imedi /  10 იანვარი 2020, 15:44 / სანდო წყარო

ტრამპი: გლობალური დათბობა აფიორა არაა, ეს სერიოზული საკითხია

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გლობალური დათბობა სერიოზული საკითხია, თუმცა გარემოს დაცვა სამუშაო ადგილების შექმნას ხელს არ უნდა უშლიდეს. თეთრი სახლის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„გლობალური დათბობა აფიორა არაა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მე სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი მინდა. გარემოს დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცამ ჩემზე წიგნი დაწერა, სადაც გარემოსდამცველი მიწოდა. წიგნს ჰქვია „The Environmentalist“ („გარემოსდამცველი“). ეს წიგნი ჩემს ოფისში მაქვს, შემდეგ პრესკონფერენციაზე მოგიტანთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიკვირდებათ.

მე მჯერა გარემოს დაცვის, ჰაერი და წყალი სუფთა უნდა იყოს, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნაც მინდა. არ მინდა ჩვენი ინდუსტრიის დახურვა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ თქვა - „ქარი გამოიყენეთ“. ამით ჩვენ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ. ჩვენ სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტრამპმა.

გასულ წელს ტრამპმა რამდენჯერმე გააკრიტიკა გარემოსდამცველები და განაცხადა, რომ გლობალური დათბობის შესახებ საუბრები აფიორაა.

2019 წლის 5 აგვისტოს აშშ-მა ოფიციალურად შეატყობინა გაეროს პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების შესახებ. მოგვიანებით, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას აღარ დატოვებს, თუმცა მასში საკუთარ მონაწილეობასთან დაკავშირებით პირობების გადახედვას მოითხოვს.

ყველა სიახლე

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 12:27

პოლიტიკა

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი რჩება“- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყების 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 12:17

რეგიონი

ნინო წილოსანი: სახელმწიფო მუდმივად უწევს მონიტორინგს და რეალურად წინ დგამს ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ინიციატივით, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კაზრეთს ეწვივნენ, სადაც RMG Copper-სა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მამუკა გამყრელიძე

10 ივლისი 2020, 12:16

პოლიტიკა

მამუკა გამყრელიძე: ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მაშინ დავდექით, როცა პარტიასთან ურთიერთობა არავის უნდოდა

ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დავდექით მაშინ, როცა პარტიასთან ურთიერთობა არავის უნდოდა, - ამის შესახებ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრმა მამუკა გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არ მივიდა. დღევანდელ შეხვედრას აღარც თაკო ჩარკვიანი ესწრება. „ახალი საქართველოდან“ კი აუდიენციას ედნარ მგელაძე ესწრება.

მაია ცქიტიშვილი

10 ივლისი 2020, 12:13

COVID19

მაია ცქიტიშვილი: პოლონეთი მზად არის, საქართველოს საზღვარი გაუხსნას, თუმცა იქ მაღალი ავადობაა

მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას - - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილი

10 ივლისი 2020, 12:00

საზოგადოება

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მოსახლეობის პროტესტის გამო, სამუშაოები რუსთავის მაგისტრალის მხოლოდ ერთ მონაკვეთზეა შეჩერებული

„მიუხედავად იმისა, რომ რეალურად გზის გაყვანა მათ საფრთხეს არ უქმნიდათ, მათი მხრიდან პროტესტი იყო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მოსახლეობას და მხოლოდ მათთან კომუნიკაციით და შეთანხმებითაა შესაძლებელი ამ მონაკვეთზე გზის გაყვანა. რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, რუსთავი-თბილისი-ფონიჭალის მაგისტრალზე სამუშაოები მიმდინარეობს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

10 ივლისი 2020, 11:56

რეგიონი

ასურეთში აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში საგამოფენო სივრცე მოეწყობა

„ასურეთში აღდგენილ გერმანულ ეკლესიაში საგამოფენო სივრცე მოეწყობა. აქ, თავისი მარშრუტის ფარგლებში, ძალიან ბევრი გერმანელი ჩამოდის, მაგრამ ჩვენი ამოცანა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იქნება ამ მარშრუტის პოპულარიზაცია იმისთვის, რომ რეგიონებში უფრო მეტი ტურისტი ვიხილოთ“.

ავსტრალია

10 ივლისი 2020, 11:53

მსოფლიო

CNN: როდესაც ავსტრალიის ნაწილი ლოქდაუნს უბრუნდება, რისი იმედი უნდა ჰქონდეს დანარჩენ მსოფლიოს

როდესაც ავსტრალიის ნაწილი ლოქდაუნს უბრუნდება, რისი იმედი უნდა ჰქონდეს დანარჩენ მსოფლიოს, - ამ სათაურით სტატიას CNN აქვეყნებს და კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს. „ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მოწინავე პოზიციებზე არიან, მეორე და მესამე ტალღების ნიშნებს ებრძვიან, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს პანდემიის უზარმაზარ სირთულეზე. ამ კვირაში ავსტრალიის სიდიდით მეორე ქალაქი, მელბურნი, კვლავ ლოქდაუნში მოექცა, რადგან ქვეყანამ 100 წლის განმავლობაში პირველად დახურა საზღვარი ვიქტორიის შტატსა და ახალ სამხრეთ უელსის შტატს შორის. იმავდროულად, ჰონგ-კონგში, სადაც რამდენიმე კვირაა შიდა გავრცელება არ დაფიქსირებულა, მესამე ტალღის ნიშნების შეკავებისთვის იბრძვიან.

ნინო ლომჯარია

10 ივლისი 2020, 11:52

COVID19

სახალხო დამცველის აპარატმა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში 112 რესპონდენტი გამოკითხა

სახალხო დამცველმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ მიმართული საკარანტინო ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგი განახორციელა, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგი განახორციელა. დეტალურად გამოკითხა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში მყოფი 112 რესპონდენტი.

ჯეიმს ჯონგი

10 ივლისი 2020, 11:46

ეკონომიკა

ჩინელი ინვესტორი: ვგეგმავთ, რომ ჩვენი წარმოება სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან გადმოვიტანოთ საქართველოში, სადაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებია

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „HIP Holding” - ის თავმჯდომარე ჯეიმს ჰონგი, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეხვდა. ჩინელი ინვესტორის თქმით, მათ აქვთ პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავენ, რაც არაჩვეულებრივი საინვესტიციო პირობებითაა განპირობებული. როგორც მან აღნიშნა საქართველო გეოგრაფიული მდებარეობითა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებით ევროკავშირსა და ჩინეთთან გამორჩეულია.

ჰუბერტ ქნირში

10 ივლისი 2020, 11:44

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და ნდობა

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ, მეტად საბაზრო-ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ განვითარებას. ხელს ვუწყობდით შევარდნაძის პერიოდშიც, ხელს ვუწყობდით სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც და, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და, რა თქმა უნდა, არის ნდობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მარინა ეზუგბაია

10 ივლისი 2020, 11:34

COVID19

მარინა ეზუგბაია: 28-ვე ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია

„კლინიკა მინიმალური სიმპტომითაა გამოხატული, გართულება არც ერთთან არ შეინიშნება. დავაკვირდებით დინამიკაში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“.

რობოტები იაპონიის ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩზე

10 ივლისი 2020, 11:31

სპორტი

იაპონიის ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩზე, ტრიბუნებზე მოცეკვავე რობოტები გამოჩნდნენ

იაპონიის ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩზე, ტრიბუნებზე მოცეკვავე რობოტები გამოჩნდნენ. ორიგინალური ინიციატივა „ფუკუოკას" ეკუთვნის, რომლის საშინაო შეხვედრასაც კეპებში გამოწყობილი რობოტები ესწრებოდნენ. მათ ხელში დროშები ეჭირათ და საყვარელ გუნდს ცეკვისა და სიმღერის ფონზე გულშემატკივრობდნენ.

10 ივლისი 2020, 11:23

სპორტი

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sport News ავრცელებს. რომაული კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა არასპორტული საქციელი „ლეჩეს“ მოთამაშის ჯულიო დონატის წინააღმდეგ თამაშისას ჩაიდინა, რის გამოც მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა. სადისციპლინო კომიტეტმა კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, პატრიკი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა. წლევანდელ სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში გაბარონის ანგარიშზე 1 გოლია.

ბახმარო

10 ივლისი 2020, 11:22

სამართალი

ბახმაროსკენ მიმავალი ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა.

10 ივლისი 2020, 11:22

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხის განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

გიორგი გახარია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილ ცვლილებებზე: მედიის თვალსაზრისით, ეს არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს

„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ ინიციატივის მიღება

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება“.

10 ივლისი 2020, 11:20

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია

„გუშინ გვყავდა 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი, რომელიც გაეწერა დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა, ორივე ავტომანქანების მძღოლია, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. სტაციონარში არსებული სიტუაცია უცვლელია, დაავადების პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება“, - აღნიშნა მარინა ეზუგაბიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:12

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს, ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო

„ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე“.