imedi /  31 დეკემბერი 2019, 14:36 / სანდო წყარო

ბაღდადში დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს

ბაღდადი აშშ-ის საელჩოზე იერიში

დემონსტრაცია ბაღდადში

ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოში შეიჭრნენ. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ერთ-ერთ საგუშაგო კოშკს ცეცხლი წაუკიდეს, ამერიკელმა ჯარისკაცებმა კი ხალხის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. 

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. 

აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს. „ქატაიბ ჰეზბოლა“ შიიტი მუსლიმების საბრძოლო დაჯგუფებაა, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ის 2007 წელს დაარსდა. 

ყველა სიახლე

დიდთოვლობა კანადა

19 იანვარი 2020, 17:21

მსოფლიო

კანადაში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, უამინდობა პროვინციაში ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი ფიქსირდება. ზოგ ადგილებში თოვლის საფარის სიმაღლე 76 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც მოსახლეობა სახლებიდან ვერ გამოდის. ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

შავი ყუთი

19 იანვარი 2020, 17:05

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავი ყუთების უკრაინისთვის გადაცემას უარყოფს

„შავი ყუთების გაშიფრვას აქ, ირანში ვცდილობთ. უკრაინის და საფრანგეთის ვარიანტებსაც განვიხილავთ, მაგრამ ყუთების სხვა ქვეყანაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა ჰასან რეზაიფირმა. 18 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეირანი შავ ყუთებს კიევში გაგზავნის.

ავსტრალია წყალდიდობა

19 იანვარი 2020, 16:40

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით და წყალდიდობით დაზარალებულ შტატში ქარიშხლისთვის ემზადებიან

სპეციალისტები ძლიერი ქარის და უხვი ნალექის პროგნოზს აკეთებენ. ასეთი ამინდი შტატში სავარაუდოდ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, შტატის ტერიტორიაზე ცეცხლის 14 კერა ფიქსირდება. ტყის ხანძრებით დაზარალებულ შტატებში 16 იანვარს გაწვიმდა.

ბრიჯიტ მაკრონი

19 იანვარი 2020, 16:35

ტაბლოიდი

ბრიჯიტ მაკრონი: საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი ჰგონია

საფრანგეთის პრეზიდენტი შესაძლოა ზოგს ამპარტავანი და რეალობისგან მოწყვეტილი ჰქგონია. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონის თავდაჯერებულობა საკითხების ღრმა ცოდნითა და შემეცნებით არის გამოწვეული, თუმცა თუ მასზე ასეთი წარმოდგენა აქვს არსებობს, ეს პრობლემაზე მიუთითებს.

ახალციხე სასამართლო

19 იანვარი 2020, 16:30

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს 7000 ლარის გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარის საქმეზე დღეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. ბრალდების მხარემ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

ხანძარი

19 იანვარი 2020, 16:14

ძალოვნები

ბელიაშვილზე ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

„მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძარია. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

უკრაინა

19 იანვარი 2020, 15:44

მსოფლიო

თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული უკრაინელების ცხედრები კიევს გადასცეს

ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ცხედრების უკრაინას გადასცეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიევს 11 ცხედარი გადაეცა. წერს Washington Post-ი.

ხელვაჩაური ხანძარი

19 იანვარი 2020, 15:41

ძალოვნები

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. დაშავებულია მათი 31 წლის შვილი, რომელიც რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ. ხანძარი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ძმამ გადაარჩინა, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ცოლ-ქმრის გამოყვანა შეუძლებელი გახდა.

ილია მეორე

19 იანვარი 2020, 14:56

საქართველო

ილია მეორე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, ეზო-კარი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა. ნათლისღებასთან დაკავშირებით პატრიარქმა თქვა, რომ „ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის“.

ჩეხეთი ხანძარი

19 იანვარი 2020, 14:47

მსოფლიო

ჩეხეთში მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, გერმანიის საზღვართან მდებარე ქალაქ ვეიპრტიში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კიდევ 3 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცეცხლი შენობაში გამთენიისას გაჩნდა.

პერის ჰილტონი

19 იანვარი 2020, 14:05

კულტურა

პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

38 წლის ტელევარსკვლავის, პერის ჰილტონის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, YouTube Originals-ის მიერ გადაღებული ფილმის, This is Paris-ის პრემიერა მაისში შედგება. ფილმი რეჟისორმა ალექსანდრა დინმა გადაიღო.

დიდი ბრიტანეთი ირანი

19 იანვარი 2020, 13:45

მსოფლიო

ირანელი კანონმდებლები დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შესუსტებას ითხოვენ

ირანელმა პარლამენტარებმა კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესუსტებას ითხოვენ. ამის შესახებ ადგილობრიი მედია წერს.

მარკუეინ მალინი

19 იანვარი 2020, 12:53

საქართველო

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით მიმართავს

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერმინისტრს წერილს უგზავნის. გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენი „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

iPhone 11

19 იანვარი 2020, 12:38

ტექნოლოგიები

iPhone11-ში ადგილმდებარეობის დადგენის სრული ბლოკირება იქნება შესაძლებელი

ოპერაციული სისტემა iOS 13.3.1-ის ბეტა ვერსიაში, შესაძლებელი იქნება ჩიპ U1-ის გათიშვა, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას გეოლოკაციის ფუნქციის გათიშვის დროსაც ადგენს. ამის შესახებ გამოცემა Mashable წერს. ჩიპი U1 მუშაობისას ფართოზოლიან კავშირს იყენებს, რომელიც გეოლოკაციას 5-10 სანტიმეტრის სიზუსტით ადგენს.

მიგრანტთა ბანაკი

19 იანვარი 2020, 11:52

ძალოვნები

იტალიაში, მიგრანტთა ბანაკში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

იტალიის ქალაქ გრადისკა დ'იზონცოში საქართველოს 20 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემა RaiNews-ის ცნობით, 16 იანვარს გრადისკა დ'იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს, რის გამოც პოლიციელების ჩარევა გახდა საჭირო.

ჩინეთი

19 იანვარი 2020, 11:40

მსოფლიო

ჩინეთმა კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოავლინა

ჩინეთში კორონავირუსის ახალი 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters-ი ჯანდაცვის კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უჰანში, ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ს შეადგენს.

რიანა A$AP Rocky

19 იანვარი 2020, 11:20

ტაბლოიდი

ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ რიანა A$AP Rocky-სთან შენიშნეს

მეგობარ კაცთან, მილიარდერ ჰასან ჯამილთან დაშორების შემდეგ მომღერალი რიანა რეპერ A$AP Rocky-სთან შენიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. რიანა და A$AP Rocky ბრუკლინში საქველმოქმედო საღამო 2020 Yams Day-ს დაესწრნენ, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთირებებზე დამოკიდებულთა დასახმარებლად ზედიზედ მეხუთედ გაიმართა.

ენდრიუ პიკი

19 იანვარი 2020, 11:03

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პიკმა თეთრი სახლი 17 იანვარს დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს.

Amazon

19 იანვარი 2020, 11:00

ტექნოლოგიები

WSJ: Amazon-ი ხელის სკანირებით გადახდის სისტემას ქმნის

ინტერნეტგაყიდვების გიგანტი Amazon-ი ​ხელის სკანირებით გადახდის სისტემაზე მომუშავე ტერმინალებს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. კომპანია ახალი ტიპის ტერმინალების კაფეებში და სწრაფი კვების რესტორნებში განთავსებას გეგმავს.

თურქეთი ევროკავშირი

19 იანვარი 2020, 10:33

ეკონომიკა

მედია: ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს

ამავე წყაროს ინფორმაციით, ანკარა პროგრამის ფარგლებში 168 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 150 დემოკრატიის და სასამართლო სისტემის განვითარებას უნდა მოხმარდეს, 18 მილიონი კი სოფლების განვითარებისთვის გაითვალისწინეს.