თეთრმა სახლმა ტრამპი-ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა
ფოტო: Shutterstock.com
თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა.
TWITTER POST
ეს საუბარი 21 აპრილს, იმ სატელეფონო საუბრამდე 3 თვით ადრე შედგა, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.
imedinews-ი ამ საუბრის სრულ თარგმანს გთავაზობთ.
დონალდ ტრამპი: მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი შედეგები და შესანიშნავი არჩევნები.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მოხარული ვარ თქვენი ზარით. დიდი მადლობა. მიხარია, რომ გისმენთ, მადლობა მოლოცვისთვის.
დონალდ ტრამპი: უბრალოდ დაუჯერებელი არჩევნები იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობა კიდევ ერთხელ. როგორც ხედავთ, ჩვენ ძაან შევეცადეთ. თქვენ ჩვენთვის არაჩვეულებრივი მაგალითი იყავით.
დონალდ ტრამპი: დარწმუნებული ვარ, კარგად გამოგივათ. უკრაინაში ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც გიცნობენ და უყვარხართ. მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინიდან, რომელიც პირდაპირ რომ გითხრათ, თქვენს გამარჯვებაში დარწმუნებულები იყვნენ. გასაოცარია, რასაც მიაღწიეთ. ჩვენ მივაღწიეთ დაუჯერებელ პროგრესს აშშ-ში: ახლა ეკონომიკას მთელი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მინდა მოგილოცოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ გადასარევი პრეზიდენტი იქნებით.
ვოლოდიმირ ზელენსკი: პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოლოცვისთვის. უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის. თქვენ, როგორც გითხარით, ჩვენთვის შესანიშნავი მაგალითი ხართ. იმედი გვაქვს, ისეთივე წარმატებებს მივაღწევთ, როგორსაც თქვენ. თქვენ ყოველვის დარჩებით არაჩვეულებრივი მაგალითი ბევრისთვის. ასევე მინდა მოგიწვიოთ ინაუგურაციაზე, თუ მოხერხდება. მესმის, რომ ძალიან დაკავებული ხართ, თუმცა თუ შეძლებთ ჩამოვლას, ძალიან კარგი იქნება, რომ ამ დღეს ჩვენთან იქნებით.
დონალდ ტრამპი: ძალიან სასიამოვნოა. გავარკვევ, ასე რომ მითხარით, როდის იქნება, ჩვენ მინიმუმ შესანიშნავ წარმომადგენელს გამოვაგზავნით და შესაძლოა არა მხოლოდ ერთი წარმომადგენელი აშშ-დან, რომლებიც იქ იქნებიან ამ დიდ დღეს. ჩვენ მინიმუმ ძალინ, ძალინ დიდი რანგის ჩინოსანს გამოვუშვებთ, რომელიც იქ თქვენთან იქნება. ეს ნამდვილად დაუჯერებელი დღე და მიღწევაა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობა კიდევ ერთელ, დაველოდებით თქვენს ან მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს. მაგრამ ჩვენი შესანიშნავი ქვეყნის აღწერა სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია. აქ ისეთი საყვარელი, კეთილი და მეგობრული ხალხია. სიტყვებით აღწერა შეუძლებელია, ამიტომ ჯობია თქვენივე თვალებით ნახოთ. თუ შეძლებთ ჩამოსვლას, არაჩვეულებრივი იქნება. კიდევ ერთხელ გეპატიჟებით.
დონალდ ტრამპი: გეთანხმებით თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, მოუთმენლად ველოდები. როცა კონკურს „მის სამყაროს“ ვატარებდი, ყოველთვის იყვნენ არაჩვეულებრივი ადამიანები. უკრაინა ყოველთვის კარგად იყ წარმოდგენილი. როცა თქვენ იქ მოეწყობით მინდა თეთრ სახლში მოგიწვიოთ. ბევრი რამე უნდა განვიხილოთ, ჩვენ თქვენ მხარს ყველაფერში გიჭერთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობა მიწვევისთვის. ჩვენ მას ვიღებთ და მოუთმენლად ველოდებით ვიზიტს. მადლობა კიდევ ერთხელ. მთელი გუნდი და პირადად მე ველოდებით ამას. კიდევ ერთხელ მადლობა მოლოცვისთვის, თუმცა მე კვლავ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ჩამოხვალთ ჩვენთან ინაუგურაციის მნიშვნელოვან დღეს. არჩევნების შედეგები უბრალოდ დაუჯერებელია და შთამბეჭდავი ჩვენთვის. არაჩვეულებრივი იქნება, თუ შეძლებთ ამ დღეს ჩვენთან იყოთ.
დონალდ ტრამპი: შესანიშნავია. ჩვენ მალე გიპასუხებთ და ყველა შემთხვევაში მალე შევხვდებით. გილოცავთ, გთხოვთ ჩემი მოკითხვა გადასცეთ უკრაინელ ხალხსა და თქვენს ოჯახს. გადაეცით, რომ საუკეთესოს ვუსურვებ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობა კიდევ ერთხელ. წარმატებულ ფრენას გისურვებთ (საუბრის აღწერაში წერია, რომ ტრამპი ზელენსკის საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტიდან ესაუბრა)
დონალდ ტრამპი: ყველაფერს კარგს გისურვებთ, წარმატებულ გამოსვლას გისურვებთ დღეს. მალე გნახავთ.
ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი მადლობა. ჩემთვის არ იქნება მარტივი, თუმცა უკეთ ვისწავლი ინგლისურს და ინგლისურად ვისაუბრებთ, დიდი მადლობა.
დონალდ ტრამპი: მოხარული ვარ ამის მოსმენით. ძალიან კარგი. თქვენს ენაზე ვერ შევძლებდი. ძალიან შთამბეჭდავია. დიდი მადლობა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი მადლობა, მალე შევხვდებით.
დონალდ ტრამპი: კარგი დღე, წარმატებები!
ვოლოდიმირ ზელენსკი: ნახვამდის!
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტის, ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


