imedi /  08 ნოემბერი 2019, 17:52 / სანდო წყარო

მაიკ პომპეო ნატოში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ნატო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია. მის სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პომპეომ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როცა ჟურნალისტებმა საფრანგეთს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადების შეფასება სთხოვეს.

„70 წელი გავიდა... ალიანსს ზრდა და ცვლილებები სჭირდება. ნატო დღევანდელი დღის რეალობას და გამოწვევებს უნდა დაუპირისპირდეს“, - აცხადებს მდივანი.  

ამასთან, პომპეო აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისთვის ნატოს მისი წევრების ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. „თუ ქვეყნებს სჯერა, რომ დაცვას ნატოსთვის საჭირო რესურსების მიცემის გარეშე მიიღებენ, მაღალია იმის რისკი, რომ ალიანსი არაეფექტური გახდება“, - დასძინა მან. 

ამავე გამოსვლაში პომპეომ რუსეთი და ჩინეთი გააკრიტიკა. მისი თქმით, პეკინი თავის მოქალაქეებზე ავიწროებს, რუსეთი კი მეზობელ ქვეყნებს ესხმის თავს. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიტანულ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ნატოს ტვინის სიკვდილის შესახებ განაცხადა. მის შესაფესებას არ დაეთანხმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 17:38

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემზე არანაირად არ არის ზეწოლა

ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

ზურაბიშვილმა ჯართან დაკავშირებით საკუთარი განცხადება განმარტა

საქართველოს პრეზიდენტმა ჯარზე მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რიტორიკაში.

ჰაკერი

15 დეკემბერი 2019, 17:20

ტექნოლოგიები

ირანში კვირის განმავლობაში მეორე კიბერშეტევა აღკვეთეს

შეტევა ქვეყნის ელექტრონული ხელისუფლების სისტემებზე იყო მიმართული. ქვეყნის კავშირგაბმულობის მინისტრის მოჰამად ჯავად ჯაჰრომის თქმით, თავდასხმის მიზანი სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვება იყო. მსგავსი შემთხვევა გასულ ოთხშაბათსაც დაფიქსირდა.

გიორგი ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 17:12

საქართველო

ვაშაძე: პრეზიდენტს საჯარო განცხადებების კეთება უნდა აეკრძალოს

უნდა მივიღოთ კანონი, რომლითაც პრეზიდენტს საჯარო გამოსვლები ექნება შეზღუდული და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, მოგვილოცოს მხოლოდ დღესასწაულები და სხვა საკითხებზე არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

15 დეკემბერი 2019, 17:00

ვიდეო

ბატატი კახეთიდან - საპენსიო ასაკში დაწყებული წარმატებული ბიზნესი

15 დეკემბერი 2019, 17:00

საქართველო

გიორგი ვაშაძე: შევთანხმდით რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს

სასტუმრო „შერატონში“ ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თანხმხდება, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს.

15 დეკემბერი 2019, 16:55

მსოფლიო

ფილიპინებზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრამ შენობებიც დაანგრია. 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა კუნძულ მინდანაოზე, 28 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სფინქსი

15 დეკემბერი 2019, 16:41

კულტურა

ეგვიპტეში სფინქსის მცირე ზომის ქანდაკება აღმოაჩინეს

ეგვიპტეს ცენტრალურ ნაწილში, ელ-მინიას პროვინციაში არქეოლოგებმა სფინქსის ქანდაკება აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სიძველეების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. კირქვისგან დამზადებული ქანდაკების სიმაღლე 35 სანტიმეტრი, სიგრძე კი 55 სანტიმეტრია.

COP 25 სამიტი

15 დეკემბერი 2019, 16:25

მსოფლიო

გაეროს კლიმატური სამიტი მადრიდში კომპრომისით დასრულდა

საბოლოო შეთანხმებაზე მხარეები ორი დღე და ღამე მუშაობდნენ. ევროკავშირი და კუნძულოვანი სახელმწიფოები პარიზის შეთანხმების ხელმომწერებს სათბურის გაზების დონის შესამცირებლად მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდებდნენ, მაგრამ მსხვილი ეკონომიკების წინააღმდეგობას გადააწყდნენ.

ანა კარინა

15 დეკემბერი 2019, 16:11

კულტურა

ფრანგი მსახიობი ანა კარინა 79 წლისა გარდაიცვალა

პარიზში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და მომღერალი ანა კარინა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. 79 წლის კარინას ​აგენტის, ლორან ბალანდრასის განცხადებით, ანა კარინა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გოგა ბითაძე

15 დეკემბერი 2019, 15:51

სპორტი

გოგა ბითაძე G ლიგაში მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) G ლიგაში „ფორტ ვეინმა“ „ერი ბეიჰოუქსი“ 113:93 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 15:35

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა საოკუპაციო ხაზთან გააპროტესტეს

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, სოფელ ოძისისკენ დღეს დილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ. პროტესტი, რომელსაც ექიმებიც შეუერთდნენ, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი შვილების ორგანიზებით გაიმართა.

სენეგალი

15 დეკემბერი 2019, 15:15

მსოფლიო

სენეგალში გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს

პროტესტის მიზნით ასეულობით მომიტინგე დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს ნაგავსაყრელთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ყოველდღიურად აქ 2000 ტონაზე მეტი ნარჩენი გროვდება და ისინი არ მუშავდება.

ქეთევან ციხელაშვილი

15 დეკემბერი 2019, 14:58

საქართველო

ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს გამძლეობას ცდის

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვეობით და გათავისუფლების გაჭიანურებით საოკუპაციო რეჟიმი თავის სახეს მთელი სისრულით აჩვენებს. ამით ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის და ყველა ჩვენგანის გამძლეობას ცდიან, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

რუთ ბალუნი

15 დეკემბერი 2019, 14:37

ტაბლოიდი

ბანკმა ამერიკელ ქალს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა

აშშ-ის ქალაქ დალასში კომერციულმა ბანკმა LegacyTexas-მა ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომელს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KTVT ავრცელებს. რუტ ბალუნმა მაღაზია Roma Boots-ში ცვლის დასრულების შემდეგ საბანკო ანგარიშის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ 37,2 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

თალაკვაძე: ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს. თალაკვაძის თქმით, კუხიანიძემ თავისი პოზიცია უნდა განმარტოს, მაგრამ ხელისუფლება ამ პოზიციას არ მიესალმება.

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.