imedi /  03 დეკემბერი 2019, 23:46 / სანდო წყარო

ნატო ისტორიაში პირველად ოფიციალურად აღიარებს ჩინეთისგან მომავალ საფრთხეებს

ნატო

ნატოს ისტორიაში პირველად, ალიანსი დეკლარაციით აღიარებს ჩინეთისგან მომავალ გამოწვევებს. ნატოს ხელმძღვანელისი განცხადებით, ოფიციალური პეკინის სამხედრო შესაძლებლობების ზრდამ გავლენა ალიანსის ყველა მოკავშირეზე იქონია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთს თავდაცვის სფეროში მეორე უმსხვილესი ბიუჯეტი აქვს: "მათ ახლახანს წარმოადგინეს უამრავი ახალი თანამედროვე შესაძლებლობები, მათ შორის გრძელი მანძილის რაკეტები, რომლებსაც ევროპამდე და აშშ-მდე შეუძლიათ მიაღწიონ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე ლონდონში ნატოს სამიტზე ისაუბრეს. ოთხშაბათს ალიანსის 29 წევრი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომლითაც ფორმალურად გააზრებული იქნება ჩინეთთან დაკავშირებული "შესაძლებლობები და საფრთხეები". 

ლონდონში ნატოს ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს. 

ყველა სიახლე

ჯანმო

10 აპრილი 2020, 09:52

COVID19

100 დღე გავიდა, რაც ჯანმომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ პირველად მიიღო ინფორმაცია

100 დღე გავიდა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიაციამ ჩინეთში ინფიცირების შესახებ პირველად მიიღო ინფორმაცია. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა Twitter-ზე დაწერა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოესი დღეების განმავლობაში სტრატეგიული მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ განახლებულ გეგმას წარადგენს.

ალექსანდრე გოგინავა

10 აპრილი 2020, 09:48

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ხვალ დილამდე რამდენიმე გამოჯანმრთელებული გვეყოლება

ინფექციურში ამ დროისთვის 33 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, ერთი კრიტიკულია, თუმცა დინამიკაში მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე არიან ახალი პაციენტები, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს.

გლდანი

10 აპრილი 2020, 09:26

COVID19

გლდანში, დევნილთა კომპაქტური დასახლება კორონავირუსის შემთხვევის გამო რამდენიმე დღეა კარანტინშია

ადგილზე ვითარებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები გაეცნენ. დევნილ მოსახლეობას მათ პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტები გადასცეს.

ზუგდიდი

10 აპრილი 2020, 09:20

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი რჩება

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი რჩება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ცხელების 7 ცენტრი ფუნქციონირებს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონიდან ქვეყნის სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში 272 ადამიანი იმყოფება.

10 აპრილი 2020, 09:13

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია

რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკას, ამჟამად სტაციონარში 69 პაციენტი მკურნალობს, აქედან 56 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 6 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. ორი ორსული ქალის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

10 აპრილი 2020, 09:08

COVID19

ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 218 შემთხვევაა დადასტურებული, 51 გამოჯანმრთელდა

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, შვიდს მძიმე პნევმონია აქვს. რაც შეეხება ვირუსის შიდა გავრცელების შემთხვევებს, ცენტრში ასეთი მხოლოდ სამი პაციენტია.

10 აპრილი 2020, 09:00

COVID19

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროცესი გრძელდება

ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომლებზეც ორი დღით ადრე დაიწყება ბილეთების გაყიდვა. უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად რეისები ბარსელონიდან და ვარშავიდანაც შესრულდება. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ავიარეისებს ასრულებს ჯორჯიან ეარ-ვეისი. სახელმწიფოს ხელშეწყობით, საქართველოში უკვე დაბრუნდა 5-ათასამდე მოქალაქე. ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.

10 აპრილი 2020, 08:51

COVID19

79 მოზარდი ამერიკიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

სპეცრეისი შტატების მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდება. ცნობილია, რომ ამავე რეისით საქართველოში ჩამოიყვანენ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსაც, სულ 35 ბავშვს. პრემიერი დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

10 აპრილი 2020, 08:46

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან დღეს ჩამოიყვანენ

სტამბოლში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში დღეს დააბრუნებენ. მას კორონავირუსი სტამბოლში დაუდგინდა და 20 დღის განმავლობაში თურქეთის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

10 აპრილი 2020, 08:42

COVID19

ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო

53 წლის კაცი თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეპიდემიოლოგებმა სოფელში, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობა დაასრულეს. შესწავლილია მისი კონტაქტების ძირითადი ნაწილი. კაცის ოჯახის წევრები და მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. პაციენტი, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის კლასტერია.

10 აპრილი 2020, 08:38

COVID19

კახეთში ლუგარის ლაბორატორიიდან 18 ადამიანის პასუხს ელოდებიან

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 18 მოქალაქის ანალიზი გაიგზავნა. ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი დღეს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. მათი ნაწილი საკარანტინო ზონაში, ნაწილი კი რეგიონის ცხელების ცენტრების იზოლირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ზოგიერთ მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ

„ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება“, - აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია. ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება. ამ დროისათვის ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე რვა ადამიანს იკვლევენ. ანალიზები აღებულია და მათი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

10 აპრილი 2020, 08:24

COVID19

ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან შვიდს პნევმონია აქვს

51 გამოჯანმრთელებული, 218 ინფიცირებული, 410 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, ოთხი ათას 829 კარანტინის რეჟიმში და 3 გარდაცვლილი - ასეთია ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარება საქართველოში.

ჭიათურა

10 აპრილი 2020, 08:16

COVID19

ზესტაფონის და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ზესტაფონსა და ჭიათურაში ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

ჯორჯ ქლუნი

10 აპრილი 2020, 08:05

COVID19

ჯორჯ და ამალ ქლუნებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მილიონ დოლარზე მეტი გაიღეს

500-ათას დოლარს საქველმოქმედო ფონდი Motion Picture and Television და ამერიკელ მსახიობთა პროფკავშირები მიიღებს. დარჩენილი თანხა კი წყვილი ფონდ Los Angeles Mayors-ში გადარიცხავს, რომელიც მედიკოსებს, უსახლკაროებსა და ხანდაზმულებს ეხმარება.

10 აპრილი 2020, 07:55

COVID19

ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავება გრძელდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩებისა და ტროტუარების დამუშავების პროცესი გრძელდება. დაიწყო ჰოსპიტლებისა და ჰიპერმარკეტების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია.

10 აპრილი 2020, 01:07

რეგიონი

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს.

10 აპრილი 2020, 01:00

COVID19

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ვიდეო

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯორჯიაში ექიმებმა პაციენტს დერეფანი მოუწყვეს და ტაში დაუკრეს. ამის ამსახველ ვიდეოს skynews ავრცელებს.

10 აპრილი 2020, 00:58

COVID19

ზესტაფონისა და ჭიათურის ცენტრალურ ქუჩებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

სადეზინფექციო სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის დასუფთავების სამსახურებმა ერთობლივად, „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვის და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განახორციელეს. დაგეგმილია საავტომობილო გზებისა და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების კაპიტალური გადარეცხვა. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

კნუტები აკვარიუმი

10 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში კნუტებმაც გაისეირნეს. ვიდეო 🐈🐈🐈

აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად მას ადგილობრივი თავშესაფრის ბინადარი კნუტები ესტუმრნენ. ნემომ, დორიმ, გუპიმ, მარლინნა და ბაბლზმა ოკეანეს ბინადრები გაიცნეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მედუზებმა მიიპყრეს. კნუტება მათთან თამაშიც სცადეს, მაგრამ აკვარიუმის შუშამ ამის საშუალება არ მისცათ. ამის მიუხედავად, თავშესაფრის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ კნუტებმა დრო მშვენივრად გაატარეს.