imedi /  13 ოქტომბერი 2019, 19:04 / სანდო წყარო

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ტუნისი

ტუნისი

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება იმ ორ კანდიდატს შორის უწევთ, რომლებიც წინასაპრეზიდენტო პერიოდში „აუტსაიდერებად“ მიიჩნეოდნენ და პოლიტიკურ სისტემასთან კავშირი თითქმის არ ჰქონიათ: სამართლის პროფესორსა და მედიამაგნატს შორის. ამის შესახებ BBC წერს.

56 წლის მედიამაგნატმა ნაბილ კარუიმ საარჩევნო კამპანია ციხიდან აწარმოა, სადაც ის ფულის გათეთრების და თაღლითობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის ბრალს უარყოფს. სასამართლომ კარუი ოთხი დღის წინ გაათავისუფლა პატიმრობიდან. მან საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 15.6%-ით მეორე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი კი პირველ ტურში 61 წლის სამართლის პროფესორმა კაის საიდმა მიიღო - 18.4%. მას ზედმეტ სახელად "რობოტს" ეძახიან. საიდმა წინასაარჩევნო კამპანია ყოველგვარი რეკლამის გარეშე აწარმოა. როგორც BBC წერს, მისი მთავარი მესიჯი იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და გამთლიანება, რომლის სამიზნე აუდიტორიაც ახალგაზრდა ამომრჩეველია. 

ტუნისის პრეზიდენტობისთვის პირველ ტურში 26 კანდიდატი იბრძოდა.

ყველა სიახლე

12 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

დუბაი დატბორილი

12 ნოემბერი 2019, 20:55

მსოფლიო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა. ვიდეო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყალი ძლიერი ნაკადით ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.

12 ნოემბერი 2019, 20:51

საქართველო

მოქალაქემ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა

მოქალაქემ პარლამეტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა, როგორც მან თქვა, ამ ქმედებით პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. კონკრეტულად რას გულისხმობდა პატრიარქის შეურაცხყოფაში მოქალაქეს არ უთქვამს.

სასამართლო

12 ნოემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

ტაილანდში პოლიციის გადამდგარმა გენერალმა სასამართლოში ორი ადამიანი მოკლა

შემთხვევა ჩანთხაბურის პროვინციის სასამართლოში მოხდა, სადაც მიწის ნაკვეთის საკუთრების საქმე განიხილებოდა. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები დარბაზში მოსამართლეს ელოდებოდნენ, რომელსაც 10-წლიან დავაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

პროპორციული არჩევნები

12 ნოემბერი 2019, 20:29

საქართველო

პარლამენტთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია „არ გაბედო“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით "არ გაბედო!". აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, პარლამენტში დღეს გამოიკვეთა, რომ "უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია".

მატეუშ მორავეცკი

12 ნოემბერი 2019, 20:10

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა გადადგა

460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ჰონგ-კონგი

12 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

შეტაკებას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც არეულობამ ქალაქი "სრული დაშლის ზღვარზე" მიიყვანა. დემონსტრატები გუშინ აქციის მონაწილისთვის პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს აპროტესტებდნენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 19:40

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ

"ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ. ამის მიზეზი კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს.

ნიკა მელია

12 ნოემბერი 2019, 19:24

საქართველო

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობენ

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, სადაც მალე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება. ნიკა მელიას განცხადებით, მას სურს დაესწროს სხდომას, სადაც ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

12 ნოემბერი 2019, 18:56

საქართველო

პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს, რომელსაც 200 000 მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

ავარია მსხვერპლი

12 ნოემბერი 2019, 18:54

ძალოვნები

საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვა

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. რო­გორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დროშა ვერ დაკიდენ

12 ნოემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

ქუთაისის მერიამ დროშა ვერც მეოთხე მცდელობით დაკიდა

წინა სამი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ქუთაისის მერიას დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგი შესწავლილი არ ჰქონია. მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ მეოთხე, 5 000-ლარიანი ტენდერი სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა.

Volkswagen

12 ნოემბერი 2019, 18:39

მსოფლიო

Volkswagen-ის 4 მოქმედ და ყოფილ ტოპმენეჯერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

გერმანიის პროკურატურა კომპანია Volkswagen-ის ხელმძღვანელს, მის წინამორბედს და ბორდის კიდევ ორ ყოფილ წევრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, 2011-2016 წლებში ეჭვმიტანილები Volkswagen-ის საწარმოო საბჭოს წევრებს გადაჭარბებულ ხელფასს და პრემიებს უხდიდნენ.

ნიკ ბატერი მარათონი

12 ნოემბერი 2019, 18:30

სპორტი

ბრიტანელმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა

ბრიტანელი ნიკ ბატერი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის მორბენალის გამოწვევის მიზეზი კი ქველმოქმედება გახდა. ბატერმა დიდი ბრიტანეთის პროსტატის კიბოს ცენტრისთვის 65 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

ვენეცია

12 ნოემბერი 2019, 18:20

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმის შედეგად ვენეციის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა

ვენეციაში გადაუღებელი წვიმის გამო, ბევრი მაღაზია და კაფე დაიტბორა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დატბორილია ქალაქის ცენტრი და წმინდა სან მარკოს მოედანი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით საბავშვო ბაღები დაკეტა. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სამშაბათს საღამოს კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი,

მამა ნექტარიოს მჭედლიძე

12 ნოემბერი 2019, 18:12

საქართველო

მამა ნექტარიოსი: მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს

მამა ნექტარიოს მჭედლიძე აცხადებს, რომ ის მზადაა ავტოავარიაში დაღუპულ შაკო ბარამიძეს წესი აუგოს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. მამა ნექტარიოსის თქმით, ის "აუგებს წეს თუნდაც ჯვრის დადება მოუწიოს ტრაპეზზე". გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

პედრო სანჩესი პაბლო იგლესიასი

12 ნოემბერი 2019, 18:03

მსოფლიო

ესპანეთში სოციალისტები და პარტია Podemos-ი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებენ

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა პედრო სანჩესმა და მემარცხენე პარტია Podemos-ის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს.

დისნეი

12 ნოემბერი 2019, 17:48

ტექნოლოგიები

Disney+-მა მაუწყებლობა ხარვეზებით დაიწყო

სტრიმინგ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 7500-მდე საჩივარი მიიღო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ისინი ვერ გადიან ავტორიზაციას, ასევე შეფერხებებია მაუწყებლობაშიც. სირთულეები ძირითადად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მომხმარებლებს აქვთ.

ვანო ზარდიაშვილი

12 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა

„ქართული ოცნების“ წევრს ვანო ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა. ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა. ზარდიაშვილს პარლამენტში თემურ გოცირიძე შეცვლის.