Nissan-ის ყოფილი დირექტორის კარლოს გონის მთავარმა ადვოკატმა საქმეზე უარი თქვა
ჯუნიჩირო ჰირონაკა
ფოტო: Twitter
იაპონელი ადვოკატი, რომელსაც ზედმეტსახელად "სამართებელს" ეძახიან, აცხადებს, რომ კარლოს გონს აღარ დაიცავს. ჯუნიჩირო ჰირონაკას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ გონმა გირაო არ გადაიხადა და იაპონიიდან ლიბანში გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ადვოკატის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შესაბამისი წერილით სასამართლოს უკვე მიმართეს და კარლოს გონის საქმეში ჩართული მათი ყველა ადვოკატის გადადგომა მოითხოვეს.
AFP-ის წყაროს ცნობით, გონის საქმეზე უარი თქვა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა ტაკაში ტაკანომ.
კარლოს გონი იაპონიაში 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ასევე პირადი ინვესტიციებით გამოწვეული 16-მილიონი ზარალის Nissan-ის სახსრებით ანაზღაურება ედება. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენა.
2019 წლის აპრილში გონი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. გონი ბრალდებებს უარყოფდა. სასამართლო პროცესი მის საქმეზე რამდენიმე თვეში უნდა დაწყებულიყო.
ყველა სიახლე
17 ივლისი 2026, 10:53
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთხელ დაჰყვება არასამთავროთა მოთხოვნებს, ზემოქმედება კიდევ უფრო გაიზრდება. მივიღებთ ვითარებას, როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება
ბათუმში ხელისუფლება აშენებს ძაღლების თავშესაფარს, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 9 მილიონი ლარია. ანუ, 9 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან ძაღლების თავშესაფარზე მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნაწილს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
17 ივლისი 2026, 10:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელია რადიკალური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენება რეზოლუციებისა და სხვა მექანიზმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სუვერენულ სახელმწიფოებზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების რისკებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, ისე თავად საერთაშორისო ორგანიზაციების ავტორიტეტს.
17 ივლისი 2026, 10:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას: საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არ მქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ. საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს
საფრთხე კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს, როდესაც დემოკრატიული მანდატის არ მქონე პოლიტიკური აქტორები, უცხოური დაფინანსებითა და გარე მხარდაჭერით მოქმედებენ. საქართველოს გამოცდილება ამ გამოწვევის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
17 ივლისი 2026, 10:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით
პოლიტიკური ტერორიზმი ყოველთვის არ ვლინდება თვალსაჩინო ფორმით. ის შეიძლება გამოვლინდეს დაშინებით, პოლიტიკური ძალადობითა და დემოკრატიული ინსტიტუტების სისტემური დასუსტების მცდელობებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
17 ივლისი 2026, 10:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას
„ჩვენ ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო, საარჩევნო სისტემისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციას. ასევე გავხდით მოწმე იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ძალადობის და საბოტაჟის აქტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობენ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
17 ივლისი 2026, 10:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა
მსოფლიოში, რადიკალური ჯგუფები სხვადასხვა იდეოლოგიის ქვეშ მოქმედებენ, მათ შორის, ხშირად, დემოკრატიის სახელით. თუმცა მათი მიზანი არა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, არამედ მათი დასუსტებაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში.
17 ივლისი 2026, 10:33
რეგიონი
რუსთავში ძველი ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტი აქტიურად გრძელდება
რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
17 ივლისი 2026, 10:31
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა
„თურქმენეთის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქი თურქმენეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოდგენილი კულტურული პროგრამა დიდი ინტერესით მიიღო. საღამოზე შესრულდა როგორც პროფესიული, ისე ხალხური შემოქმედება. საქართველოში თურქმენეთის კულტურის დღეები გრძელდება. ვფიქრობ, ქართველ და თურქმენ ხელოვანებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი საინტერესო თანამშრომლობა განხორციელდება”, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
17 ივლისი 2026, 10:29
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები - ბევრ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცნობილი ადამიანების ჯგუფი ჩვენს სადაზვერვო სააგენტოში, აქტიურად მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩაეხშოთ და შეემცირებინათ ინფორმაცია ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის მასშტაბების შესახებ
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა მოიპოვა წვდომა აშშ-ის 220 მილიონი ამომრჩევლის მონაცემებზე. მან ამას „ისტორიაში ამომრჩეველთა მონაცემების ყველაზე მასშტაბური გაჟონვა“ უწოდა, რომელიც მოიცავს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, პარტიულ კუთვნილებასა და არჩევნებზე რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას.
17 ივლისი 2026, 10:26
რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთში სანიტარიულ ჭრებს აგრძელებს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე სანიტარიული ჭრები მიმდინარეობს. ღონისძიებების მიზანია მაღალი ეკოლოგიური ღირებულების ტყის ეკოსისტემების დაცვა და მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შეზღუდვა.
17 ივლისი 2026, 10:18
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მდმა“ და „კოკაინი“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
17 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
პოლიციამ ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
17 ივლისი 2026, 09:39
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო
უნგრეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაცია ქვეყნის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გაავრცელა.
17 ივლისი 2026, 09:12
მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
17 ივლისი 2026, 08:54
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება უსაფრთხოების სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, ევგევი ხმარას დაავალა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხმარამ დიდი გამოცდილება შეიძინა ტექნოლოგიური დარტყმითი ოპერაციების წარმოებაში და უკრაინის თავდაცვაც სწორედ ამაზე უნდა ფოკუსირდეს.
17 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მათ შორის ერთი ბავშვია.
17 ივლისი 2026, 08:34
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოფიციალურ ვახშამზე თურქმენეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. სტუმრები ფუნიკულიორზე იმყოფებოდნენ და თბილისის ხედები დაათვალიერეს. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება. ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
17 ივლისი 2026, 08:29
მსოფლიო
მარკო რუბიო: პოლიტიკური ტერორიზმის აღორძინების შესახებ მინისტერიალზე პოლიტიკური ლიდერები მოვიწვიე - ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა დავამარცხოთ
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეხმიანება. მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიომ ანტიტერორისტული არქიტექტურა უნდა აღადგინოს და მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდ ტალღას დაუპირისპირდეს.
17 ივლისი 2026, 08:17
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.


