imedi /  25 დეკემბერი 2019, 16:53 / სანდო წყარო

რომის პაპი საშობაოდ ხალხს გაქვავებული და ეგოისტური გულების შერბილებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი

რომის პაპი

შობის დღესასწაულზე რომის პაპმა ფრანცისკემ "გაქვავებული და ეგოისტური გულების" შერბილებისთვის ილოცა, რათა დასრულდეს მსოფლიოში უსამართლობა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ "გულგრილობის კედლებია" აღმართული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკეთესი ცხოვრების პოვნის იმედით გაჭირვებას გაექცნენ. პაპმა ილოცა კონფლიქტებისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაზარალებულებისთვის, ასევე დაავადებული ადამიანებისთვის. მან გამოყო აფრიკის ნაწილი, სადაც ქრისტიანები მოკლეს.

მან იმ ადამიანების ნუგეშისკენ მოუწოდა ხალხს, რომლებსაც რელიგიური რწმენის გამო დევნიან, განსაკუთრებით კი მისიონერებსა და მორწმუნეებს, რომლებიც ექსტრემისტულმა ჯგუფებმა გაიტაცეს და მსხვერპლად იქცნენ ბურკინა ფასოში, მალიში, ნიგერიასა და ნიგერში. 

შობას ბურკინა ფასოში თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა უმეტესობა ქალია. ჯიჰადისტი ჯგუფების მიერ ბოლო წლების განმავლობაში ასობით ადამიანი დაიღუპა. 

ყველა სიახლე

23 იანვარი 2020, 12:02

საქართველო

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა აქცია გამართეს

მუშების თქმით, საწარმოში არ არის ჩართული გამწოვი სისტემა და არ ურიგდებათ სპეცტანსაცმელი. აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. საწარმოს ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. საწარმოს მფლობელები ინდოელი ინვესტორები არიან.

კორონავირუსი

23 იანვარი 2020, 11:53

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ.

ქართული ღვინო

23 იანვარი 2020, 11:52

ეკონომიკა

2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორუფცია

23 იანვარი 2020, 11:39

საქართველო

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა

წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ლიდერობენ.

სალომე ზურაბიშვილი

23 იანვარი 2020, 11:38

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გაიხსნა იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას, ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს მასპინძლობს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს.

ვახტანგ მახარობლიშვილი
ქეთევან ციხელაშვილი
მირჩა ჯოანა

23 იანვარი 2020, 11:25

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოს გენმდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა. ციხელაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრო.

საოკუპაციო ხაზი

23 იანვარი 2020, 11:19

საქართველო

დე ფაქტო რეჟიმი სავარაუდოდ დღეს ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვებ პუნქტს“ გახსნის

პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ სპეციალური საშვები აქვთ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 150 პენსიონერია, რომელიც პენსიას ქართულ მხარეს იღებს, მათგან მხოლოდ ახალგორში 72 პენსიონერი ცხოვრობს.

საშუალო სკოლა

23 იანვარი 2020, 10:49

საქართველო

თბილისის სკოლებში შშმ, სსსმ და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება

სამინისტროს მიერ ტრანსპორტით უზრუნველყოფილნი არიან ის მოსწავლეებიც, რომელთა სკოლებსა და დასახლებებს შორის დიდი მანძილია და მოსწავლეები, რომლებიც სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების გამო დროებით გადაყვანილი არიან სხვადასხვა სკოლაში ( სულ 2600-მდე მოსწავლე).

ტყის ხანძარი

23 იანვარი 2020, 10:41

მსოფლიო

ამერიკული ეკიპაჟი ავსტრალიის ტყის ხანძრების ქრობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ავსტრალიაში ხანძარსაწინააღდეგო ვერტმფრენის ავიაკატასტროფისას 3 ამერიკელი დაიღუპა. ახალ სამხრეთ უელსში ვერტმფრენის გაუჩინარების შესახებ ცნობილი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე გახდა. კატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები იდენტიფიცირებული არ არის.

მამუკა ხაზარაძე

23 იანვარი 2020, 10:28

საქართველო

მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს. ხაზარაძე წერილში მმართველ პარტიას ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებზე გაკეთებული შეფასებების გამო აკრიტიკებს.

ციურიხი

23 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

ციურიხში დავოსის ფორუმის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სამართლადამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. პოლიციის მტკიცებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სამართალდამცველებს ბოთლებს ესროდნენ. დაკავებულია 3 ადამიანი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 09:29

მსოფლიო

თურქეთი ევროკავშირს ლტოლვილთა შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას და გამოძევებულ ლტოლვილებს ვიფარებთ, ევროკავშირი კი რას შვრება? ისინი დაგვპირდნენ 3 მილიარდი ევროს გადახდას 2016 წლის ბოლოსთვის, კიდევ 3 მილიარდს კი 2018 წლის ბოლოს. უკვე 2020 წელია, ჩვენ კი სრულად პირველი 3 მილიარდიც არ მიგვიღია" - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2020, 08:52

ტაბლოიდი

ტრამპმა Twitter-ზე 1 დღეში პოსტების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აქტიურობის ახალი რეკორდი დაამყარა. სენატში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე სასამართლო პროცესის მეორე დღეს თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ზე 142 პოსტი გამოაქვეყნა.

აშშ სროლა

23 იანვარი 2020, 08:27

მსოფლიო

აშშ-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. თავდამსხმელმა, სულ მცირე, 10-ჯერ გაისროლა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 5 ადამიანი. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მას პოლიცია ეძებს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

სალომე ზურაბიშვილი

23 იანვარი 2020, 08:15

საქართველო

პრეზიდენტს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებსა და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 08:00

საქართველო

დღეს გიორგი გახარია დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. გიორგი გახარია სიტყვით გამოვა შეხვედრაზე, რომელიც ევროპის მომავალ ამბიციებს უკავშირდება და მისი მონაწილეები ევროპელი ლიდერები არიან.

პრინცი მულტფილმი

23 იანვარი 2020, 01:04

კულტურა

HBO ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე მულტფილმს გადაიღებს

პროექტის მთავარი გმირი პრინც უილიამის ვაჟი - ჯორჯი იქნება. პროექტის სცენარისტი პროდიუსერი გარი ჯანეტი იქნება. სერიალის სიუჟეტი მის Instagram-ანგარიშზე იქნება დაფუზვნებული, რომელზეც ის სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს ჯორჯის სახელით აფასებს.

Brexit

23 იანვარი 2020, 00:56

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის კანონპროექტი დაამტკიცა

ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს დატოვებს. BBC ცნობით, დოკუმენტი ხელმოსაწერად დედოფალ ელზაბეტ მეორეს გადეგზავნა. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა 2019 წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა პარლამენტი და მთავრობა ევროკავშირიდან გამოსვლის პირობებზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდა.

მარსმავალი ნასა

23 იანვარი 2020, 00:15

ტაბლოიდი

NASA-მ ახალი მარსმავალისთვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

სასურველი ვარიანტის არჩევა ნებისმიერ მსურველს 27 იანვრამდე შეუძლია. თითოეულ სახელს იმ მოსწავლის ესე აქვს დართული, ვინც ეს სახელი წარადგინა, გამარჯვებული კი მარტში გამოვლინდება. გამარჯვებული სახელწოდების ავტორი კი 2020 წლის ივლისში მარსმავლის გაშვებას დაესწრება.

მიშელ პლატინი

22 იანვარი 2020, 23:56

სპორტი

მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება. ფრანგი ფუნქციონერი პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, ფილიპ პიას მრჩევლად დაინიშნა. 2015 წელს ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინი საფეხბურთო საქმიანობას იოზეფ ბლატერთან ერთად ჩამოაშორა.