imedi /  12 დეკემბერი 2019, 10:23 / სანდო წყარო

დანიაში ტერორიზმის ბრალდებით რეიდების დროს 20 ადამიანი დააკავეს

ტერორიზმი

დანიის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი რეიდები მოაწყო. დაკავებულია 20-მდე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დაკავებულები ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე ეჭვმიტანილმა დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ისინი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებას შეეცადნენ.

დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

06 აპრილი 2020, 10:24

საზოგადოება

ომბუდსმენი უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა და ცალკეული სამედიცინო მომსახურების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქუჩაში მცხოვრებ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, ასევე ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამებში ჩართული პირებისთვის შეუფერხებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობას განცხადებას ავრცელებს.

06 აპრილი 2020, 10:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.

06 აპრილი 2020, 09:55

COVID19

თელავის ცენტრალური საავადმყოფო კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს დღეიდან მიიღებს

კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ერთი სართული მთლიანად იზოლირებულია და პაციენტების მიღებას საავადმყოფო უკვე მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარეს. კახეთში ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია და COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ამ დრომდე არ ფიქსირდება.

ალექსანდრე გოგინავა

06 აპრილი 2020, 09:39

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: შემდეგი 48 საათის განმავლობაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს ველოდებით

დილის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 42 პაციენტია, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 2 ადამიანის მდგომარეობა- კრიტიკულად მძიმეა- ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა.

ალექსანდრე გოგინავა

06 აპრილი 2020, 09:31

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: შესაძლებელია საქართველომ პიკი უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე სხვა ქვეყნებმა

როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები აპრილის დასაწყისიდან დაიწყებოდა, ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ეს ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა ის დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, საკმაოდ დამაკმაყოფილებელია და განიხილება, როგორც კარგი სცენარი- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

06 აპრილი 2020, 09:10

COVID19

მოსკოვში 3 მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მოსკოვში 3 სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კიდევ 2 მღდველს აქვს, თუმცა მათი ანალიზის პასუხები ჯერ უცნობია. ამ დროისთვის რუსეთში ვირუსს 45 ადამიანი ემსხვერპლა, 5 389 კი- დაინფიცირდა.

06 აპრილი 2020, 08:46

საზოგადოება

დღეიდან აღსრულების ეროვნული ბიურო მუშობას განაახლებს

მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 6 აპრილიდან აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაახლებს მუშაობას კანონის შესაბამისად, თუმცა პროცესი გამარტივებულად და დისტანციურად განხორციელდება. ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში, ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება.

06 აპრილი 2020, 08:33

COVID19

დღეიდან რამდენიმე ქალაქში აგრარული ბაზრები დაიხურება

დღეს დილიდან თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზარი დაიკეტება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, შესაბამისი რეკომენდაცია სურსათის უვნებლობის სამსახურმა გუშინ გასცა და ბაზრების ადმინისტრაციას შეატყობინა. მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გუშინ გააფრთხილეს. თემაზე თელავის მერი განცხადებას დღეს გააკეთებს.

06 აპრილი 2020, 08:27

COVID19

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციას აცხადებს, 4 წლის ნადიას და 5 ცხოველს, კერძოდ, ვეფხვებსა და ლომებს ვირუსზე ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები გამოუვინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსი სავარაუდოდ მომვლელისგან გადაედოთ.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 08:02

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 69 500-ს მიაღწია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 54 458-ს მიაღწია. მსხვერპლთა თითქმის ნახევარი კვლავინდებურად 2 ქვეყანაზე მოდის. ესენია იტალია (15 887) და ესპანეთი (12 641). მსოფლიოში ვირუსით სულ 1 273 720 ადამიანი დაინფიცირდა, 262 486 კი გამოჯანმრთელდა.

პირენეები

06 აპრილი 2020, 00:55

ტაბლოიდი

კარანტინის მიუხედავად ესპანეთში სიგარეტის საყიდლად წასული ფრანგი პირენეებში დაიკარგა

საფრანგეთის სასაზღვრო რეგიონების მაცხოვრებლები სიგარეტს ესპანეთში ხშირად ყიდულობენ, რადგან იქ თამბაქო უფრო იაფია. კარანტინის მიუხედავად, ფრანგმა მთების გადაკვეთა ფეხით გადაწყვიტა, მაგრამ მდინარეში ჩავარდა.

ედრიან და სტიუარტ ბეიკერი

06 აპრილი 2020, 00:45

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალა

წყვილმა ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მიმართა, თუმცა ისინი ორჯერ გააბრუნეს სახლში. შემდეგ 74 წლის სტიუარტის მდგომარეობა გართულდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შემდეგ საავადმყოფოში 72 წლის ედნრიანიც მოათავსეს, თუმცა წყვილის მდგომარეობა სწრაფად მძიმდებოდა. ექიმებმა მათ შვილებს განუცხადეს, რომ მათი გადარჩენა ნაკლებად სავარაუდო იყო.

ბორის ჯონსონი

06 აპრილი 2020, 00:30

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები უკვე 10 დღის განმავლობაში აქვს.

ტომ ფორდი

06 აპრილი 2020, 00:23

ტაბლოიდი

როგორ გამოვიყურებოდეთ კარგად ვიდეოზარის დროს. ტომ ფორდის რჩევები

დიზაინერმა ტომ ფორდმა განმარტა რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა ვიდეოზარების დროს კარგად რომ გამოიყურებოდნენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცნობილ დიზაინერს ჟურნალისტმა მაურინ დაუდმა მიმართა, რომელიც ონლაინ ინტერვიუსთვის ემზადებოდა. აი რა ურჩია მას ფორდმა:

ჩერნობილი ხანძარი

06 აპრილი 2020, 00:07

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ჩერნობილთან რადიაციის დონემ იმატა

„ცუდი ამბებია - ხანძრის ცენტრში რადიაცია ნორმაზე მაღალია“, - დაწერა ფირსოვმა Facebook-ზე. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ გეიგერის მრიცხველზე დაფიქსირებული მაჩვენებელი ნორმაზე 16-ჯერ მაღალია.

თენგიზ ცერცვაძე

05 აპრილი 2020, 23:48

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას

ჯერჯერობით ადგილი აქვს შემთხვევების მატებას და არა აფეთქებას. თუ ადრე იმატებდა ორი-სამი და ხუთი შემთხვევით, ახლა საშუალოდ 10-15 შემთხვევით იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ეს არ არის აფეთქება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს დინამიკა აბსოლუტურად მოსალოდნელი და მისაღებია.

ელისაბედ მეორე

05 აპრილი 2020, 23:25

COVID19

ელისაბედ მეორე: ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ

„ახლა ჩვენ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს შევუერთდებით, მეცნიერების დიდებულ მიღწევებს და ჩვენს ინსტინქტურ თანაგრძნობას გამოვიყენებთ. ჩვენ წარმატებას მივაღწევთ - და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება“, - განაცხადა დედოფალმა.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 23:12

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 67 წლის პაციენტის ცოლს COVID 19 არ დაუდასტურდა

ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცხელების ცენტრიდან 62 წლის ქალბატონი გადაიყვანეს, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

05 აპრილი 2020, 23:04

COVID19

ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება

6 აპრილს ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის ბაზრები დაიკეტება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსთან მოლაპარაკების შედეგად მიიღო. მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის რამდენიმე გამოვლენილი ფაქტი გახდა. მოვაჭრეები ვადის გახანგრძლივებას 10 აპრილამდე ითხოვენ. ქალაქის მერიის ინფორმაციით ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, გადაწყვვეტილების გადავადება არ განიხილება.

05 აპრილი 2020, 22:54

COVID19

კახეთის გუბერნატორი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა

კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებს შეხვდა. მათ არსებულ ეპიდვითარებაზე იმსჯელეს და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა განიხილეს. გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური დავალება უკვე მისცა, რომელიც სოფლის ექიმებისთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას და მათთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას გულისხმობს.