imedi /  19 ოქტომბერი 2019, 16:24 / სანდო წყარო

რუსეთში დამბის გარღვევის შედეგად სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა

დამბის გარღვევა რუსეთი

რუსეთში, კრასნოიარსკთან ოქროს საბადოზე დამბის გარღვევას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, მდინარე სეიბაზე აშენებულ დამბაზე გარღვევა ძლიერი წვიმის შემდეგ მოხდა, რის შედეგადაც საბადოს მუშების სახლები დაიტბორა. წყალდიდობის საშიშროების გამო ახლომდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, დაშავებულია 14. კიდევ 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რადგან სამართალდამცველების ვარაუდით დამბაზე შესაძლოა უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი 2019, 15:36

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება.

21 ნოემბერი 2019, 15:23

საქართველო

ივანიშვილის სახლთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ახალგაზრდულ მოძრაობა „გაბედესა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები შეეცადდნენ, ბიძინა ივანიშვილს სახლთან მიეტანათ ნაგვის ურნა, თუმცა მათ ამის საშუალება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მანამდე მათ ნაგვის ურნებს ბოქლომები დაადეს.

21 ნოემბერი 2019, 15:21

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ლევან კაკავა წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ის უწყებაში დაწყებული რეფორმების კურსს გააგრძელებს. მინისტრის თქმით, ახალ ხელმძღვანელს სისტემაში მუშაობის გამოცდილება და საკამოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები აქვს.

ზვიად ძიძიგური

21 ნოემბერი 2019, 15:16

საქართველო

ძიძიგური: ყველაზე მეტი რეპუტაციული ზიანი ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ მიიღო

„ყველას უკან დგას ხალხი, რომელმაც ის აირჩია. ის, რომ ახლა მე ამ ოთახიდან სხვა ოთახში გადავჯდები, არაფერს ნიშნავს არც პოლიტიკურად და არც ემოციურად. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ისევ დაიძაბა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი"- აცხადებს ძიძიგური.

ბილი ალიში

21 ნოემბერი 2019, 15:05

კულტურა

ბილი ალიში გრემის რეკორდსმენი გახდა

17 წლის ამერიკელი მომღერალი ბილი ალიში გრემის ნომინაციების რეკორდსმენი გახდა. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ის პირველი მუსიკოსია, რომელმაც ამ ასაკში რეკორდული რაოდენობის, 6 ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის ოთხი მთავარ კატეგორიაში. ნომინაციაზე „წლის საუკეთესო სიმღერა“ ბილი ალიშის Norman F***ing Rockwell-ი იბრძოლებს.

თოვლი

21 ნოემბერი 2019, 14:56

საქართველო

22-23 ნოემბერს შესაძლოა თბილისში მოთოვოს

ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში 0, +2, დღისით კი +2, +4 გრადუსი იქნება. 24-25 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის საათებში ტემპერატურა -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს.“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

21 ნოემბერი 2019, 14:49

საქართველო

ახალგაზრდა აქტივისტებმა ივანიშვილის სახლთან განთავსებულ ნაგვის ურნებს ბოქლომები დაადეს

ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სოლოლაკში ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და ვინაიდან შენობა შუშისაა, ბოქლომები ნაგვის ურნებს დაადეს. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა.

ნატო კოსმოსი

21 ნოემბერი 2019, 14:41

ტექნოლოგიები

ნატო კოსმოსში ოპერატიულ საქმიანობას იწყებს

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კოსმოსის გამოყენება შეიძლება, როგორც მშვიდობიანი, ისე აგრესიული მიზნებისთვისაც. ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს და ამ სივრცეს მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის აითვისებს.

21 ნოემბერი 2019, 14:21

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მიღებული ზომები ექიმის ოჯახს გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

21 ნოემბერი 2019, 14:19

საქართველო

ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

ბალტიისპირეთის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამის ამსახველი ვიდეორგოლი ინტერნეტში გავრცელდა. მოქალაქეები ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც უკანონოდ დააპატიმრეს.

ავსტრალია

21 ნოემბერი 2019, 13:59

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი კვამლშია გახვეული

ავსტრალიაში კრიზისული მდგომარეობაა, ტყის ხანძარი თითქმის მთელს ქვეყანაში გავრცელდა. BBC-ის ცნობით, კვამლშია გახვეული სიდნეი და ადელაიდა. ჰაერის ძლიერი დაბინძურების გამო, განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისთვისაც ამზადებენ.

კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი 2019, 13:48

საქართველო

კარლ ჰარცელი: ცხადზე ცხადია, რომ დეზინფორმაცია არის შავი ჭირი ყველასთვის, მათ შორის ევროპისთვის

დღევანდელი ღონისძიება ნამდვილად მახარებს, რადგან როდესაც საუბარი ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამას ნამდვილად გაერთიანებული ძალისხმევით ვაკეთებთ“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.

21 ნოემბერი 2019, 13:27

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორში მოიხდიან

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდიან. მას შემდეგ, რაც სასამართლომ აქციის მონაწილეებს სასჯელის ფორმა განუსაზღვრა, ბრალდებულები რეგიონებში გადაანაწილეს.

ჯანდაცვა

21 ნოემბერი 2019, 13:25

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: ერთიანი ტარიფები მომსახურების ფასის გაუმართლებელ განსხვავებას აღმოფხვრის

„ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით"- აცხადებენ სამინისტროში.

SpaceX

21 ნოემბერი 2019, 13:02

ტექნოლოგიები

მარსზე ფრენებისთვის განკუთვნილი Starship-ის რაკეტის პირველი ვერსია გამოცდისას აფეთქდა

კომპანია SpaceX-ის რაკეტის Starship-ის პირველი ვერსია, რომელიც პლანეტაშორისი ფრენებისთვისაა განკუთვნილი, ტეხასში გამოცდის დროს ნაწილობრივ აფეთქდა. გატესტვის მიზანი სისტემებში წნევის მაქსიმუმადე გაზრდა იყო, ამიტომაც მათთვის შედეგის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

გედევან ფოფხაძე

21 ნოემბერი 2019, 12:39

საქართველო

გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს. როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

აქცია

21 ნოემბერი 2019, 12:27

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს

სამართალდამცველები ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ ჭიშკრის იმ ნაწილზე, რომელიც არ იღებოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისათვის ადგილზე აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები რჩებიან.

ბარსელონას ექიმები

21 ნოემბერი 2019, 12:23

საქართველო

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ტრავმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმები, რამონ კუგატი და მონსერატ გარსია ბალეტბო შეუერთდნენ. ცნობილი ექიმების მიმართვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი თქმით, ისინი ექიმს იცნობენ.

აქცია

21 ნოემბერი 2019, 12:11

ეკონომიკა

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხშირია ხელფასების დაგვიანების ფაქტები, ამიტომ მათი მთავარი მოთხოვნა ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორება

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 11:59

საქართველო

თეა წულუკიანი: კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერით პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში- ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის ის, რაც ხალხს სჭირდება და ეს შენარჩუნებული უნდა იყოს.