imedi /  14 იანვარი 2020, 15:56 / სანდო წყარო

ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს

ირანი ბირთვული

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ დავების მექანიზმი აამოქმედეს. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა საკითხთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს. 

„ირანის ქმედებებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შეშფოთება გამოვთქვათ იმაზე, რომ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. შეთანხმების 36-ე პუნქტის თანახმად, დავების მექანიზმის ფარგლებში ამ საკითხს ერთობლივ კომისიაში გადავცემთ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ირანმა შეთანხმება სრულად 5 იანვარს დატოვა. 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლისკენ მხარეებს დონალდ ტრამპმა 8 იანვარს მოუწოდა. მის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ხელშეკრულების შექმნას სთავაზობს. რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა თეირანს შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

ყველა სიახლე

ირაკლი ქარქაშაძე

23 აპრილი 2024, 18:50

ეკონომიკა

ირაკლი ქარქაშაძე ვაზიანის აეროპორტის პროექტზე: ვხვდებით ავიაკომპანიებს, აეროპორტების ოპერატორებს, საკონსულტაციო კომპანიებს, მათ უკვე აქვთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ და თავად გამოხატავენ ინტერესს

კომპანიებს უკვე აქვთ ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ და გამოხატავენ ინტერესს და სურვილს, რომ ჩვენ შეგვხვდნენ და მიიღონ მეტი ინფორმაცია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ვაზიანის აეროპორტის პროექტზე საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, რომელიც საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ში მონაწილეობს.

დიმიტრი ხუნდაძე

23 აპრილი 2024, 18:50

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს

„დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად. ანუ ცდილობენ პროპაგანდით ხელი შეუწყონ მათი რიცხოვნობის გაზრდას. ეს კი ნიშნავს ქართული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გიორგი წერეთელი

23 აპრილი 2024, 18:43

რეგიონი

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე: ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მონაკვეთის აშენება გადაჭრის პრობლემას, რაც იყო კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დაკეტილი გზები, მოწყვეტილი მუნიციპალიტეტი, გაჩერებული ტრანზიტული მოძრაობა

პირველ რიგში, მინდა მივულოცო მთელს ქვეყანას დღევანდელი წარმატებული ღონისძიება, 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დასრულდა პირველი ეტაპისა ამ 9 კილომეტრიან გვირაბში,- ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელმა განაცხადა.

ირაკლი ქარქაშაძე

23 აპრილი 2024, 18:35

საზოგადოება

ირაკლი ქარქაშაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია შემოვიყვანოთ

ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია შემოვიყვანოთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რითაც საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-თან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

23 აპრილი 2024, 18:32

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური ურთიერთობების განმტკიცებაზე და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თაობაზე. აღვნიშნეთ, რომ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ორივე სახელმწიფოსათვის. ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების, სოციალური სფეროს განვითარების მიმართულებებს, ასევე საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის გამოყენების საკითხს“, - განაცხადა სეფაშვილმა.

ნინო წილოსანი

23 აპრილი 2024, 18:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის

მიხარია, რომ 29 აპრილს გვექნება შეკრება, მით უფრო, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარეც დაესწრება ამას და ეს კიდევ უფრო მამოტივირებელია უამრავი ჩვენი ამომრჩევლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 აპრილი 2024, 18:29

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ბესიკ ხარანაულს და ლანა ღოღობერიძეს მივმართავ, ბავშვი რომ ძალადობისკენ მოუწოდებს და პარლამენტის წევრებს მოღალატეებად შეგვრაცხავს, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით - მაინტერესებს, ეს მოგწონთ?

„ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც "გამჭვირვალობის კანონს" ეწინააღმდეგებიან.

გიორგი წერეთელი

23 აპრილი 2024, 18:29

რეგიონი

გიორგი წერეთელი: ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბისთვის კეთდება საევაკუაციო გვირაბიც - ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ეს გვირაბი ზოგადად, პარამეტრებით განსაკუთრებულია, ასეთი პროექტი ძალიან ცოტაა მსოფლიოში, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელ 9 კმ-იან გვირაბზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი წერეთელი

23 აპრილი 2024, 18:26

რეგიონი

გიორგი წერეთელი: უახლოეს დღეებში საზოგადოება გაიგებს ინფორმაციას ზესტაფონის შემოვლითი გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შესახებ

„ვაანონსებდით, რომ მაისში გაიხსნებოდა ზესტაფონის შემოვლითი გზის 9-კილომეტრიანი მონაკვეთი. საზოგადოებას ისევ ვპირდებით, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნული მონაკვეთი გახსნილი იქნება და მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რაც უკავშირდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საცობებსა და გადაადგილების შეზღუდვას“, - განაცხადა წერეთელმა.

ნინო წილოსანი

23 აპრილი 2024, 18:13

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ევროპარლამენტართა ჯგუფის დაინიცირებულ რეზოლუციაზე: აქ არის სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქად მოხსენიებული, ეს ცხადყოფს, რა სახის რეზოლუციასთან გვაქვს საქმე

ამ რეზოლუციაში, რომლის მიღებაზეც არის საუბარი და რომელსაც ადვოკატირებენ ჩვენი შიდაოპონენტები, არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გათავისუფლებული, რომ ის პოლიტპატიმარია. ასევე, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქად მოხსენიებული. ეს ორი კონკრეტული ფაქტორი კარგად ცხადყოფს, რა სახის რეზოლუციასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ საქართველოს თემაზე ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატებისა და რეზოლუციის კენჭისყრის შესახებ განაცხადა.

ნინო წილოსანი

23 აპრილი 2024, 18:10

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც ცრუ ნარატივებით იკრიბებიან რუსთაველზე, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ რეალობა, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრია

ჩვენს ოპონენტებს მინდა ვუთხრა, ვინც ცრუ და „ფეიკი“ ნარატივებით იკრიბებიან რუსთაველზე, რომ გაიხედონ ფანჯრიდან და დაინახონ რეალობა, რომ საქართველო ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრია,- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც ესპანეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ნინო წილოსანი

23 აპრილი 2024, 18:07

პოლიტიკა

ნინო წილოსანი გამჭვირვალობის კანონზე: გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები

დარწმუნებული ვარ, გავა დრო და კიდევ ერთხელ დარწმუნდება ჩვენი მოსახლეობა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ცრუ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენი ოპონენტები, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

23 აპრილი 2024, 17:43

პოლიტიკა

ჯაფარიძე-ხოშტარიამ „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი ბრიფინგზე არ დაუშვეს

მედიისთვის დაგეგმილი ბრიფინგი ჯაფარიძე - ხოშტარიამ „ქრონიკისთვის“ დახურეს. „იმედის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მათი წარმომადგენლები გააღიზიანა და გადამღები ჯგუფი ბრიფინგზე არ დაუშვეს.

ირაკლი ლატარია

23 აპრილი 2024, 17:38

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებაზე: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა

ექსპერტი ირაკლი ლატარია ფონდი „ქართუს“ მიერ საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს დაწესებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ფეხბურთის აღორძინებაში მას სააკაშვილის ხელისუფლებამ შეუშალა ხელი.

23 აპრილი 2024, 17:33

პოლიტიკა

სტრასბურგში დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ

ევროპარლამენტარები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის კრიტიკას განაგრძობენ - ისევ ისმის მოწოდებები კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. სტრასბურგში დღეს დებატები გაიმართება, რომლის მონაწილეებსაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პოზიცია გამოხატონ.

რევაზ ჩელებაძე

23 აპრილი 2024, 17:29

საზოგადოება

რევაზ ჩელებაძე: ეს არის ძალიან დიდი საქმე, რაც კეთდება ქვეყანაში - ახალი უნიკალური სტადიონი

ეს არის ძალიან დიდი საქმე, რაც კეთდება ქვეყანაში - ახალი უნიკალური სტადიონი, - ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ ახალი, 70 000-იანი სტადიონის აშენების გადაწყვეტილება.

დავით ქართველიშვილი

23 აპრილი 2024, 17:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ

მე კი ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს მოგებას, ხოლო რა გამოყენებას მოუძებნიან ისინი დამსახურებულ ფულად ბონუსებს - თავად გადაწყვიტონ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

მამუკა გორგოძე

23 აპრილი 2024, 17:19

სპორტი

მამუკა გორგოძე ახალი სტადიონის აშენებაზე: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს, ეს ძალიან კარგი სიახლეა

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერს. ეს ძალიან კარგი სიახლეა, - ამის შესახებ მორაგბე მამუკა გორგოძემ თბილისში ახალი სტადიონის აშენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი წიტაიშვილი

23 აპრილი 2024, 17:17

სპორტი

გიორგი წიტაიშვილი ახალ სტადიონზე: ყველას უნდა, რომ უკეთესი გააკეთოს ნაკრებისა და ფეხბურთელებისთვის. ჩვენთვისაც ეს უფრო მეტი მოტივაციაა

„ყველას უნდა, რომ გააკეთოს უკეთესი ნაკრებისთვის და ფეხბურთელებისთვის. ჩვენთვისაც ეს უფრო მეტი მოტივაციაა. ლამაზ, სავსე 70-ათასიან სტადიონზე მე არასოდეს მითამაშია. ჩემთვისაც ძალიან დიდი მოტივაციაა და, იმედია ვითამაშებ ამ სტადიონზე“, - აცხადებს წიტაიშვილი.

ებრაჰიმ რაისი

23 აპრილი 2024, 17:14

მსოფლიო

ებრაჰიმ რაისი: თუ ისრაელი კვლავ დაუშვებს შეცდომას და თავს დაესხმევა ირანის წმინდა მიწას, გაურკვეველია, დარჩება თუ არა რამე ისრაელისგან

თუ ისრაელი კვლავ დაუშვებს შეცდომას და თავს დაესხმევა ირანის წმინდა მიწას, ამას სულ სხვა შედეგები მოჰყვება და გაურკვეველია, დარჩება თუ არა რამე ისრაელისგან, - ამის შესახებ პაკისტანში ვიზიტის დროს ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.