Blizzard-ს ჰონგ-კონგის აქციის მხარდამჭერი გეიმერის დისკვალიფიკაციის გამო ყველა აკრიტიკებს. ისტორია
ჩუნ ნგ ვაი
ფოტო: Blizzard
ონლაინ თამაშის Hearthstone-ის პროფესიონალ მოთამაშეს ჩუნ ნგ ვაის (blitzchung), რომელსაც ჰონგ-კონგის აქციების მხარდაჭერის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მხარდაჭერა სხვა მოთამაშეებმა, ამერიკელმა სენატორებმა და თავად კომპანია Blizzard-ის თანამშრომლებმა გამოუცხადეს.
ჩუნ ნგ ვაისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებამ და ფულად ჯილდოებზე წვდომის შეზღუდვამ მოთამაშე საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და ბევრმა ბოიკოტი გამოუცხადა Hearthstone-ის შემქმნელ Blizzard-ს.
თავად Blizzard-ს მკაფიოდ გაწერილი ღირებულებები აქვს, რომელთა შორის ერთერთიც არის: "ჩვენთვის მთავარია თითოეული ხმა". ეს ღირებულებები არამარტო ვებგვერდზეა აღწერილი, არამედ გამოსახულია იმ ფირფიტებზე, რომლებიც კომპანიის შტაბის შესასვლელთან ქალაქ ირვაინში მდებარეობს.
blitzchung-თან დაკავშირებული ინცინდენტის შემდეგ, Blizzard-ის ერთ-ერთი თანამშრომელი არ დაეთანხმა კომპანიის პოლიტიკას და კომპანიის წინ ამოტვიფრულ დევიზს "იფიქრე გლობალურად" ქაღალდები დააწება. ამის შესახებ Twitter-ზე, კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა, კიბერსპორტული ღონისძიებების წამყვანმა კევინ ჰავდესტადმა დაწერა.
Not everyone at Blizzard agrees with what happened.
— Kevin Hovdestad (@lackofrealism) October 8, 2019
Both the "Think Globally" and "Every Voice Matters" values have been covered up by incensed employees this morning. pic.twitter.com/I7nAYUes6Q
ჩუნ ნგ ვაის მხარდაჭერას უცხადებენ კიბერსპორტის მოთამაშეებიც. Hearthstone-ის ჩემპიონატის დროს ამერიკელმა და კანადელმა მოთამაშეებმა პლაკატი გაშალეს, წარწერით: "თავისუფლება ჰონგ-კონგს, ბოიკოტი Blizzard-ს".
მხარდაჭერის გამოსახატად და პროტესტის ნიშნად World of Warcraft-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, გეიმდიზაინერმა მარკ კერნმა თამაში წაშალა. Twitter-ზე მან განმარტა თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომელმაც მომავალში შესაძლოა სამუშაოსთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას.
This hurts. But until Blizzard reverses their decision on @blitzchungHS I am giving up playing Classic WoW, which I helped make and helped convince Blizzard to relaunch. There will be no Mark of Kern guild after all.
— Mark Kern (@Grummz) October 9, 2019
Let me explain why I am #BoycottBlizzard
მარკ კერნის თქმით, ის ტაივანში დაიბადა, ჰონგ-კონგში გაიზარდა და დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთში სათამაშო ბიზნესში იყო ჩართული. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ჩინურ კომპანიებს უზარმაზარ სუბსიდიებს აძლევს, მათ შორის თამაშების შემქმნელი ამერიკული სტუდიების აქციების შესაძენად (Activision Blizzard-ის 4.9 პროცენტის მფლობელი ჩინური Tencent-ია).
კერნი ირწმუნება, რომ სათამაშო ინდუსტრია კორუმპირებული გახდა: მას ქრთამის სახით ორ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ იმისთვის, რომ მის კომპანიას ჩინეთისგან ინვესტიციები მიეღო. კერნი წერს, რომ მან დაინახა როგორ სთავაზობდნენ ამერიკელ გამომცემლებს ქრთამს უმაღლესი AAA კლასის თამაშებზე უფლებების მიღების სანაცვლოდ. ამასთან კერნის თქმით, ზოგმა ქრთამზე უარი არ თქვა. გეიმდიზაინერის თქმით, ის ყველაზე ნაკლებად მოელოდა, რომ Blizzard-ი ჩინეთის მოთხოვნებს დაეთანხმებოდა, რადგან კომპანიას, მისი თქმით ჰქონდა დევიზი "მოთამაშე უპირველეს ყოვლისა" და "არ იყო ხარბი". "ერთია, რომ არ აურიო ერთმანეთში პოლიტიკა და თამაში, რასაც მე მხარს ვუჭერ; ხოლო მეორეა - იმ ადამიანების არაკეთილსინდისიერად და მკაცრად დასჯა, ვინც კორუფციის, ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე თავისუფლად და ღიად საუბრობს", - თქვა გეიმდიზაინერმა მარკ კერნიმ.
ჩუნ ნგ ვაისთვის ლიცენზიის შეჩერების შემდეგ, გეიმერები Blizzard-ის საყვარელ თამაშებს შლიან. Reddit-ის განყოფილებაში, რომელიც Blizzard-ის თამაშებს - Overwatch, Starcraft, Hearthstone და World of Warcraft-ს ეძღვნება, ბოიკოტის შემცველი მესიჯები გამოჩნდა - გეიმერები უარს ამბობენ მათთვის ყველაზე საყვარელ თამაშებზე. Twitter-ზე ჰეშთეგით #BoycottBlizzard (ბოიკოტი Blizzard-ს) ამ შინაარსის ბევრი პოსტი დევს, რომლითაც ჰონგ-კონგის პროტესტს უჭერენ მხარს.
მომხმარებლების პროტესტის კიდევ ერთ ფორმად Blizzard-დან პირადი მონაცემების წაშლა გახდა. ამასთან, Twitter-ზე წერენ, რომ კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერა უარს აცხადებს მომხმარებელთა მონაცემების "გაუგებარი მიზეზის" გამო წაშლაზე - ზოგ მომხარებელს პასპორტის ფოტოსაც სთხოვენ, რათა დაადასტურონ წაშლაზე მოთხოვნა.
Reddit-ის მომხმარებლებმა Blizzard-ისთვის ახალი ლოგოტიპიც შექმნეს, ასევე მიმით დასცინეს.
Blizzard unveils new logo from r/Blizzard
This is why I love r/HighQualityGifs! Eat your heart out #Blizzard. pic.twitter.com/I6jW5UKjg7
— Ghostlight (@GhostlightTV) October 8, 2019
blitzchung-ისთვის დისკვალიფიკაციის მიცემის შემდეგ Blizzard-ი ამერიკელმა სენატორებმაც გააკრიტიკეს. დემოკრატ რონ უაიდენის განცხადებით, Blizzard-მა "აჩვენა, რომ მზად არის თავი დაიმციროს ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინაშე". მან დასძინა, რომ არცერთი ამერიკული კომპანია არ უნდა დაემორჩილოს ცენზურას.
რესპუბლიკელმა მარკო რუბიომ კი განაცხადა, რომ ჩინეთის სიტყვის თავისუფლებაზე ჩასახშობად, დასავლეთ ბაზარზე თავის გავლენას იყენებს.
სკანდალში სხვა სათამაშო კომპანიებიც ჩაერთნენ. კარტის თამაშების შემქმნელმა Gods Unchained-მა დისკვალიფიცირებული მოთამაშის blitzchung-ის მხარდაჭერა გადაწყვიტეს და განაცხადეს, რომ ჩუნ ნგ ვაის გადაუხდიან იმ საპრიზო თანხას, რომელიც Blizzard-მა ჩამოართვა. კომპანია Epic Games-მა, რომელსაც ონლაინ-შუტერი Fortnite ეკუთვნის, განაცხადა, რომ ის პოლიტიკური პოზიციების გამოხატვაში მოთამაშეებს და სტრიმერებს ხელს არ შეუშლის. Epic Games-ის განცხადება საინტერესო იმით არის, რომ კომპანიის 40% ჩინურ Tencent-ს ეკუთვნის, რომელიც Activision Blizzard-ის 4%-იანი წილის მფლობელიცაა.
ამ ყველაფრის ფონზე კი კომპანია Blizzard-ი დუმს. ბოლო განცხადება რაც მათ გააკეთეს მოთამაშისთვის დისკვალიფიკაციის მიცემას შეეხებოდა.
ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.
რატომ არ წყდება პროტესტი ჰონ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია? - წაიკითხეთ ბმულზე.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.
12 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
ანდრაშ ლასლო: ავტომწარმოებლები ამცირებენ სამუშაო ადგილებს, რიგ შემთხვევებში კი მთლიანად ხურავენ საწარმოებს - იმ საწარმოებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გერმანული და ზოგადად ევროპული წარმოების ხერხემალს წარმოადგენდნენ
ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასო „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპულ, მათ შორის გერმანულ ავტოწარმოებაში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
12 ივლისი 2026, 22:35
მსოფლიო
გერმანული ეკონომიკის კრიზისი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
სტაგნაციის, ენერგეტიკული კრიზისისა და სამრეწველო-ფინანსური გამოწვევების გამო გერმანული ავტოგიგანტები ერთმანეთს მიყოლებით მძიმე გადაწყვეტილებებს იღებენ - „მერსედესი“ ხელფასებს ამცირებს, „ფოლკსვაგენი“ კი ათასობით თანამშრომელს ათავისუფლებს.
12 ივლისი 2026, 22:28
მსოფლიო
ტომაშ ფროელიხი: ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ - ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 22:25
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ შესაბამისი ინვესტიციები იმისთვის, რომ სრულად მოეწყოს საზღვაო ნავსადგურის ის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა, რომელიც შემდგომ უკვე მზად დახვდება ინვესტორებს და სატერმინალო ოპერატორებს
ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, მოიცავს როგორც ნავსადგურის ძირითადი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო აიღებს თავის თავზე, ხოლო შემდგომ დაახლოებით 400 მილიონი იქნება პროპორციულად გადანაწილებული იმ აქტორებზე, რომლებიც განახორციელებენ სატერმინალო ოპერირებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება.
12 ივლისი 2026, 22:20
პოლიტიკა
დებატების ეფექტი - ჯანსაღი დისკუსიის სატელევიზიო ოთხი თვე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ის, რომ დებატები და ჯანსაღი დისკუსია აუცილებელია, ეს ნათლად აჩვენა „იმედის“ ახალმა პროექტმა, რომელიც ახალი სეზონიდან კვლავ გაგრძელდება.
12 ივლისი 2026, 22:08
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო: ქალაქ თელავში 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
12 ივლისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში
პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.


