imedi /  12 დეკემბერი 2019, 09:59 / სანდო წყარო

ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება

ისრაელი არჩევნები

ისრაელში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.

ქნესეთის დაშლასა და ახალი არჩევნების დანიშვნას 94 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია.

კენჭისყრა ისრაელის ქნესეთში მას შემდეგ გაიმართა, რაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამიმ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მეტოქემ ბენი განცმა შეძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ისრაელში მე-3 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ყველა სიახლე

21 იანვარი 2021, 10:59

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 477 თბილისში, 164 იმერეთში, 64 კი აჭარაში გამოვლინდა

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - განაცხადა სიჭინავამ.

21 იანვარი 2021, 10:56

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1,020 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

21 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 735 მძიმე პაციენტია

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 735 მძიმე პაციენტია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კრიშტიანუ რონალდუ

21 იანვარი 2021, 10:49

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მან 760 გოლი გაიტანა⚽

20 იანვარს, იტალიის სუპერთასის ფინალში, „იუვენტუსის“ „ნაპოლისთან“ შეხვედრაში, ფეხბურთელმა კარიერის 760-ე გოლი გაიტანა

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:40

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი

21 იანვარი 2021, 10:37

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსით რეინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

21 იანვარი 2021, 10:33

საზოგადოება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 იანვრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.

21 იანვარი 2021, 10:29

COVID19

ბრაზილიაში კორონავირუსით 1,340 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 64,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1,340 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8,638,249 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 212,831 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 10:25

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 20,398 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 20,398 ადამიანს დაუდგინეს, 1,013 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2,088,400 შემთხვევა გამოვლინდა, 49,783 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 10:23

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

არჩილ თალაკვაძე

21 იანვარი 2021, 10:23

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შსს

21 იანვარი 2021, 09:56

სამართალი

შსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

„პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო: EKOL Tisa-ისა და KRAL-ის მოდელების 2 პისტოლეტი, „აკს-ის“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი“, - იტყობინება შსს.

დაკავება

21 იანვარი 2021, 09:53

სამართალი

პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა

„აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 09:42

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა პირველ სამუშაო დღეს 15 ბრძანებას მოაწერა ხელი

თეთრი სახლის ახალმა მეთაურმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული რიგი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვა. ასევე, ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ფედერალური შენობების ტერიტორიაზე 100 დღის განმავლობაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. პრეზიდენტმა ასევე მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა შეაჩერა

ნათია თურნავა

21 იანვარი 2021, 09:32

ეკონომიკა

ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარში მიიღო მონაწილეობა

„არც ერთი დღით არ შეგვინელებია და არ შეგვიჩერებია ის ენერგეტიკული პროექტები და მათ შორის მსხვილი პროექტები, რომელიც კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და რომელიც საქართველოში იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე დაწყებული. უფრო მეტიც, 2020 წელს დაიწყო რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი. დავგეგმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი - ეს არის „ენგურჰესის“ რეაბილიტაცია, რომელიც ახლა დაიწყო, განხორციელდება მომდევნო 4 თვის განმავლობაში “ - განაცხადა მინისტრმა.

ლარი

21 იანვარი 2021, 09:24

ეკონომიკა

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 160 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახური მონაცემებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს განსახილველად მიაწვდის, რომელიც ერთჯერადი კომპენსაციის თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტი

21 იანვარი 2021, 09:12

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას შეფასებით, დაზვერვის სამსახურის სახით, საქართველოს ერთ-ერთი ქმედითი და ეფექტიანი უწყება ჰყავს.

ევრილ ჰაინსი

21 იანვარი 2021, 08:52

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქალი პირველად გახდა

ჰეინსი, რომლის კანდიდატურაც ჯო ბაიდენმა წარადგინა, ამ თანამდებობაზე პირველი ქალი გახდა. მის დანიშვნას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 10 აღმოჩნდა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

21 იანვარი 2021, 08:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ მომზადებულები

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაშიც იგივე პროცესი წავიდეს და ჩვენ დავიწყოთ სერიოზული მსჯელობა შინაარსზე და შევაჯეროთ საბოლოო ჯამში ჩვენი პოზიციები. თუ მოლაპარაკებებში მართლა სერიოზულად ვმონაწილეობთ, მეხუთე რაუნდზე მივიდეთ ისე მომზადებულები, რომ წონასწორობა ჩვენს მხარეს გადმოვიდეს“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.