ამერიკელი სენატორები Boeing-ს მოგების მიზნით უსაფრთხოების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ

ფოტო: shutterstock.com
ამერიკელი კანონმდებლები Boeing-ს მოგების მიზნით სიმართლის დამალვაში ადანაშაულებენ. ამერიკელ სენატორებს მიაჩნიათ, რომ Boeing-მა იცოდა ავტომატური კონტროლის სისტემაში არსებული ხარვეზის შესახებ, თუმცა ეს განზრახ დამალეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრალდებების შესახებ განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის სენატის ვაჭრობის კომიტეტში Boeing-ის აღმასრულებელ დირექტორს დენის მუილენბურგს მოუსმინეს. სენატორების თქმით, Boeing-მა პირველ ადგილზე დააყენა მოგება და არა უსაფრთხოება, ვინაიდან ფრენების შესახებ ნებართვის მოპოვება დააჩქარა.
კომპანია Boeing-მა აღიარა, რომ ინდონეზიაში 737 Max-ის თვითმფრინავის კატასტროფამდე ჯერ კიდევ 1 წლით ადრე იცოდა, რომ მისი მუშაობის სისტემაში პრობლემები იყო. ეთიოპიაში Boeing-ის თვითმფრინავი 10 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.
Boeing 737 MAX 8-მ ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის მარტიდან Boeing 737 MAX-ის ფრენები და მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეჩერებული.
კომპანია Boeing-ი ინდონეზიასა და ეთიოპიაში ჩამოვარდნილი 737 MAX-ის თვითმფრინავების მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ დოლარს გადაუხდის.
ყველა სიახლე

06 დეკემბერი 2023, 12:50
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: ქვეყნის ყოფილი პრემიერი გახარია, დრო და დრო იმუქრება, მართალია ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექებაო - მერედა თქვი, შე კაცო, ვინ არიან
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას - „კითხვები ამიერიდან იქნება, ვის რამდენი აქვს მოპარული. გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი", სოციალურ ქსელში ეხმიანება.

06 დეკემბერი 2023, 12:49
LIVE ისრაელი
ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ-„ჰამასის“ ომი განიხილეს
აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ სატელეფონო საუბარი გამართეს და ისრაელ-„ჰამასის“ ომი განიხილეს.

06 დეკემბერი 2023, 12:46
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიაში კიდევ 13 ფიზიკური და 20 იურიდიული პირი მოხვდა. იმ პირებს შორის, ვისაც შეზღუდვები დაუწესდა, ბელარუსული წითელი ჯვრის გენერალური მდივანი, დმიტრი შევცოვიც მოხდა.

06 დეკემბერი 2023, 12:42
მსოფლიო
BBC: გერმანიის მთავრობა საბიუჯეტო კრიზისის წინაშე დგას
საშობაო არდადეგების დაწყებამდე პარლამენტს მხოლოდ ერთი სესია დარჩა, მომდევნო წლის საბიუჯეტო კანონი კი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. კრიზისი 15 ნოემბერს დაიწყო, როდესაც გერმანიის კონსტიტუციურმა სასამართლომ მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი უკანონოდ ცნო. კერძოდ კი, ახალი ვალების აღების საკითხი, რომელსაც კონსტიტუციაში 2009 წელს ანგელა მერკელის მიერ ინიცირებული „ვალების მუხრუჭის“ კანონი არეგულირებს და რომლის თანახმადაც, მთავრობას ახალი ვალის აღება მხოლოდ გარკვეული ლიმიტით შეუძლია. მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტში გადაცდომებთან დაკავშირებით სასამართლოს ოპოზიციურმა, კონსერვატიულმა პარტიამ მიმართა. ახლა ოლაფ შოლცის კაბინეტი ცდილობს, არსებულ მოკლე ვადაში კორექტირება შეიტანოს დოკუმენტში.

06 დეკემბერი 2023, 12:33
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მიმდინარე წელს საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ადეკვატური დონის ფარგლებშია
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოს სავალუტო რეზერვების ისტორიულ მაქსიმუმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.

06 დეკემბერი 2023, 12:32
მსოფლიო
„დემოკრატებმა“ სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების $111-მილიარდიანი პაკეტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს,

06 დეკემბერი 2023, 12:28
რეგიონი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ფარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხანის მიმართულებით, 1,6 კმ-იან მონაკვეთზე ახალი ასფალტის საფარი დაიგო. სრულად შეიცვალა სანიაღვრე სისტემა.

06 დეკემბერი 2023, 12:26
ეკონომიკა
ნათია თურნავა: 2023 წელს ინფლაცია დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე დასტაბილურდება
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:25
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიაზე: საქართველოს პოლიტიკურმა ცხოვრებამ არაერთი პოლიტიკოსად წოდებულის დეგრადაციის ისტორია იხილა და ეტყობა ამჯერად მორიგი ასეთი ისტორიის მოწმე ვართ
გამოდი დაასახელე და თან დაამტკიცე! არც ერთს შვება და არც მეორეს, უფრო სწორად ვერ შვება იმის შიშით, რომ იქით არ ამოუქექონ რაღაცები- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თქმით, „გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი“.

06 დეკემბერი 2023, 12:24
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები განიხილეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსზე, რომელიც კომპანიებს ტვირთის გაფორმებისას ახალ გამარტივებულ შესაძლებლობებს სთავაზობს

06 დეკემბერი 2023, 12:22
მსოფლიო
აშშ-ში უკრაინის ელჩმა განმარტა, რატომ გააუქმა ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან
აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოქსანა მარკაროვამ განმარტა, რატომ გააუქმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგი ამერიკელ სენატორებთან.

06 დეკემბერი 2023, 12:17
საზოგადოება
ლილოს დასახლებაში რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა, დიდ დიღომში კი ორი პროექტი მიმდინარეობს
ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცისმოწყობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:15
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დღეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები

06 დეკემბერი 2023, 12:11
მსოფლიო
ყირგიზეთის პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს მისთვის დაბადების დღეზე საჩუქრების ჩუქება აუკრძალა
ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საჯარო მოხელეებს მისთვის დაბადების დღეზე საჩუქრების ჩუქება აუკრძალა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ედილ ბაისალოვმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 12:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ილიას ბაღის იერსახის აღდგენა მიმდინარე თვეში დაიწყება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიასა და შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“ შორის ილიას ბაღთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და ტერიტორიის იერსახის აღდგენა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

06 დეკემბერი 2023, 12:07
საზოგადოება
ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სამი ავარიული შენობა ახლით ჩანაცვლდა და შიდა სარემონტო სამუშაოებიც დასრულდა
„აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და სამუშაოები უკვე დასრულდა. განხორციელებული პროექტის შედეგად, რვა ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. მათ წლის ბოლომდე ჩაბარდება გარემონტებული ფართები. გარდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისა, განხორციელდა ფასადის სამღებრო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

06 დეკემბერი 2023, 11:56
მსოფლიო
ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ანექსირებული რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად გამოაცხადა. შესაბამისი კანონპროექტი მადურომ პარლამენტს გადაუგზავნა.

06 დეკემბერი 2023, 11:55
პოლიტიკა
ელექტროშოკური აპარატით თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.

06 დეკემბერი 2023, 11:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს
გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს - მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები. არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

06 დეკემბერი 2023, 11:50
რეგიონი
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან ლაშა შალამბერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში აცანასა და ჭანიეთში ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო.