Imedi /  22 ოქტომბერი 2019, 14:21 / სანდო წყარო

ავღანეთში თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა

თალიბები

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თალიბების თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა. ამის შესახებ Los Angeles Times-ი წერს. 

შემთხვევა კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას 8 თალიბი მებრძოლიც დაიღუპა. ამასთან, დაჭრილია 2 ავღანელი პოლიციელი.

ყველა სიახლე

აშშ ვერტმფრენი

19 ნოემბერი 2019, 19:10

მსოფლიო

მედია: ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

სირიაში, ჰასაკის პროვინციაში ამერიკელმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული სააგენტო SANA ავრცელებს. მისი ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადესანტო დანაყოფი სოფელ ტელ-აჰმარში ვერტმფრენებით ჩავიდა და ერთ-ერთ სახლში ორი ძმა დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 18:57

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნე: ექიმის მოთხოვნით პატიმრებს ერთჯერადი კვება დაუნიშნეს

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იყო, ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საპატიმროში არსებულ ვითარებას აპროტესტებდა. ბიძინაშვილის თქმით, ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს.

ჰარი სტაილსი

19 ნოემბერი 2019, 18:35

ტაბლოიდი

ჰარი სტაილსი კომედიურ გადაცემაში ბალერინის კაბით გამოჩნდება

მომღერალი ჰარი სტაილსი კომედიური გადაცემისთვის ბალერინის კაბით გამოჩნდება. ამის შესახებ ვარსკვლავის „ინსტაგრამ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. მომღერალი ერთი დღით გადაცემის წამყვანი გახდა, ხოლო შოუს დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბალერინას კოსტუმში გამოწყობილი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

მასწავლებლები გაფიცვა

19 ნოემბერი 2019, 18:35

მსოფლიო

ხორვატიაში მასწავლებელთა 90% გაიფიცა

ხორვატი მასწავლებლების გაფიცვამ, რომლებიც ხელფასის გაზრდა ითხოვდნენ, მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. გაფიცვა ერთი თვის წინ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, რის გამოც ცალკეულ დღეებში სწავლის პროცესი წყდებოდა.

კაცი მობილურით

19 ნოემბერი 2019, 18:34

ტექნოლოგიები

ესპანეთის მთავრობა მოქალაქეების გადაადგილებას მობილური ტელეფონების მეშვეობით აკვირდება

პროექტში ქვეყნის სამი უმსხვილესი მობილური კომპანია მონაწილეობს. ისინი მთავრობას ქსელში ჩართული მობილური ტელეფონების გადაადგილების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. თუმცა, პროგრამას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიები პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას არღვევენ.

ხარაგაული არქეოლოგები

19 ნოემბერი 2019, 18:34

კულტურა

ხარაგაულში 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა. ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

რამზან კადიროვი

19 ნოემბერი 2019, 18:15

მსოფლიო

ორმა ჩეჩენმა Facebook-კომენტარებისთვის კადიროვს ბოდიში მოუხადა

ჩეჩნეთის ორმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა. მათი ვიდეომიმართვები Instagram-ზე გავრცელდა. ახალგაზრდებმა ასევე ბოდიში მოუხადეს ჩეჩენს ხალხს „სიბინძურის“ გამო და პირობა დადეს, რომ მომავალში ამას აღარ გაიმეორებენ.

ჟენევის დისკუსიები

19 ნოემბერი 2019, 18:14

საქართველო

ჟენევის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალი დატოვეს

დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმს ეხებოდა. ერგნეთში გამოსვლისას ტოივო კლაარს, რუდოლფ მიხალკას და ჯიხან სულთანოღლის ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სპეცრაზმი

19 ნოემბერი 2019, 18:07

ძალოვნები

აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის სასამართლო სხდომა გადაიდო

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 ადამიანიდან 12-ის სასამართლო პროცესი დღეს იყო დანიშნული, თუმცა როგორც "ქრონიკის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, 6-6 დაკავებულის პროცესი 1 და 2 საათით გადაიდო. პროცესის გადადება აქტივისტებმა სასამართლოს დარბაზში შეძახილებით "სირცხვილია" და "მონავ" გააპროტესტეს.

სარეკლამო კამპანია

19 ნოემბერი 2019, 17:55

ტაბლოიდი

სამხრეთ დაკოტაში მეტამფეტამინთან ბრძოლის ფარგლებში უცნაური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტას შტატში ამოქმედდა სარეკლამო კამპანია, რომლის მიზანიც მეტამფეტამინზე დამოკიდებულებასთან ბრძოლაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, ვიდეორგოლი შტატის გუბერნატორის მონაწილეობით და საკმაოდ უცნაური სლოგანი - Meth. Weʼre on it („მეტამფეტამინი. ეს ჩვენი საქმეა“).

ჰონგ-კონგი

19 ნოემბერი 2019, 17:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტები ისევ უნივერსიტეტში რჩებიან და პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ

უნივერსიტეტში დემონსტრანტები გასული კვირის შემდეგ იმყოფებიან და არსებული ინფორმაციით, მათ უკვე ეწურებათ საკვების და წყლის მარაგები. პოლიცია აცხადებს, რომ ის ვინც შენობას დატოვებს, დააპატიმრებენ, ზოგიერთი ადამიანი კი BBC-ის ინფორმაციით, ძალიან არის შეშინებული.

ბურა რობაქიძე

19 ნოემბერი 2019, 17:40

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 17:39

ძალოვნები

საქალაქოში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

გამოძიება დაკავებულებს ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. გუშინ სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 37-ი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი.

ტყის ხანძარი

19 ნოემბერი 2019, 17:35

ძალოვნები

საქართველოში ტყის ხანძრის 7 კერაა

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით იყოს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 17:28

საქართველო

გატაცებული ექიმის შვილი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი რუს მფრინავებს მკურნალობდა

„სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - თქვა ირინა გაფრინდაშვილმა.

ჯულიან ასანჟი

19 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

შვედეთის პროკურატურამ ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

შვედეთის პროკურატურამ Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. 2017 წელს დახურულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2019 წელს მას შემდეგ განახლდა, რაც ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში დააკავეს.

ათონელის რეზიდენცია

19 ნოემბერი 2019, 17:22

საქართველო

პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარიატის დასათვალიერებლად მედიატური იგეგმება

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯებზე კვლევა გამოაქვეყნა. IDFI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა. მანამდე დაიწერა, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი ლარი დაუჯდებოდა.

ახალგაზრდა მიგრანტები

19 ნოემბერი 2019, 17:12

მსოფლიო

ევროკავშირი მიგრანტების „დაკარგული თაობის“ შექმნის საშიშროების წინაშე დგას

ამის შესახებ BBC ევროპის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოზე (FRA) დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირში 16-24 წლის მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრაციის მხრივ, სერიოზული გამოწვევები არსებობს.

ორასიო კარტესი

19 ნოემბერი 2019, 17:09

მსოფლიო

ბრაზილიის სასამართლომ პარაგვაის ექსპრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

ბრაზილიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე მარსელუ ბრეტასმა პარაგვაის ექსპრეზიდენტის ორასიო კარტესის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიების მტკიცებით, კარტესი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2013-2018 წლებში იკავებდა, სავალუტო მაკლერ დარიუ მესერის გაქცევის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

გიორგი ვაშაძე

19 ნოემბერი 2019, 17:06

საქართველო

ოპოზიციმ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა „მაინც დაგაბოქლომებთ“

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით „მაინც დაგაბოქლომებთ“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა და იქ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.