imedi /  15 ოქტომბერი 2019, 20:23 / სანდო წყარო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

კონსტანტინ ზატულინი

კონსტანტინ ზატულინი

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

ვიზიტის შესახებ განმარტებას აკეთებს თავად ზატულინიც. დეპუტატის თქმით, მთიან ყარაბაღში ის საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელსაც ამერიკელი სენატორებიც ესწრებოდნენ.
 

ყველა სიახლე

03 აპრილი 2020, 14:18

COVID19

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პაატა იმნაძე

03 აპრილი 2020, 14:15

COVID19

პაატა იმნაძე: როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე

საკარანტინო ზონა დღეს მთელი საქართველოა და ყველგან მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები, ამიტომ კიდევ თუ იქნება მისაღები დამატებითიზომები მისაღები, ეს არ შეეხება ლოკალურად დასახლებებსა და ქალაქებს და ამ შემთხვევაში შეიძლება მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები- მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვა ეხებოდა რუსთავს და იგეგმება თუ არა ქალაქის საკარანტინე ზონად გამოცხადება.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 14:11

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში

კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

03 აპრილი 2020, 13:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ დროისთვის პაციენტების მისაღებად 20 კლინიკაა მობილიზებული

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკა სრულადაა მობილიზებული იმისთვის, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული და ასევე ცხელების ნიშნის მქონე პაციენტები მიიღოს ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ორშაბათიდან ამ პროცესში დამატებით 9 კლინიკა ჩაერთვება და პაციენტების ზრდის შემთხვევაში კიდევ 6 კლინიკა შეძლებს მათ მიღებას.

მაია

03 აპრილი 2020, 13:55

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი: 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებშია დაშვებული, რაც ეხება მედიასა და საჯარო მოხელეებს

შეზღუდვა 3-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრებასთან დაკავშირებით ყველაზე პროცესზე ვერ გავრცელდება. ეს ეხება მედიას, საჯარო მოხელეებს და ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციაშიც 3-ზე მეტი ადამიანი იმყოფება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2020, 13:43

COVID19

თბილისის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდებიან და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს Covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევუერთდეთ ინიციატივას და ჩვენი ყოველთვიური ანაზღაურების მესამედი ჩავრიცხოთ კოვიდ19-თან ბრძოლის ფონდში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამით ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას უერთდებაინ.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:40

პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი: მთელი გუნდის კოორდინირებულმა მუშაობამ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც უცხოელი პარტნიორებიც ხედავენ

მეამაყება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები და მათ შორის კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სინამდვილეში ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ წარმატებას ბევრ სხვა სფეროშიც მიაღწია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:38

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა

ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ადამიანების შეკრებასთან მიმართებაში, ისევე როგორც ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საგანგებო მდომარეობიდან და საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე დაწესდა, უნდა იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევის შესახებ, მოვუწოდებ, რომ დარეკონ თუნდაც 112-ზე- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:37

COVID19

საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გაიყიდება

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ვეცდებით, ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში.

03 აპრილი 2020, 13:23

COVID19

დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო ხსნარებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:20

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილი სოლიდარობის აქციაზე: ყველას მოვუწოდებ, ამ ინიციატივას შემოუერთდეს

როდესაც ჩვენ, მთავრობის წევრები სხვას ვთხოვთ სოლიდარობის აქციას, ბუნებრივია ჩვენც ვერ ვიქნებით გვერდზე და „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური თანამდებობის პირის გადაწყვეტილება იყო ერთიანი, როდესაც გადავყვიტეთ, რომ ხელფასის ნაწილი გადაგვერიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავა

03 აპრილი 2020, 13:13

COVID19

ნათია თურნავა: ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილი იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მოვლენებს და ამიტომაც ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც გლობალურ გამოწვევას უმკლავდება“, ამის შესახებ ეკონოიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს პრემიერმა პოსტკრიზისული გეგმის შემუშავება დაავალა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:12

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, პოსტკრიზისულ პერიოდში ქართულ ბიზნესს გვერდით დავუდგეთ

ჩვენი უპირველესი ამოცანა იქნება, რომ პოსტკრიზისუოლ პერიოდში ქართულ ბიზნეს, ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარებას, კვლავ გვერდით დავუდგეთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:07

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: როცა ბიზნესი ახალი სესხების აღებაზე ფიქრს დაიწყებს, სახელმწიფო მათ გვერდში დაუდგება

როგორც იცით, ჩვენი ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყო, რა თქმა უნდა დონორების მხარდაჭერით, რომელიც მიმართული იქნება როგორც ბიზნესის, ასევე მოქალაქეების მხარდასაჭერად- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 13:01

COVID19

მაია ცქიტიშვილი: ვმუშაობთ ბიზნესსექტორისთვის სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნაზე

ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუბრუნდებით არსებულ და ნორმალურ ცხოვრებას ჩვენს ქართულ ბიზნეს შევთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რათა ბიზნესმა შეძლოს საქმიანობის გაგრძელება, კონკურენტუნარიანი პოზიციების დაბრუნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

03 აპრილი 2020, 12:56

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: რამდენ ადამიანს დავეხმარებით, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი დაკარგავს სამსახურს

რა რაოდენობის ადამიანებს დავახმარებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ამაზე პასუხი დღეს ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება - დავეხმარებით ამდენათას ადამიანს, ამდენი ლარით, ან ამდენი თვის განმავლობაში, იქნება საფუძველს მოკლებული.

03 აპრილი 2020, 12:55

COVID19

„სემეკი“ ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „მოქალაქეთა მომართვებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 კუბურ მეტრს ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლებს. კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვე, თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 კუბური მეტრი ან 200 კუბურ მეტრზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადის დაფინანსება ყოველ თვე ცალ-ცალკე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა მაჩაიძე

03 აპრილი 2020, 12:52

COVID19

რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსით ავადობა და როდის აღარაა ადამიანი ინფექციის გადამდები

კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება. საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები 4-6 კვირა გაუგრძელდეთ, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა, რომელმაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ინფექციონისტს კითხვით მიმართეს, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსის დაავადება, როდის ითვლება განკურნებულად და სხვებისთვის უსაფრთხოდ ადამიანი. ექიმის განმარტებით, დავადების ხანგრძლივობა მის სიმძიმეზეა დამოკიდებული.

03 აპრილი 2020, 12:51

ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის საბიუჯეტო გეგმა 106.3%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 პროცენტით შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 252.6 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს, სამი თვის განმავლობაში, 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

გაერო

03 აპრილი 2020, 12:49

COVID19

გაეროში რუსეთის მისია: საქართველო და უკრაინა თავს ნუ შეიწუხებენ ქედმაღლური და პოლიტიზებული განმარტებით, თუ რატომ დაბლოკეს ჩვენი რეზოლუცია

აშშ-მა, ევროკავშირმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი დაბლოკეს, რომელიც, მათ შორის, სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.