imedi /  20 დეკემბერი 2019, 09:39 / სანდო წყარო

ლიბანის პრემიერად ჰასან დიაბის დანიშვნას ბეირუთში დემონსტრაციების ახალი ტალღა მოჰყვა

ლიბანი საპროტესტო აქცია

ლიბანის პრემიერმინისტრად ჰასან დიაბის დანიშვნას ბეირუთში დემონსტრაციების ახალი ტალღა მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ, სადაც პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

დემონსტრანტებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში გზები გადაკეტეს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა უდიდესი ნაწილი კი ბეირუთის ცენტრში, პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან იკრიბება, რომლებსაც სამხედროები და პოლიციელები იცავენ.

ლიბანის ყოფილმა პრემიერმა საად ჰარირიმ თავის მომხრეებს აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ​ჰასან დიაბს მთავრობის ჩამოყალიბება 19 დეკემბერს დაავალა. მის კანდიდატურას 128 დეპუტატიდან 69-მ დაუჭირა მხარი. 2011-2014 წლებში დიაბი განათლების მინისტრად მუშაობდა. 

დემონსტრაციები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო. აქციების მონაწილეები ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ. 18 ოქტომბერს ბეირუთის ცენტრში პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია. კრიზისთან საბრძოლველად მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შეიმუშავა. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობა დატოვა

ყველა სიახლე

24 იანვარი 2021, 08:58

მსოფლიო

ვატიკანი: რომის პაპი ფეხის გამწვავებული ტკივილის გამო, მომდევნო ორი დღის ცერემონიებს ვერ დაესწრება

რომის პაპს კვლავ გაუმწვავდა რადიკულიტი, რომელიც ფეხის ძლიერ ტკივილს იწვევს. ამის გამო, ის ვერ გაუძღვება სამ რელიგიურ ცერემონიას, რომელიც მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება, - ამის შესახებ Reuters-ი ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:44

მსოფლიო

ჩილეში ცუნამის შესახებ ცრუ გაფრთხილებას ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია მოჰყვა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხმდარი მიწისძვრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მოსახლეობას დაუგზავნა SMS-შეტყობინებები და ცუნამის მოსალოდნელი საფრთხის გამო, ევაკუაციისკენ მოუწოდა. გამართხილებელ შეტყობინებას მოსახლეობის პანიკა და სანაპირო რეგიონებიდან მათი მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა. მოგვიანებით, ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ შეტყობინებები შეცდომით გაგზავნეს და ბოდიში მოიხადა.

24 იანვარი 2021, 08:33

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან ერთი წელი გავიდა

2020 წლის 24 იანვარს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამივე პაციენტს სიმპტომები გამოუვლინდა - ერთს 17, მეორეს 19, მესამეს 23 იანვარს.

24 იანვარი 2021, 08:17

სპორტი

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, მაყურებელი არ დაუშვან

მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სპორტულმა ღონისძიებამ, ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა მაყურებლის გარეშე ჩაიაროს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრისა და მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, სებასტიან კოუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2021, 08:03

მსოფლიო

ნიგერიელმა მეკობრეებმა თურქული სატვირთო გემი გაიტაცეს - მოკლულია ეკიპაჟის ერთი წევრი

ნიგერიის სანაპიროსთან, გვინეის ყურეში მეკობრეები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს. თავდასხმისას გემზე 19 ადამიანი იყო. მათგან ერთი, მეკობრეებმა მოკლეს, 15 გაათავისუფლეს, ეკიპაჟის სამი წევრი კი ტყვედ აიყვანეს. გემი Mozart-ი თურქულ კომპანია Boden-ს ეკუთვნის და ის ლაგოსიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კეიპტაუნისკენ მიცურავდა.

Mega Millions ლატარეა

24 იანვარი 2021, 00:56

მსოფლიო

ამერიკელმა კაცმა ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა კაცმა Mega Millions-ის ლატარეაში მილიარდი დოლარი მოიგო. ინფორმაცაი ამის შესახებ ლატარეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

24 იანვარი 2021, 00:25

ტექნოლოგიები

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის აღსადგენად სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ. ინფორმაცია კომპანიის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი.

24 იანვარი 2021, 00:05

პოლიტიკა

ევროკავშირი: სამართლიანობის მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და რუსეთს ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულებისკენ მოვუწოდებთ

„ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ირანი

23 იანვარი 2021, 23:53

COVID19

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „უცხოური ვაქცინები აუცილებელია, ვიდრე ადგილობრივი ვაქცინები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა როუჰანიმ სატელევიზიო კომენტარში თუმცა დეტალებზე არ უსაბრია რომელ უცხოურ ვაქცინას გამოიყენებს ირანი.

ბიძინა კულუმბეგოვი

23 იანვარი 2021, 23:43

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს

როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. კულუმბეგოვის თქმით, თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება

23 იანვარი 2021, 23:05

საზოგადოება

შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „იმედინიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

მიგელ ანხელ ვილარი

23 იანვარი 2021, 23:03

COVID19

ესპანელმა გენერალმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა

ესპანელმა გენერალმა მიგელ ანხელ ვილარიმ თანამდებობა დატოვა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა პრიორიტეტულ ჯგუფებზე ადრე გაიკეთა. თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა თავდაცვის შტაბის უფროსს, გენერალს განმარტებები მოსთხოვა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ვაქცინა გაიკეთა.

23 იანვარი 2021, 22:42

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ახალი 62 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 2 ადამიანი

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 478 ადამიანს ჩაუტარდა. COVID19 62 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 2 ადამიანი. 37 ადამიანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

23 იანვარი 2021, 22:27

თემა

ამბობენ, რომ ამა თუ იმ წამლის უკუჩვენება უარესია, ვიდრე თავად დაავადება. ეს მართლა ასეა?

ნებისმიერ მედიკამენტს, რეცეპტურული წამლებიდან ვიტამინების კომპლექსამდე, არასასურველი რეაქციის გამოწვევა შეუძლია. ამა თუ იმ პრეპარატის მიღებას ზოგჯერ სხვადასხვა შედეგამდე მივყავართ. ეს შეიძლება იყოს ფაღარათი, ალერგიული გამონაყარი, კანის შეფერილობის ცვლილება და სხვ. ამავდროულად, ქრონიკული დაავადებები ხშირად წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში მედიკამენტოზურ მკურნალობას მოითხოვს, ახალი გვერდითი მოვლენები კი შეიძლება პრეპარატის მოხმარებიდან დიდი ხნის შემდეგაც გამოვლინდეს. რატომ შეიძლება რომელიმე მედიკამენტმა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს და რა უნდა გაკეთდეს ამ რისკის შესამცირებლად?

23 იანვარი 2021, 22:03

ტაბლოიდი

სოციალურ ქსელში რაჭის გზაზე მოსეირნე დათვის კადრები გავრცელდა. ვიდეო

რაჭის გზაზე მოსეირნე დათვის ვიდოკადრებს Facebook-ის გვერდი „რაჭა ჩვენი სიყვარული“ ავრცელებს. ვიდეო ჯგუფს, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა.

23 იანვარი 2021, 21:20

მსოფლიო

სანკტ-პეტერბურგში სპეცრაზმელმა აქციის მონაწილე ასაკოვან ქალს მძიმე ტრავმა მიაყენა

ონლაინ პლატფორმა MBKhMedia სოციალურ ქსელ Twitter-ში რუსი სპეცრაზმელების სისასტიკის ამსახველ შემზარავ კადრებს აქვეყნებს, რომელიც სანკტ-პეტერბურგშია გადაღებული. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ეკითხება სპეცრაზმელებს ასაკოვანი ქალი, რატომ აკავებენ ახალგაზრდა კაცს. პასუხად კი ერთ-ერთი სპეცრაზმელისგან მუცელში უმძიმეს დარტყმას იღებს და ასფალტზე ეცემა.

ნინო ლომჯარია

23 იანვარი 2021, 21:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: ადამიანისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ ჯდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმში, აქციაზე მომხდარ ინციდენტს Facebook-ზე გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!“ – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 21:13

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რადიკალური სცენარი არ გამოუვათ

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 იანვარი 2021, 20:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილის მხრიდან პოლიტპატიმრების საკითხის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „მოქალაქეების“ ლიდერის მხრიდან პოლიტპატიმრების თემის წამოჭრას რადიკალური ოპოზიციის გავლენას უკავშირებს და ამაში მისი დაბულინგების ნიშნებს ხედავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 20:44

სამართალი

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტზე ბრალდება ერთ ადამიანს წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.