imedi /  25 ნოემბერი 2019, 08:27 / სანდო წყარო

რიო-დე-ჟანეიროში პოლიციასა და „ფლამენგოს“ ფანებს შორის შეტაკებები მოხდა

რიო-დე-ჟანეირო ფანები

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში პოლიციისა და საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ გულშემატკვირებს შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ლიბერტადორესის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა ქალაქში ავტობუსით ჩაიარეს და გულშემატკივრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში გამარჯვება აღნიშნეს, თუმცა ღონისძიება ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

გულშემატკივრებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, რაზეც პოლიციამ ცრემლმდენი გაზით უპასუხა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, გულშემატკივრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

ყველა სიახლე

ფეხბურთი

07 დეკემბერი 2019, 20:11

სპორტი

„იუვენტუსის“ ვარსკვლავებმა ალბანელ ბავშვებს ოცნება აუსრულეს

„იუვენტუსის“ ორი ვარსკვლავი, ჯანლუიჯი ბუფონი და კრიშტიანო რონალდუ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მცირეწლოვან ალბანელ ბავშვებს შეხვდნენ და საკუთარი ავტოგრაფებით გაფორმებული სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

07 დეკემბერი 2019, 19:52

საქართველო

ფიროსმანის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, „სენტას“ ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრისას ოთხმა ადამინმა დამწვრობა მიიღო. Imedinews-ის ინფორმაციით, სამი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ადგილი

07 დეკემბერი 2019, 19:47

საქართველო

ხანგოშვილის მკვლელმა საფრანგეთში თავშესაფარი მოითხოვა

ამის შესახებ Le Monde-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ვადიმ სოკოლოვის სახელით ცნობილმა კაცმა, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობიდან რამდენიმე წამში დააკავეს, თავშესაფარი ჯერ კიდევ 26 აგვისტოს მოითხოვა. მისი განცხადება კი საფრანგეთმა უნდა განიხილოს, რადგან ის შენგენის ზონაში პარიზის გავლით მოხვდა.

დემონსტრაცია ბაღდადში

07 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

ერაყში უცნობმა თავდამსხმელებმა სულ ცოტა 20 დემონსტრანტი მოკლეს

თავდამსხმელები ერაყის დედაქალაქი რამდენიმე ადგილას პიკაპებით გამოჩნდნენ და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა. გაუგებარია ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი. სახელმწიფო მედიამ თავდამსხმელებს „უცნობი პირები“ უწოდა.

07 დეკემბერი 2019, 19:01

ეკონომიკა

საფრანგეთში მძღოლებმა გადასახადის ზრდის გამო 15 ავტომაგისტრალი გადაკეტეს

საფრანგეთის 11 რეგიონში მძღოლებმა 15 მსხვილი ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ამ გზებზე საერთაშორისო გადაზიდვები ხორციელდება. ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, გაფიცვის მიზეზია წვრილი სატრანსპორტო კომპანიებისათვის დაბეგვრის გაზრდა. ამ დროსითვის პარიზის, ლილის და ბელგიის მიმართულებით ავტომაგისტრალები გადაკეტილია.

მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი

07 დეკემბერი 2019, 18:32

ტექნოლოგიები

ჩინეთში მსოფლიოში პირველად მაიმუნის და ღორის ჰიბრიდი დაიბადა

ცხოველების დაბადება ექსპერიმენტის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანიც ცხოველებში ადამიანების ორგანოების გაზრდაა, რომლებსაც შემდეგ გადანერგვისთვის გამოიყენებენ. მეცნიერთა ნაწილი ჩინეთს მსგავსი ექსპერიმენტების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ნინო ბურჯანაძე

07 დეკემბერი 2019, 18:27

საქართველო

ბურჯანაძე უარყოფს რომ მოსკოვში ბოდიში მოიხადა

ნინო ბურჯანაძე უარყოფს, მოსკოვში ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის აეროპორტში განაცხადა. ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერებს მადლობა გადაუხადა, „სწორი პოლიტიკური შეფასებისთვის“.

07 დეკემბერი 2019, 18:19

თემა

ვის ემართება ფილტვის კიბო? მხოლოდ მწეველებს?

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მსოფლიოს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის 94%-სარაგადამდები დაავადებები იწვევს, საერთო სიკვდილიანობის 14%-ი კი ონკოლოგიურ დაავადებებზე მოდის. მას გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების შემდეგ (საერთო სიკვდილიანობის 69%-ი) მეორე ადგილი უჭირავს. კიბოს პოპულაციური რეგისტრის (საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა) მონაცემებით, ქალებში კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეა, კაცებში კი - ფილტვის კიბო, რომელსაც სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს. ანალოგიური სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2018 წელს ფილტვის კიბომ ონკოლოგიური დაავადებების ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მხრივმსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

ოკეანე თევზები

07 დეკემბერი 2019, 17:43

ტექნოლოგიები

კვლევა: კლიმატის ცვლილების გამო ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა. 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა.

ინდოეთი ძალადობა

07 დეკემბერი 2019, 17:09

მსოფლიო

გარდაიცვალა ინდოელი ქალი, რომელსაც ძალადობაში ეჭვმიტანილებმა ცეცხლი წაუკიდეს

23 წლის ქალს სხეულის 90% ჰქონდა დამწვარი. შემთხვევა უტარ პრადეშის შტატში მოხდა. ქალი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, რკინიგზის სადგურისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე კაცი თავს დაესხა, შემდეგ კი ახლომდებარე მინდორში წაიყვანეს და ცეცხლი წაუკიდეს.

საახალწლო დეკორაციები

07 დეკემბერი 2019, 17:00

საქართველო

საახალწლო დეკორაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ნავთობის ფასი

07 დეკემბერი 2019, 16:45

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (ოპეკი) წევრი 10 ქვეყანა ნავთობის მოპოვების შემცირებას გეგმავს. ექსპერტები კი ნედლეულზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ. ოპეკის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით 2020 წლის 1 იანვრიდან ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი დღე-ღამეში კიდევ 500 ათასი ბარელით შემცირდება.

Instagram

07 დეკემბერი 2019, 16:41

ტექნოლოგიები

CNBC: Instagram-ზე ლაიქების დამალვის მიზანი მომხმარებელთა აქტივობის გაზრდაა

სოციალურ ქსელ Instagram-ზე ლაიქების დამალვის მიზანი მომხმარებელთა აქტივობის გაზრდაა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის ყოფილ თანამშრომლებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, შიდა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ძალიან ხშირად შლიან ისეთ ფოტოებს, რომლებმაც არასაკმარისი რაოდენობის ლაიქი აქვს.

07 დეკემბერი 2019, 16:25

ტექნოლოგიები

ექიმებმა ღვიძლის ციროზის გამომწვევი პროდუქტები დაასახელეს

გერმანელმა გასტროენტეროლოგმა, პროფესორმა და მედიცინის დოქტორმა ტომას ფრილინგმა გამოცემა Focus.de-სთან დაასახელა პროდუქტები, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და ღვიძლის ციროზს იწვევს. მათ შორის პირველია რაფინირებული შაქარი.

დემონსტრაცია მინსკში

07 დეკემბერი 2019, 16:18

მსოფლიო

მინსკში ბელარუსის და რუსეთის შესაძლო გაერთიანებას აპროტესტებენ

დემონსტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობს. შესაძლო ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციით უკმაყოფილებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქცია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესი

07 დეკემბერი 2019, 16:12

ძალოვნები

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავისი არასრულწლოვანი შვილები.

მასუდ სოლეიმანი სიუე ვანგი

07 დეკემბერი 2019, 15:54

მსოფლიო

აშშ-მა და ირანმა პატიმრები გაცვალეს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, პრინსტონის კურსდამთავრებული, ამერიკელი სიუე ვანგი პატიმბრობიდან გათავისუფლდება და თეირანი მას აშშ-ში დაკავებულ ირანელ მეცნიერზე, მასუდ სოლეიმანიზე გაცვლის. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.

07 დეკემბერი 2019, 15:11

მსოფლიო

ფრანგმა სპეციალისტებმა მაკრონის საარჩევნო შტაბზე კიბერშეტევაში რუსული კვალი აღმოაჩინეს

კიბერუსაფთხოების სფეროში მომუშავე ორმა ფრანგულმა კომპანიამ ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის მიმოწერაზე კიბერთავდასხმასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Monde წერს.

გიორგი გახარია

07 დეკემბერი 2019, 15:00

საქართველო

გახარია: გუნდში არანაირი დაძაბულობა და დაპირისპირება არ არის

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც მთავარ სტადიონთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივასა" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრემიერს შეძახილებით: „სამარცხვინო გახარია“ დახვდნენ. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გუნდში არანაირი დაძაბულობა და დააპირისპირება არ არის.

07 დეკემბერი 2019, 14:26

ტექნოლოგიები

აშშ-ის ეროვნული არქივი გამოფენს ტყვიას, რომლითაც ჯონ კენედი მოკლეს

აშშ-ის ეროვნული არქივი 2020 წელს გამოფენს ტყვიას, რომლითაც ქვეყნის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს. ტყვიის ვირტუალური ასლის ნახვა ინტერნეტკატალოგში იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს (NIST).