imedi /  04 დეკემბერი 2019, 00:25 / სანდო წყარო

ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების გამოყენება დაუშვეს

სამედიცინო მარიხუანა

ბრაზილიის სანიტარული კონტროლის ეროვნულმა სააგენტომ (Anvisa) სამედიცინო მიზნით მარიხუანისგან დამზადებული​ მედიკამენტების წარმოებისა და გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა ნათქვამი.

ნებართვა დროებითია და მისი გაუქმება სამ წელიწადში შეიძლება. ამ პერიოდის განმავლობაში Anvisa მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე კვლევების შედეგების შესწავლას აპირებს, რომლებიც ასეთი მედიკამენტების ეფექტურობასა და უვნებლობას დაადასტურებდა.

მედიკამენტების აბების, ხსნარებისა და ზეთების სახით შეძენა მხოლოდ რეცეპტით იქნება შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, თუ სამედიცინო პრეპარატში ტეტრაჰიდროკანაბინოლი შემცველობა 0,2%-ს აღემატება, ის მორფინისათვის დაწესებული წესებით გაიყიდება.

ამასთან ერთად, ბრაზილიაში მარიხუანისგან დამზადებული​ პრეპარატების წარმოების, იმპორტის, კონტროლისა და ბრუნვის მონიტორინგის წესები დადგინდა. პრეპარატების დამზადება მხოლოდ სამრეწველო წესით იქნება ნებადართული, იმპორტის ლიბერალიზაცია მხოლოდ ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის განკუთვნილ ნახევარფაბრიკატებს შეეხება. ბრუნვის მონიტორინგის მიზნით Anvisa შექმნის სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ყველა ადგილობრივი მწარმოებელი უწყებას თავისი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

25 იანვარი 2021, 12:25

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: გარკვეული პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებენ ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან და გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი პარლამენტს შეემატებიან

ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში ჯერჯერობით საბოლოო პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პარლამენტს შეემატება.

25 იანვარი 2021, 12:21

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმეს, გური ამირხანაშვილს კითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმეს, დაზარალებულ გური ამირხანაშვილს კითხავენ. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი საათის წინ დაიწყო. პროკურორის თქმით, ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა და მან ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება შეძლო, თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე.

25 იანვარი 2021, 12:20

თემა

Apple-მა გამოუშვა პირველი მაკბუქი, რომელსაც საკუთარი პროცესორი M1 აქვს. რით არის ის გამორჩეული?

2020 წელს, Apple-მა მთელი რიგი ახალი პროდუქტი გამოუშვა. ეს იყო ტელეფონები, ტაბლეტები, კომპიუტერები და ყურსასმენები. ამავდროულად, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური გადაწყვეტილება მომხმარებლებისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. გამოჩნდა პირველი მაკბუქი, რომელიც მუშაობს Apple-ის საკუთარ ჩიპზე - სახელწოდებით M1. ეს არის Intel-ის პროცესორებზე საბოლოოდ უარის თქმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დამაჯერებელიც.

ზაალ უდუმაშვილი

25 იანვარი 2021, 12:16

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ არსებობს

„2 თვეა ველოდებით, როდის შეგვიწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ამის შემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. მთელი პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური დატვირთა გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ, ოპოზიცია ამისთვის ემზადება, ოპოზიციურ პარტიებს გვექნება კონსულტაციები იმ მიმართულებით, როგორ და რა გეგმით ვაპირებთ ბრძოლას, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ იმას, რომ ახალი არჩევნები სწრაფად დაინიშნოს “, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ევროპის საბჭო

25 იანვარი 2021, 12:09

მსოფლიო

ევროპის საბჭოს შენობის წინ პანდემიის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

უსაფრთხოების სამსახურისთვის 72 საათით ადრე გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საკმარისი არ არის. საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ კორონავირუსზე ტესტის საშუალებითაა შესაძლებელი. მესამე ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებზე ვრცელდება სავალდებულო კარანტინი. სტრასბურგში კომენდანტის საათი 18:00-დან იწყება.

25 იანვარი 2021, 12:07

მსოფლიო

ნიდერლანდებში, შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქციებზე 240-მდე ადამიანი დააკავეს

აქციის მონაწილეებმა მაღაზიების ძარცვა, შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება დაიწყეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. ამსტერდამში შეკრებილთა დასაშლელად, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენეს.

25 იანვარი 2021, 11:48

მსოფლიო

მედია: ჩრდილოეთკორეელი დიპლომატი სამხრეთ კორეაში გაიქცა

რიუ ჰიუნ-ვუ, რომელიც 2017 წლიდან ქუვეითში ელჩად მუშაობდა ოჯახთან ერთად სეულში ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გაიქცა, რათა მას შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონოდათ. თუმცა აქამდე ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. ოფიციალური სეული მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

ზურაბ ჩიკვილაძე

25 იანვარი 2021, 11:47

საზოგადოება

ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52-ში მდებარე შენობაში შეჭრილ მოქალაქეებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს

ჩუღურეთის რაიონში მდებარე შენობა-ნაგებობა, რომლის პრივატიზაცია სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნისთვის მოხდა და დღეს უკვე წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რამდენიმე ოჯახს უკანონოდ აქვს დაკავებული, - ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.

რობერტ ლევანდოვსკი

25 იანვარი 2021, 11:39

სპორტი

რობერტ ლევანდოვსკიმ მე-500 გოლი გაიტანა

​​​​​​​მიუნჰენის „ბავარიის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. საიუბილეო გოლი 32 წლის ფორვარდმა „შალკე-04“-ის კარში შეაგდო. შეხვედრა „ბავარიის“ გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შემდეგ ლევანდოვსკი მეოთხე მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც ასეთი შედეგი აჩვენა.

მალხაზ ზოიძე

25 იანვარი 2021, 11:37

სამართალი

მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრ ირაკლი ფანგანს ბრალს დღეს წარუდგენენ

სავარაუდოდ, სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს. მისი ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

25 იანვარი 2021, 11:35

COVID19

გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების შესაჩერებლად, სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

გერმანია კორონავირუსისა და მისი ახალი შტამის გავრცელების შესაჩერებლად საზღვარზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. უსაფრთხოების ზომები უკვე გაძლიერდა აეროპორტებში. პოლიციას მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული მგზავრების დეტალური კონტროლი დაევალა. კოვიდუარყოფითი ტესტის წარდგენის გარდა, მგზავრები შემოწმებას თვითმფრინავის ბორტზევე გაივლიან.

25 იანვარი 2021, 11:31

რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

25 იანვარი 2021, 11:27

კულტურა

ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან

სანდრო ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან. აღორძინების ხანის ფლორენციელი ოსტატის ტილო ერთ-ერთია პორტრეტების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალთა შორის, რომელიც დღემდე შემორჩა. ვაჭრობა ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ მე-15 საუკუნეში შექმნილი ნახატი ას მილიონ დოლარზე მეტად შეფასდება.

გივი მიქანაძე

25 იანვარი 2021, 11:22

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ტინი კოქსის ანგარიშზე: აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს

„ასამბლეის პირველ დღეს ასამბლეის წევრებს სპეციალურ ანგარიშს წარუდგენენ, რომელიც საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას ასახავს. ასევე აღნიშნული არის მწუხარება იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია მისთვის გამოცხადებულ ნდობასა და მანდატებს ჯერჯერობით არ იზიარებს და არ იკავებს კუთვნილ ადგილებს. ხაზგასმული არის საკითხები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანი უფლებათა დაცვას ეხება“, - განაცხადა ქართული დელეგაციის წევრმა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტი

25 იანვარი 2021, 11:21

პოლიტიკა

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვას პარლამენტი 27 იანვარს დაიწყებს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. რეგლამენტის გათვალისწინებით პირველ რიგში შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ტოივო კლაარი

25 იანვარი 2021, 11:14

პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია და დღეიდან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კლაარი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ მხარესთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

25 იანვარი 2021, 11:11

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

25 იანვარი 2021, 11:10

საზოგადოება

26 იანვარს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები იწყება

26 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

25 იანვარი 2021, 11:10

COVID19

ბოლო 24 საათში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსი არცერთ ადამიანს არ დადასტურებია,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 იანვარი 2021, 11:06

რეგიონი

მალხაზ თორია: მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.