 აპრილი 2020, 07:55

COVID19

ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავება გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება. დაიწყო ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია.

10 აპრილი 2020, 01:07

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

10 აპრილი 2020, 01:00

COVID19

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ვიდეო

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ამის ამსახველ ვიდეოს skynews ავრცელებს.