imedi /  17 დეკემბერი 2019, 17:01 / სანდო წყარო

ლესბოსის მიგრანტთა ბანაკში მცხოვრები ბავშვები ამბობენ რომ სიკვდილი სურთ

მიგრანტები

საბერძნეთში, ლესბოსში მდებარე მიგრანტთა ბანაკში მომუშავე ფსიქოლოგის თქმით, იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, ვინც ბანაკში ცხოვრების განმავლობაში თავს იზიანებს და თვითმკვლელობას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"7-8 წლის ბავშვები ამბობენ "სიკვდილი მინდა". ეს ის არის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გავიგონებდი", - ამბობს ფსიქოლოგი, სახელად ანჯელა, რომელსაც 20-მდე შემთხვევასთან მოუწია მუშაობა, ყველა მათგანი ბავშვის ან მოზარდის მიერ თვითდაზიანების საქმეს ან სუიციდის მცდელობას შეეხებოდა. 

ახლა ბანაკში 18 000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, ეს მაშინ, როდესაც ბანაკი სულ 2000 ადამიანზეა გათვლილი. იქ ძირთადად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს. ბევრი მათგანი ტრავმირებულია. 

ბანაკში ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან. როგორც BBC-ის რესპოდენტები ამბობენ, არცერთ ბავშვს არ სურდა სამშობლოს დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ იქ გაუსაძლისი პირობები და საშიშროება იყო. BBC-მ შეძლო გადაეღო ლტოლვილთა ბანაკის ჰოსპიტალში შექმნილი ვითარება, რა დროსაც ექიმები და დამხმარეები საუბრობენ 17 წლის ბიჭზე, რომელმაც თავი დაიზიანა. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ბიჭი ამბობს, რომ ისევ ეცდება ამას. 

ბანაკში ზეკრიას სკოლაც არის, სადაც ზეკრია ბავშვებს მუსიკას, ენისა და ხელოვნების გაკვეთილებს უტარებს. "ჩვენ ნულიდან დავიწყეთ აქ, გვინდოდა, რომ სკოლა ყოფილიყო. ახლა კი სამი კლასი გვყავს 1000-ზე მეტი მოსწავლით და 20-ზე მეტი მასწავლებლით",- ამბობს ზეკრია. 

ლესბოსის ბანაკში მცხოვრებლები თვეობით ელოდებიან პასუხს თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით. ზამთარი უკვე დადგა, იქ მყოფი ბავშვების უმეტესობას კი შესაფერისი სამოსი და ფეხსაცმელი არ აქვს ცივი ამინდისთვის. 

საბერძნეთის ხელისუფლება ლესბოსიდან 20 000-მდე მიგრანტის ახლომდებარე კუნძულებზე გადანაწილებას გეგმავს შემდეგი წლის განმავლობაში. ასევე ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ დააჩქარებენ თავშესაფრის მიცემაზე განაცხადების განხილვის ვადებს. 

ყველა სიახლე

ლევან ბეჟაშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: თუ ჩვენი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაკმაყოფილდება, აქცენტი ქუჩის აქციებზე გადავა

„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა და ერთიანი ოპოზიცის არის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარლამენტში აღარ რჩება პოლიტიკური სივრცე პოლიტიკის გაკეთების და ამ შემთხვევაში მთელი აქცენტი გადავა ქუჩის აქციებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სერგი კაპანაძე

22 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

ზინედინ ზიდანი

22 იანვარი 2021, 17:10

COVID19

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ფრანგმა იზოლაციაში გადაინაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბს მატჩებისთვის მისი ასისტენტები მოამზადებენ.

22 იანვარი 2021, 17:10

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მაშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

22 იანვარი 2021, 17:09

პოლიტიკა

მალხაზ კურტაევი, რომელიც დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობას სთხოვდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინ დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობა სთხოვა, ცოტახნის წინ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ის ერედვში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მალხაზ კურტაევის მეუღლე ხურვალეთში ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:58

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ - ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ძალიან მნიშვნელოვანია

ცხადია, ჩვენ არ ვართ ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიების ნაწილი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, თანაც, ასეთ პერიოდში, ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 16:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტპატიმრებზე აღარ ვილაპარაკოთ

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტარს, პოლიტიკოსს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს არაა პოლიტიკოსის საქმე.

22 იანვარი 2021, 16:52

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:49

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და შემართება

ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და უფრო მეტი შემართება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:49

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:43

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: რეფორმების გაგრძელება არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

22 იანვარი 2021, 16:41

საზოგადოება

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას განაგრძობს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას განაგრძობს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. ამჯერად, წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ 500 ოჯახს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის

„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

22 იანვარი 2021, 16:35

რეგიონი

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:35

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო კვირაში დიპლომატებთან შეხვედრა შედგეს

„დიპლომატებთან კომუნიკაცია გვაქვს, იმ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა როგორც ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია, ასევე შეერთებული შტატების საელჩოსთან. ახლა ვართ ამ რეჟიმში, იქიდან რა ინფორმაციაც წამოვიღეთ, იმის გაანალიზების ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იქითა კვირას იყოს კიდევ ერთი შეხვედრა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

22 იანვარი 2021, 16:31

პოლიტიკა

EBRD-ის რეგიონული დირექტორი გიორგი გახარიას: გასული წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით ერთად, ვიდრე რომელიმე წინა წელს გაგვიკეთებია, ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.

22 იანვარი 2021, 16:27

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:27

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დეპუტატის მანდატი პრივილეგიებისთვის არ მჭირდება

„ყველა დაინახავს, მე და ლევან იოსელიანი ორი დეპუტატის გასაკეთებელზე გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ, მანქანებსა და ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, როგორც დავდიოდით ფეხით, ისე ვივლით, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

22 იანვარი 2021, 16:26

ეკონომიკა

სავაჭრო ობიექტებზე სავალდებულო ტესტირების მიზნით, რეგისტრაციის პორტალი შეიქმნა

პირველი თებერვლიდან, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით, ელექტრონული სისტემა შეიქმნა. სავაჭრო ცენტრების ბაზრების, ბაზრობების, გარდა აგრარული ბაზრისა, მათში განთავსებული ნებადართული ობიექტების ფუნქციონირების განახლების მიზნით სავალდებულოა ორგანიზაციამ უზრუნველყოს მასში მომუშავე პირების სავალდებულო ტესტირება.

22 იანვარი 2021, 16:19

რეგიონი

28 თებერვლის ჩათვლით მდინარე ქსნისა და ლეხურას ხიდებზე, ასევე იგოეთის გზაგამტარზე მიმდინარე სამუშაოების გამო გზის სავალი ნაწილი შევიწროვდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 41-ე კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, 56-ე კმ-ზე არსებულ იგოეთის გზაგამტარზე თბილისი-სენაკის მიმართულებასა და 57-ე კმ-ზე მდინარე ლეხურაზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ხორციელდება სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.