იემენში სამხედრო ბაზაზე ჰუსიტების თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა
ფოტო: Twitter
იემენის ქალაქ მარიბში მეამბოხე ჰუსიტები სამხედრო საწვრთნელ ბაზას დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების საშუალებით განხორციელდა და მას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ათობით ადამიანი კი დაიჭრა.
იემენში კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებული ჰუსიტები დაუპირისპირდნენ. კონფლიქტში მალევე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც იემენის ხელისუფლებას ავიაიერიშებით ეხმარება.
ჰუსიტები დედაქალაქ სანას და სხვა დიდი ქალაქების უმეტესობას აკონტროლებენ და ირანთან კავშირს უარყოფენ.
ყველა სიახლე
28 მარტი 2026, 13:20
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: სპორტის ხელშეწყობა და განვითარება, ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა, ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
28 მარტი 2026, 13:15
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა, მათთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება და მათი გამოწვევების მოსმენა გახლავთ უმთავრესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები დღეს ქალაქ ბათუმიდან დაიწყო. სტუდენტებთან შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები ესწრებოდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ გრიგოლიშვილია.
28 მარტი 2026, 12:38
მსოფლიო
ირანის მიერ არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბომბვის შედეგად იდნოეთის ხუთი მოქალაქე დაშავდა
ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ინდოეთის ხუთი ხუთი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
28 მარტი 2026, 12:38
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევხვდეთ ახალგაზრდებს, მოვისმინოთ მათი პრობლემები, საჭიროებები, გავეცნოთ და ერთობლივი თანამშრომლობით შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება საქართველოსთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები, სტუდენტებს შეხვდნენ.
28 მარტი 2026, 12:31
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: გუნდის გაცხადებული პოლიტიკაა, რაც შეიძლება, მეტი საუბარი ახალგაზრდებთან - კარგად ვიცით, რომ თუ არა მათი ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც დღეს ვითარდება ქვეყანასა და მსოფლიოში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის წინსვლა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული კონფერენციების მიზნებზე ისაუბრა, რომლის დროსაც, ბორდის წევრებთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხის დისკუსიის ფორმატში განხილვაა დაგეგმილი.
28 მარტი 2026, 12:29
სპორტი
შალვა გოგოლაძე შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში შერეული ორთაბრძოლების განვითარების პერსპექტივებზე. ასევე განიხილეს შემოდგომაზე გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
28 მარტი 2026, 12:22
მსოფლიო
CBS News: ავიამზიდი USS George H.W. Bush, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას შეუერთდეს
ამერიკული ავიამზიდი USS George H.W. Bush, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში გადაისროლონ, რათა მან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას CBS News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 მარტი 2026, 12:15
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, რეგიონებში სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანია გრძელდება
ამჯერად გამოკვლევები აჭარაში ტარდება. მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს ხელვაჩაურში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე დაესწრო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვდნენ სოფელ თხილნარის მოსახლეობასაც. ადგილობრივებს, საშუალება ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე.
28 მარტი 2026, 12:05
საზოგადოება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგები ჩატარდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 3 დღის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეღრმავებინათ ცოდნა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის, ადგილობრივი სახეობების, ველური ბუნების კვლევის მეთოდებისა და გარემოზე მოქმედი საფრთხეების შესახებ.
28 მარტი 2026, 11:56
საზოგადოება
მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდნენ
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგიბიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ.
28 მარტი 2026, 11:54
მსოფლიო
იემენელი „ჰუსიტები“ ირანის მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩაერთვნენ
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფასო აქციის კრიტიკოსებზე: მიმკედლებელი არ უნდა ლანძღავდეს კოლეგა მიმკედლებელს, თუ მას ნამდვილად უყვარს ძაღლი და არ იბრძვის გავლენის მოსაპოვებლად. რა შუაშია პოლიტიკა და ძაღლი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიმკდელებლებისთვის პრეპარატ “სიმპარიკას” უსასყიდლოდ გადაცემის აქციის მოწინააღმდეგეთა პოზიციას ეხმაურება.
28 მარტი 2026, 11:47
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე
როდესაც მთელმა საქართველომ მიაგო პატივი ჩვენს პატრიარქს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეული, ძალიან მცირე ნაწილი, იცლიდა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ქილიკი საპატრიარქოზე, გაეგრძელებინა ქილიკი სამწუხაროდ, გარდაცვლილ პატრიარქზე“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
28 მარტი 2026, 11:42
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან პანაშვიდები გრძელდება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის კურთხევით, სიონში, ილია მეორის საფლავთან, მოსახსენებელი პანაშვიდები გრძელდება. უწმინდესის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად არ წყდება ხალხის ნაკადი. საფლავთან ისევ გამაგრებითი სამუშაო მიმდინარეობს, რის გამოც მოქალაქეები ჯერჯერობით უშუალოდ საფლავთან შეხებას ვერ ახერხებენ.
28 მარტი 2026, 11:23
მსოფლიო
აბას არაღჩი: ირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი ისრაელს დიდ ფასს დააკისრებს დანაშაულებისთვის მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანასა და ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელა.
28 მარტი 2026, 11:22
პოლიტიკა
ღია ეთერი - ეროვნული ღირებულებები და გამოწვევები - დღეს 20:00 საათზე „იმედზე“ დებატები გაიმართება
ტრადიციული ღირებულებები ლიბერალიზმის დომინაციის ეპოქაში - რა გამოწვევებს უქმნის გლობალისტური დღის წესრიგი მცირერიცხოვანი ქვეყნების ეროვნულ იდენტობას, „ვოუქ“ იდეოლოგია ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ. რას უპირისპირებს ხელისუფლება ახალგაზრდებში იდენტობის პოლიტიკის აგრესიულ პროპაგანდას და რატომ გახდა „ქართული ოცნება“ ბრალდებების სამიზნე ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის გამო. დებატები „ღია ეთერში“ - ეროვნული ღირებულებებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. ერთმანეთის პირისპირ - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი არჩილ გამზარდია, ფილოსოფიის პროფესორი და მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი თამარ ცხადაძე და თეოლოგი და ფიზიკოსი ლევან აბაშიძე.
28 მარტი 2026, 11:22
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული კონფერენციები ბათუმიდან დაიწყო
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს იწყებს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდებიან. გაიმართება დისკუსიები.
28 მარტი 2026, 11:10
მსოფლიო
მერცმა ტრამპი ირანთან ომის გამო მასშტაბურ ესკალაციაში დაადანასაულა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
28 მარტი 2026, 11:02
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: აუცილებელია, ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად
28 მარტს „დედმიწის საათი“ აღინიშნება. დედამიწის საათი (Earth Hour) წარმოადგენს გლობალურ გარემოსდაცვით ინიციატივას, რომელიც უკვე 20 წელია ტარდება.
28 მარტი 2026, 10:45
თავდაცვა
რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა
მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, სპეციალური მომზადების პროგრამა დასრულდა.


