imedi /  19 ნოემბერი 2019, 15:27 / სანდო წყარო

რეზიუმესა და Time-ის გარეკანის გაყალბებაში დადანაშაულებულმა ამერიკელმა ჩინოსანმა სამსახური დატოვა

მინა ჩანგი

მინა ჩანგი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონფლიქტების შესახებ ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილე მინა ჩანგმა პოსტი დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც NBC News-მა გაარკვია, რომ მან სამსახურის დასაწყებად რეზიუმე და Time-ს გარეკანი გააყალბა.

როგორც CNN-ი იუწყება, გადადგომის შესახებ განცხადებაში ჩანგი წერს, რომ სამსახურიდან პროტესტის ნიშნად მიდის. მისი განმარტებით, ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ხელმძღვანელობამ კი მის დასაცავად საკმარისი ზომები არ მიიღო და უფლბა არ მისცა ბრალდებებზე თავად ეპასუხა.

NBC News-ის გამოძიებით გაირკვა, რომ მისაღებად ჩანგმა რეზიუმეში კომერციული ორგანიზაცია Linking The World-ის ხელმძღვანელის გამოცდილება მიუთითა. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ჩანგი თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ ჰარვარდის ბიზნეს სკოლა დაამთავრა. 2015 წელს ის ყვებოდა, რომ Linking The World-ი 40 ქვეყანაში მუშაობს, სადაც ორგანიზაციამ საკუთარი „სამძებრო-სამაშველო ჯგუფები“ აამოქმედა.

ჩანგის მიმართ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში მუშაობა შესთავაზეს. ასეთ თანამდებობზე დანიშვნა კონგრესში განხილვის შემდეგ ხდება.

ყველა სიახლე

ატრაქციონი

09 დეკემბერი 2019, 17:46

მსოფლიო

ეგვიპტეში აქტრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა

ეგვიპტეში ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად 14-მა ბავშვმა ტრავმები მიიღო. შემთხვევა ელ-დაკაჰლიას პროვინციაში მდებარე პარკში „პარადაისი“ მოხდა. 50 მოსწავლე პარკში სკოლის ორგანიზებით წაიყვანეს. 14 მოსწავლე ე.წ. „ამერიკულ მთებზე“ იყო, როდესაც ატრაციონი ჩამოვარდა.

ხანძარი დელიში

09 დეკემბერი 2019, 17:43

მსოფლიო

დელიში ქარხანაში ხანძრის საქმეზე შენობის მფლობელი და მენეჯერი დააკავეს

დელის სახანძრო სერვისის უფროსის ათულ გარგის თქმით, ხანძარი შენობის მეორე სართულიდან დაიწყო და მას მხოლოდ ორი კიბე ჰქონდა. მათგან ერთი დაკეტილი და ბლოკირებული იყო, ხოლო შენობიდან ერთადერთი გასასვლელი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებით მიდგომა არსებითად შევცვალეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრის განცხადებით, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისას, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

დავით გარეჯი

09 დეკემბერი 2019, 17:17

საქართველო

საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მხარს არ უჭერს

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ისინი მხარს არ უჭერენ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის იდეას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას გულისხმობს.

ანდრეი ზინჩენკო

09 დეკემბერი 2019, 17:13

სპორტი

კონტაქტური კარატეს მსოფლიო ჩემპიონატში ქართველმა ანდრეი ზინჩენკომ გაიმარჯვა

ამავე ტურნირზე, საქართველოს სახელით 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში სერგო მოვსესიანმა ვერცხლის, ხოლო 95 კილოგრამში ლაშა ყამარაულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2020 წლის 4-5 აპრილს კონტრატურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

09 დეკემბერი 2019, 17:04

ძალოვნები

ბათუმში მასაჟის სალონებში პოლიცია შევიდა

საგამოძიებო მოქმედებები 12 ობიექტზე ერთდროულად მიმდინარეობს. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, გამოძიება 254-ე მუხლით დაიწყო, რაც პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობას გულისხმობს.

კედელი და ბანანი

09 დეკემბერი 2019, 16:58

ტაბლოიდი

ბანანის ინსტალაციის ისტორია გრძელდება

მაიამიში ორიგინალი ნამუშევრის კედელზე გამოჩნდა წარწერა "ეპშტეინს თავი არ მოუკლავს", რომელიც დაცვამ სწრაფად მოაშორა. კატელანმა კი მიმბაძველები მთელ მსოფლიოში შემოიკრიბა. აი მაგალითად რისი ნახვაა შესაძლებელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურზე.

ეროვნული გალერეა

09 დეკემბერი 2019, 16:49

კულტურა

ეროვნული გალერეა „მარადიული რომის“ ექსპოზიციას უმასპინძლებს

კაპიტოლიუმის მუზეუმების ანტიკური მოზაიკის შემდეგ, თბილისი ექსპოზიციას „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან“ უმასპინძლებს. ინფორმაციას იტალიის საელჩო ავრცელებს.

ნარკოლაბორატორია

09 დეკემბერი 2019, 16:48

მსოფლიო

აშშ-ში კაცმა ნარკოლაბორატორია ეკლესიაში მოაწყო

მენის შტატის ქალაქ ბაქსტონში დააკავეს კაცი, რომელმაც მეთოდისტური ეკლესიის სათამაშო ოთახში ნარკოლაბორატორია მოაწყო. სამართალდამცველებმა იქ ამფეტამინის წარმოებისთვის საჭირო ნივთები აღმოაჩინეს. დაკავებული 33 წლის მეთიუ ანდერსონია.

Samsung

09 დეკემბერი 2019, 16:36

ეკონომიკა

Samsung-ის სამი ტოპმენეჯერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს

კორპორაცია Samsung Electronics-ის სამი ტოპმენეჯერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap New ავრცელებს. ქალაქ სეულის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, Samsung Electronics-ის ვიცეპრეზიდენტს, რომელიც კომპანიის ფინანსებს განაგებდა, 2-წლიანი პატიმრობა, კიდევ ორ ტოპმენეჯერს კი 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მგზავრთნაკადი

09 დეკემბერი 2019, 16:30

ეკონომიკა

იანვარ-ნოემბერში აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4 869190 მგზავრს მოემსახურა. რაც 4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2018 წელი 4,696,115 მგზავრი) შედარებით.

ზურაბ აბაშიძე

09 დეკემბერი 2019, 16:27

საქართველო

ზურაბ აბაშიძე რუსული კულტურის შესახებ ცნობას „ნაცმოძრაობის“ პერფორმანსს უკავშირებს

ხელისუფლებამ ვერ მიაკვლია რუსული კულტურისა და ენის ცენტრს და არც ერთი სტრუქტურა ამ საკითხში არ არის ჩართული. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი არც ერთ დონეზე არ განხილულა.

დონალდ ტრამპი
სერგეი ლავროვი

09 დეკემბერი 2019, 16:27

მსოფლიო

მედია: ხვალ ვაშინგტონში ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა გაიმართება

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ვიზიტის ფარგლებში ლავროვი თავის ამერიკელ კოლეგას მაიკ პომპეოს შეხვდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე უწყებაში განმარტება არ გაკეთებულა. ტრამპისა და ლავროვის პირველი შეხვედრა 2017 წლის მაისში ასევე ვაშინგტონში გაიმართა.

ვულკანი

09 დეკემბერი 2019, 16:26

საქართველო

საქართველოს საელჩო ახალ ზელანდიაში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

განცხადების თანახმად, ვულკანის ამოფრქვევის გამო, კრიზისების მართვის ეროვნულმა სამსახურმა შესაბამისი გაფრთხილებები გამოაცხადა. საელჩოს ცნობით, ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი მასიური ფერფლი, შესაძლებელია, იგრძნობოდეს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ზოგიერთ ნაწილში.

09 დეკემბერი 2019, 16:06

ეკონომიკა

თურქეთში სასტუმროში ცხოვრებაზე გადასახადი დაწესდა

საფასური ეხება ყველა კერძო სასტუმროს, ოტელს, საკურორტო სოფელს, სასტუმროს ტიპის სახლებს, აპარტ-სასტუმროებს, კეპმინგებს და ა.შ. ახალი გადასახადი იმოქმედებს საკვებზე, სასმელზე, გართობაზე, საკონფერენციო დარბაზებსა და რესტორნებზე.

ლევან საგინაშვილი

09 დეკემბერი 2019, 15:59

სპორტი

მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

ლევან საგინაშვილმა მკლავჭიდის ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ამერიკელი და ყაზახი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუს ვიტალი ლალეტინს 6:0 მოუგო. ჩემპიონთა ლიგაში მსოფლიოს რვა საუკეთესო მკლავჭიდელი მონაწილეობდა და გამარჯვებული პლეიოფის სისტემით გამოვლინდა.

სალომე ზურაბიშვილი

09 დეკემბერი 2019, 15:55

საქართველო

ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე აქცენტი არასწორად მიაჩნია

მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბარი არასწორია, სხვა ოჯახებიც არანაკლებად ელოდებიან შეწყალების გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჟან-ლუკ მელანშონი

09 დეკემბერი 2019, 15:47

მსოფლიო

პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი კანონისადმი დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნეს

საფრანგეთის სასამართლომ მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერი ჟან-ლიუკ მელანშონი „კანონისადმი დაუმორჩილებლობისა და პროვოკაციის“ მუხლით დამნაშავედ ცნო და სამთვიანი პირობითი სასჯელი დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მელანშონი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მხარდამჭერია.

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 15:27

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: სურგულაძის გადაწყვეტილება ბუნებრივად მეჩვენება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს სურგულაძის პირადი გადაწყვეტილებაა და აქ არაბუნებრივი არაფერია.

საპენსიო სააგენტო

09 დეკემბერი 2019, 15:20

საქართველო

გახარია სურგულაძეზე: ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა რომ ილოცებს

"სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.