imedi /  26 ოქტომბერი 2019, 10:06 / სანდო წყარო

სანტიაგოში მშვიდობიან დემონსტრაციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა

ჩილე საპროტესტო აქცია

სანტიაგო

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მშვიდობიან ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ Twitter-ზე სანტიაგოს მერი კარლა რუბილარი წერს.

„დღეს ჩილეში ისტორიული დღეა. დედაქალაქში მშვიდობიანი მარში იმართება, რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს და ისინი თანასწორობაზე დაფუძნებულ ახალ ჩილეზე ოცნებობენ! ჩვენ ქვეყანას მეტი დიალოგი და მშვიდობიანი მარში სჭირდება!“ - წერს სანტიაგოს მერი.

როგორც ვიდეოზე ჩანს, დემონსტრანტები ბაკედანოს მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე განლაგდნენ. მომიტინგეთა დიდი ნაწილი დემონსტრაციაზე გიტარებით მივიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომენდანტის საათის მიუხედავად პოლიციელები და გასამხედროებული ჯგუფები მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას არ ჩქარობენ.

6 ოქტომბერს ჩილეს ხელისუფლებამ მეტროთი მგზავრობის საფასურის 800-დან 830 პესომდე გაზრდა დააანონსა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ანტისამთავრობო დემონსტრაციების მსვლელობისას პოლიციამ 1500-მდე ადამიანი დააკავა. ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 2500-ზე მეტი კი დაკავებულია.

ყველა სიახლე

15 ნოემბერი 2019, 16:14

ტაბლოიდი

ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს. ვიდეო

ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე გუგა მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ბიჭი საზაფხულო არდადეგების დროს თბილისში ყოფნისას ქუჩაში შემთხვევით შეამჩნიეს და ფოტო გადაუღეს.

ბრანკო ლუსტიგი

15 ნოემბერი 2019, 16:06

საქართველო

„შინდლერის სიის“ და „გლადიატორის“ პროდიუსერი გარდაიცვალა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მსახიობი და პროდიუსერი ბრანკო ლუსტიგი 88 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, The Festival of Tolerance-ის კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გორი, საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 15:58

საქართველო

„ნაცმოძრაობამ“ გორში მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის პიკეტირება სცადა

„არა რუსეთუმე დეპუტატს! ტენდერების მონა! დატოვეთ მანდატები! სირცხვილია!“ - ამ შეძახილებით, გორში, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან, ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტი აქციის მონაწილეებმა სასტვენებით გამოხატეს და იოსებ მაკრახიძესთან შეხვედრა ითხოვეს. მოგვიანებით კი, შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა.

ლუიანდა ბოთა

15 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ ფოსტალიონს სამი სამუდამო განაჩენი გამოუტანა

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ ფოსტის თანამშრომელს, 19 წლის სტუდენტის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის, სამი სამუდამო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს.

ვენეცია, წყალდიდობა

15 ნოემბერი 2019, 15:28

მსოფლიო

ვენეციაში წყალდიდობის შედეგად ზარალმა €1 მილიარდი შეადგინა

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, ქალაქს €1 მილიარდის ზარალი მიადგა. მანამდე, მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ წყლის დონის მატების გამო, მოედნების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, დილას წყლის დონემ პიკს მიაღწია და 153 სანტიმეტრი შეადგინა. მერმა ვენეციაში შექმნილ სიტუაციას დამანგრეველი უწოდა.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:24

საქართველო

თალაკვაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების ნაწილთან თანამშრომლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატები პოზიციას არ ცვლიან. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიის ლიდერთან შესახვედრად მივიდნენ.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:07

საქართველო

თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

საქართველოში არ იქნება არანაირი კრიზისი, არჩევნები დადგენილ ვადებში, 2020 წელს დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, - ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 14:57

მსოფლიო

ჩილეში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა

ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით ტელეარხი TeleSUR-ი ავრცელებს.

15 ნოემბერი 2019, 14:56

ეკონომიკა

ახალი მაჩვენებლებით 2018 წელს მშპ-მ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მშპ-ს ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 41.1 მილიარდის ნაცვლად, 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

რომან კაკულია

15 ნოემბერი 2019, 14:54

საქართველო

კაკულია: გადავწყვიტე, ვატარო ეს ტვირთი და არ ვიფიქრო იმაზე, ვის ვუტოვებ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „ქართული ოცნების“პარტიის დატოვებას არ აპირებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აპირებდა პარტიის დატოვებას, მაგრამ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას თავად უარყო. მისი თქმით, ის რჩება პარტიაში და მზად არის, იკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც კანონპროექტის ჩავარდნას მოყვა.

15 ნოემბერი 2019, 14:39

ძალოვნები

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულებმა პროცესზე განაცხადეს, ადვოკატის აყვანისა და მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ. სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

კვენტინ ტარანტინო

15 ნოემბერი 2019, 14:25

კულტურა

კვენტინ ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე - რიკ დალტონზე გადაიღებს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფილმის Once Upon A Time In Hollywood-ის რეჟისორი კვენტინ ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე რიკ დალტონზე გადაიღებს, ამის შესახებ რეჟისორმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გამოცემის ცნობით, ამ მომენტში, რეჟისორი წიგნზე მუშაობს, რომელიც ჰოლივუდური ფილმებით იმედგაცრუებულ ადამიანზეა.

15 ნოემბერი 2019, 14:02

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი დაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი აპრტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.

დავით უსუფაშვილი

15 ნოემბერი 2019, 13:58

საქართველო

დავით უსუფაშვილი გამოსავალს ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღებაში ხედავს

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მიღება იქნება. ბრიფინგზე მან ამ მოდელის თავისებურებები განმარტა და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, ამ მოდელის მისაღებად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

 ალექსანდრ ზვერევი

15 ნოემბერი 2019, 13:54

სპორტი

ზვერევს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში ადანაშაულებენ

ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ ზვერევი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სტეფანოს ციციპასთან მატჩის დროს, კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც ზვერევი, თითქოსდა, ჩანთაში დამალულ ტელეფონს იყენებდა.

ჯენიფერ ლოპესი

15 ნოემბერი 2019, 13:42

კულტურა

ჯენიფერ ლოპესს კარიერის დასაწყისში რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

მსოფლიო ვარსკვლავმა, მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა გამოცემა The Hollywood Reporter-თან განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, რეჟისორი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მას რეჟისორმა გადაღების დაწყებამდე მოსთხოვა, რომ მკერდი გაეშიშვლებინა, რამაც მომღერლის აღშფოთება გამოიწვია.

რებეკა ჰარმსი

15 ნოემბერი 2019, 13:28

საქართველო

რებეკა ჰარმსი: საკმაოდ გულდასაწყვეტია, თბილისში კრიტიკული მომენტი დგება

საკმაოდ გულდასაწყვეტია, თბილისში კრიტიკული მომენტი დგება, - ასე აფასებს ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის საკითხზე კენჭისყრის შედეგებს.

აფეთქება გაზი

15 ნოემბერი 2019, 13:08

ძალოვნები

გლდანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თამარ ჩუგოშვილი

15 ნოემბერი 2019, 13:04

საქართველო

ჩუგოშვილი: გამიჭირდებოდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის ახსნა, რატომ ვერ შევასრულეთ დაპირება

პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა და უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე განცხადებები არ უკვირს და საკონსტიტუციო ცვილიებების ჩავარდნის შედეგად იმედგაცრუებულია.

15 ნოემბერი 2019, 12:46

სპორტი

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

თორნიკე შენგელიამ საკალათბურთო ევროლიგაში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ტურნირის რეგულარული ეტაპის მერვე ტურში „ბასკონიას“ ისრაელის „მაკაბისთან“ 83:113 დამარცხდა, თუმცა ამაში 28 წლის ქართველი კალათბურთელი ყველაზე ნაკლებად იყო დამნაშავე.